საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ გია საფაროვის  განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ გია საფაროვის  განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გია სა­ფა­რო­ვის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გ.ზ-ს, აგ­რეთ­ვე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 26 აგ­ვის­ტოს, ქ. თბი­ლის­ში, გ.ზ.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, გ.ს.-ს და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი გულ­მკერ­დის და თა­ვის არე­ში, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ა. ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი გ.ს. გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფაქტს შე­ეს­წრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. ამას­თა­ნა­ვე, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას, დ.თ.-მ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გ.ზ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რუდ­გი­ნა. დ.თ.-ს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი­თა და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და და­ნა­შა­უ­ლის შუ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი). ბ.ბ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შუ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი).

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

პროკურატურამ გია საფაროვის  განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ გია საფაროვის  განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ გია საფაროვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გ.ს.-ს დანით მიაყენა ჭრილობები გულმკერდის და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი გ.ს. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ გ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. დ.თ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული). ბ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).

პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა" - ნათქვამია განცხადებაში.

"რა გზები გაიარა, "ბუქსირზე" ხომ არ იყო ჩაბმული?" -  ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში "ჰიუნდაის" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

"თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში... ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?

"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს