მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური
"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ჩემი ტრა­გე­დი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ცებს მინ­და ვუ­თხრა, უყ­ვარ­დეთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი" - ამის შე­სა­ხებ მუ­სი­კოს­მა გელა და­ი­ა­ურ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ოჯა­ხის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"დღეს მე ძა­ლი­ან მიკ­ვირს ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვა, ეს ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. ძა­ლი­ან იო­ლად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­დი­ან სარ­ჩოს სა­შოვ­ნე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ იმუ­შა­ვებ, ხელ­ფა­სით და შენი შრო­მით, ისეთ და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა, რომ ვერ იარ­სე­ბებ, ეს სი­შო­რე იწ­ვევს უკვე გა­ცი­ე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბას.

მე­ო­რეც, ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზეც მოქ­მე­დებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, დე­დას და მა­მას რომ არ ეკა­მა­თოთ. პა­ტა­რა რა­რა­ცაც მოქ­მე­დებს ბავ­შვზე. მშობ­ლე­ბიც უნდა და­ფიქ­რდნენ, რით შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩი­ნონ ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია. იქ­ნებ ჯობ­დეს, რომ არ წა­ვიდ­ნენ.

ისე უნდა გიყ­ვარ­დეს მე­უღ­ლე, რო­გოც უფალს უყ­ვარს ტა­ძა­რი და ისე უნდა გყვარს ქმა­რი, რო­გორც ტა­ძარს უყ­ვარს უფა­ლი. ეს ორ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლია და აქ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უნდა იყოს. ჩემი ტრა­გე­დი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ცებს მინ­და ვუ­თხრა, უყ­ვარ­დეთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი. ყო­ველ­თვის უნდა იფიქ­რონ, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ყვე­ლას ჯვა­რი სწე­რია. მო­ე­ფე­რონ და თბი­ლე­ბი იყ­ვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ" - გა­ნა­ცხა­და და­ი­ა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vas
5

ეს ადამიანი გულში წარმოუდგენელ ტკივილს ატარებს

მანანა
2

არ ვიცი სად პოულობს ეს ადამიანი ამხელა ძალას, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების გასაგრძელებლად. ჩემი დიდი პატივისცემა მის ასეთ სულიერ სიძლიერეს! ბედიერებასა და სიმშვიდეში გაგეტარებინოს დარჩენილი ცხოვრება!

ავტორი:

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - ამის შესახებ მუსიკოსმა გელა დაიაურმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სადაც ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს მე ძალიან მიკვირს ოჯახების დანგრევა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან იოლად ხდება ეს ყველაფერი. მიდიან სარჩოს საშოვნელად საზღვარგარეთ. საქართველოში ვერ იმუშავებ, ხელფასით და შენი შრომით, ისეთ დაბალი ანაზღაურებაა, რომ ვერ იარსებებ, ეს სიშორე იწვევს უკვე გაციებას ურთიერთობას.

მეორეც, ბავშვის ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს ეს ყველაფერი. არ არსებობს ოჯახი, დედას და მამას რომ არ ეკამათოთ. პატარა რარაცაც მოქმედებს ბავშვზე. მშობლებიც უნდა დაფიქრდნენ, რით შეიძლება გადარჩინონ ბავშვის ფსიქოლოგია. იქნებ ჯობდეს, რომ არ წავიდნენ.

ისე უნდა გიყვარდეს მეუღლე, როგოც უფალს უყვარს ტაძარი და ისე უნდა გყვარს ქმარი, როგორც ტაძარს უყვარს უფალი. ეს ორმხრივი სიყვარულია და აქ ძალადობაზე საუბარი არ უნდა იყოს. ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები. ყოველთვის უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს ამ ქვეყანაზე, ყველას ჯვარი სწერია. მოეფერონ და თბილები იყვნენ ოჯახის წევრების მიმართ" - განაცხადა დაიაურმა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?