საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი
ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი

დღეს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა და პარ­ტია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ირმა ინაშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც მისი და პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი ლო­მი­ას აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "პატ­რი­ო­ტე­ბის" ლი­დე­რებ­მა ილო­რის ტა­ძარ­ში ღვთის­მშობ­ლის ხატი ჩა­აბ­რძა­ნეს.

"მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ 18 აგ­ვის­ტოს, გა­სულ სამ­შა­ბათს, მე, ირმა ინაშ­ვი­ლი, და გი­ორ­გი ლო­მია ნამ­დვი­ლად გახ­ლდით აფხა­ზეთ­ში. ამ­თა­ვით­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ ვი­ზი­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ ბა­ტო­ნი და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, მოს­კოვ­ში თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით უზ­რუნ­ველ­ჰყო ეს ვი­ზი­ტი.ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემი და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის, ზო­გა­დად "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პო­ზი­ცი­ა­საც, რაც სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ დაგ­ვი­ფიქ­სი­რე­ბია. ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­ცხა­დე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს ავ­სტრია-შვე­ი­ცა­რია-ფი­ნე­თის ტი­პის სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი. სა­ქარ­თვე­ლომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე და გა­ე­როს დო­ნე­ზე უნდა აღი­ა­როს რო­გორც სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, ასე­ვე ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის პრინ­ცი­პი და ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლომ არა­სო­დეს არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ძალა აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

27 წლის თავ­ზე ჩვენ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რომ ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად დავ­კარ­გეთ ერ­თმა­ნე­თი! ჩვენ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ სამი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და გა­უ­ცხო­ე­ბა­სა და მტრო­ბა­ში და ჩვენ არც ვფიქ­რობთ და არც ვე­ძებთ ამ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვალს. მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც ჩვენ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ: ჩვენ უნდა მოვ­ძებ­ნოთ სა­მარ­თლი­ა­ნი, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი, მი­სა­ღე­ბი აფხა­ზე­ბის­თვის, მი­სა­ღე­ბი ოსე­ბის­თვის, მი­სა­ღე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის!

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ჩვენ 1,200,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მოვ­კი­თხეთ. დღე­ი­სათ­ვის 840,000-ზე მეტი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი გვაქვს ხელთ, სა­ი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 70 პრო­ცენტზე მეტს სურს პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი სო­ხუმ­თან, ცხინ­ვალ­თან და მოს­კოვ­თან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დე­ბის აღ­დგე­ნა და შე­რი­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში: თბი­ლი­სი-სო­ხუ­მი-ცხინ­ვა­ლი-მოს­კო­ვი. სწო­რედ ამ ფორ­მატ­ში უნდა გა­და­იჭ­რას არა­ერ­თი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც გზას გა­უხ­სნის სპორ­ტს, გზას გა­უხ­სნის ხე­ლოვ­ნე­ბას, გზას გა­უხ­სნის მეც­ნი­ე­რე­ბას. ამ ფორ­მატ­მა ხელი უნდა შე­უ­წყოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და არა გა­უ­ცხო­ე­ბა­სა და შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას.

ჩვენ ფუნ­და­მენ­ტუ­რად უნდა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს მიდ­გო­მებს, ფუნ­და­მენ­ტუ­რად უნდა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას და და­ვად­გეთ ცვლი­ლე­ბე­ბის გზას, რათა ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა არ აღ­რმა­ვებ­დეს უფსკრულს ქარ­თვე­ლებს, ოსებ­სა და აფხა­ზებს შო­რის, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი­ცაა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­თა შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რა დიდი ბრძო­ლა გავ­წი­ეთ პარ­ლა­მენ­ტში ამ კა­ნო­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტურ მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ ისაა, რომ ახლა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის გამო, პირ­და­პირ ცი­ხე­ში აღარ ჩაგ­სვა­მენ და პირ­ველ ჯერ­ზე მხო­ლოდ გა­ჯა­რი­მე­ბენ.რაც შეგ­ვე­ხე­ბა მე და გი­ორ­გი ლო­მი­ას, ჩვე­ნი ჩას­ვლა აფხა­ზეთ­ში კერ­ძო ხა­სი­ათს ატა­რებ­და. ჩვენ ჩა­ვაბ­რძა­ნეთ ღვთის­მშობ­ლის ხატი ილო­რის ტა­ძარ­ში. ამ ხატ­ზე მო­წყა­ლე ღვთის­მშო­ბე­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც გვერდს უმ­შვე­ნე­ბენ წმინ­და ევსტა­თი პლა­კი­და და წმინ­და ევსტა­თი აფ­სი­ლი - აფხაზთ მფარ­ვე­ლი.

მინ­და მივ­მარ­თო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: Анцәа ҳиҳәоит, ари аныха ҳара иаҳнаҭарц аинаалара - მო­წყა­ლე ღვთის­მშო­ბე­ლი იყოს ჩვე­ნი დიდი შე­რი­გე­ბის სა­წინ­და­რი.

არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი, სა­ჯა­რო და მით უფრო სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ ყო­ფი­ლა".

https://www.youtube.com/watch?v=sTnwyEzWL8w

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი

ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პატრიოტების" ლიდერებმა ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

"მინდა გაცნობოთ, რომ 18 აგვისტოს, გასულ სამშაბათს, მე, ირმა ინაშვილი, და გიორგი ლომია ნამდვილად გახლდით აფხაზეთში. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ამ ვიზიტის ორგანიზატორი გახლდათ ბატონი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც თავისი პირადი კონტაქტებით, მოსკოვში თავისი მეგობრების ხელშეწყობით უზრუნველჰყო ეს ვიზიტი.ცხადია, მნიშვნელობა აქვს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, ზოგადად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციასაც, რაც საჯაროდ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველომ უნდა გამოაცხადოს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთის ტიპის სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველომ კონსტიტუციის დონეზე და გაეროს დონეზე უნდა აღიაროს როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტი, ასევე ძალის გამოუყენებლობის პრინციპი და ცხადია, საქართველომ არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ძალა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში.

27 წლის თავზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ტრაგიკული რეალობა, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ ერთმანეთი! ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამი თაობა გაიზარდა გაუცხოებასა და მტრობაში და ჩვენ არც ვფიქრობთ და არც ვეძებთ ამ ვითარებიდან გამოსავალს. მთავარი, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამართლიანი, ხაზგასმით ვამბობ, სამართლიანი გამოსავალი, მისაღები აფხაზებისთვის, მისაღები ოსებისთვის, მისაღები ყველასათვის!

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ 1,200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ. დღეისათვის 840,000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს სურს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. მიგვაჩნია, რომ ჩატეხილი ხიდების აღდგენა და შერიგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი დიალოგის ფორმატში: თბილისი-სოხუმი-ცხინვალი-მოსკოვი. სწორედ ამ ფორმატში უნდა გადაიჭრას არაერთი ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც გზას გაუხსნის სპორტს, გზას გაუხსნის ხელოვნებას, გზას გაუხსნის მეცნიერებას. ამ ფორმატმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალი თაობების დაახლოებას საერთო ფასეულობების საფუძველზე და არა გაუცხოებასა და შუღლის გაღვივებას.

ჩვენ ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს საკანონმდებლო ბაზას და დავადგეთ ცვლილებების გზას, რათა ჩვენი მიდგომებისა და კანონების სულისკვეთება არ აღრმავებდეს უფსკრულს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის, რისი ნათელი მაგალითიცაა ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ კანონი. მინდა შეგახსენოთ, რა დიდი ბრძოლა გავწიეთ პარლამენტში ამ კანონის არაადეკვატურ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთის გამო, პირდაპირ ციხეში აღარ ჩაგსვამენ და პირველ ჯერზე მხოლოდ გაჯარიმებენ.რაც შეგვეხება მე და გიორგი ლომიას, ჩვენი ჩასვლა აფხაზეთში კერძო ხასიათს ატარებდა. ჩვენ ჩავაბრძანეთ ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში. ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი.

მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: Анцәа ҳиҳәоит, ари аныха ҳара иаҳнаҭарц аинаалара - მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი.

არანაირი ოფიციალური, საჯარო და მით უფრო საიდუმლო შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ ყოფილა. არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა".

https://www.youtube.com/watch?v=sTnwyEzWL8w

R

ირმა ინაშვილი - სააკაშვილ-ბოკერიები და კობახიძე-მდინარაძეები ერთი პოლიტიკური ბუნკერია, რომელსაც ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გაიტანს

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს