საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს
"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის არ­ჩილ გაგ­ნი­ძის და ამ­ბობს, რომ მისი ძმა უდა­ნა­შა­უ­ლოა და რე­ა­ლუ­რად, და­ნა­შა­უ­ლი სხვამ ჩა­ი­დი­ნა.

ბრალ­დე­ბუ­ლის დამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მის­ცა.

"მი­თხრა, არ ვიცი, მე­კი­თხე­ბი­ან ბავ­შვზე, რო­მე­ლიც იმ ღა­მეს და­ი­კარ­გა, როცა ჩვენ მცხე­თის მა­გის­ტრალ­ზე ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ციო. ჩემ­მა ძმამ მეც ზუს­ტად ის ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბას უყ­ვე­ბა.

მთე­ლი ის დღე­ე­ბი მშვი­დად იყო, რად­გან იცო­და, რომ არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია და ვერც იმას წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ასე შე­იძ­ლე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ყვე­ლა­ნი, ისე­ვე რო­გორც სხვე­ბი, იმა­ზე ვდარ­დობ­დით, რომ ბავ­შვი იყო და­კარ­გუ­ლი და მის გა­მო­ჩე­ნას ვე­ლო­დით“, - ამ­ბობს თი­ნა­თი­ნი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე პა­ტი­ო­სა­ნი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ინ­სულ­ტის შემ­დეგ მამა დაგ­ვი­ინ­ვა­ლიდ­და. ხან მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს, ხან გზე­ბის სამ­ღებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ტაქ­სის მძღო­ლიც იყო, ნარ­ჩე­ნე­ბიც კი გა­უ­ტა­ნია თა­ვი­სი ზურ­გით. თა­ვი­სი შრო­მით შო­უ­ლობ­და ჩვენ­თვის სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს. მა­მა­ჩე­მის წამ­ლის ფული იყო თუ ოჯახ­ში სხვა რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა, თა­ვი­სი შრო­მით ყი­დუ­ლობ­და. პა­ტი­ო­სა­ნი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია. მო­ი­კი­თხეთ ვინ არის, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია

გა­მო­ძი­ე­ბამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ვინც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. თუკი, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ "კამ­რი­ში" მსხდო­მებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, გა­მო­აქ­ვეყ­ნონ, რა­ტომ არ აქ­ვეყ­ნე­ბენ? მათ არა­ფე­რი უჭი­რავთ ხელ­ში. რო­მელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ხუთ­ჯერ შეც­ვლილ თუ ვი­თომ და­ზუს­ტე­ბულ ჩვე­ნე­ბებ­ზე? ეს არის ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი და მეტი არა­ფე­რი" - აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
6

აქამდე სად იყავი. გაურკვევლობაში ვიყავით მისი პატიოსნების და უდანაშაულობის მიმართ!!!. ძლივს არ გაირკვა ჭეშმარიტება!!!.რადგან ასე ამბობ და არ ცრუობ, ბარემ ბოდიშს მოვუხდით და გამოვუშვებთ. 

Ევა
0

Როგორ ყველა უმანკო კრავი შეკრებილა იმ ავადსახსენებელ დღეს. 

ავტორი:

"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს

"არჩილი პატიოსანი ადამიანია, მთელი ის დღეები მშვიდად იყო... იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია" - "რადიო თავისუფლება" გაგნიძის დის ინტერვიუს აქვეყნებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის და ამბობს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და რეალურად, დანაშაული სხვამ ჩაიდინა.

ბრალდებულის დამ ექსკლუზიური ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა.

"მითხრა, არ ვიცი, მეკითხებიან ბავშვზე, რომელიც იმ ღამეს დაიკარგა, როცა ჩვენ მცხეთის მაგისტრალზე ვიყავით, მაგრამ მისი გაუჩინარების მიზეზების შესახებ არაფერი ვიციო. ჩემმა ძმამ მეც ზუსტად ის ამბავი მომიყვა, რასაც გამოძიებას უყვება.

მთელი ის დღეები მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ არაფერი ჩაუდენია და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო. უბრალოდ, ჩვენ ყველანი, ისევე როგორც სხვები, იმაზე ვდარდობდით, რომ ბავშვი იყო დაკარგული და მის გამოჩენას ველოდით“, - ამბობს თინათინი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, არჩილ გაგნიძე პატიოსანი და მორწმუნე ადამიანია.

"მთელი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ინსულტის შემდეგ მამა დაგვიინვალიდდა. ხან მშენებლობაზე მუშაობს, ხან გზების სამღებრო სამუშაოებზე, ტაქსის მძღოლიც იყო, ნარჩენებიც კი გაუტანია თავისი ზურგით. თავისი შრომით შოულობდა ჩვენთვის სარჩო-საბადებელს. მამაჩემის წამლის ფული იყო თუ ოჯახში სხვა რაიმე საჭიროება, თავისი შრომით ყიდულობდა. პატიოსანი და მორწმუნე ადამიანია. მოიკითხეთ ვინ არის, როგორი ადამიანია

გამოძიებამ, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცის, ვინც ჩაიდინა დანაშაული. თუკი, არსებობს მტკიცებულებები, რომ "კამრიში" მსხდომებმა ჩაიდინეს დანაშაული, გამოაქვეყნონ, რატომ არ აქვეყნებენ? მათ არაფერი უჭირავთ ხელში. რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობენ? ამირხანაშვილის ხუთჯერ შეცვლილ თუ ვითომ დაზუსტებულ ჩვენებებზე? ეს არის ცრუ ჩვენებები და მეტი არაფერი" - აღნიშნა თინათინ გაგნიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბიჭი დააკავა

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

"დაჩეხილია, მძინარეს დაარტყა დანა და უყურებდა სულს როგორ ღაფავდა" - თურქეთში მოკლული თამთა ჯანჯღავა სამშობლოში ჩამოასვენეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"