პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში
"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

ტე­ლეწ­მაყ­ვან­მა გვან­ცა და­რა­სე­ლი­ამ თით­ქმის სამი წე­ლია თბი­ლი­სი და­ტო­ვა და ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვი­და. ეს გახ­ლავთ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კომ­პლექ­სი, სა­დაც კერ­ძო, ლა­მა­ზი სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ჯრი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი. და­ცუ­ლი ეზო, აუზი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედი ჯვრი­სა და სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რე­ბის­კენ - კი­დევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვ­რე­ბას.

გვან­ცამ ერთხელ უკვე უმას­პინ­ძლა „შინ“-ს თბი­ლი­სურ ბი­ნა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა სახ­ლმა „შინ“-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ში­ნის რჩე­უ­ლი სახ­ლი“ გა­ი­მარ­ჯვა და ჯილ­დო გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ახალ სახ­ლსაც ამ­შვე­ნებს.

მცხე­თის სახ­ლის ფო­ტო­ებ­სა და ინ­ტერ­ვი­უს ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან­თან 'შინი" ავ­რცე­ლებს:

- მოხ­და ისე, რომ ჩემს მე­უღ­ლეს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ კომ­პლექ­სის მშნე­ბე­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. კერ­ძო სახ­ლი ვა­ხოს ყო­ველ­თვის უნ­დო­და, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ კი არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა. სი­ახ­ლე­ებს მე ცოტა რთუ­ლად ვე­გუ­ე­ბი, მით უმე­ტეს, როცა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მი­წევს სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, ბავ­შვის ტა­რე­ბა, ამი­ტომ ჩემ­თვის უფრო რთუ­ლი იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე მის­თვის, მაგ­რამ გად­მოს­ვლის დღი­დან ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვი­ეთ და უფრო მეტი კომ­ფორ­ტიც გვაქვს, არა­ნა­ი­რად არ ვფიქ­რობთ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

სხვა­თა შო­რის, რომ დავ­ქორ­წინ­დით, მა­ში­ნაც ვე­ძებ­დით კერ­ძო სახ­ლს, რამ­დე­ნი­მე ვნა­ხეთ კი­დეც, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უარი ვთქვი, რად­გან ძა­ლი­ან იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა არ მიყ­ვარს. ეს კომ­პლექ­სი იმი­ტომ მომ­წონს, რომ მარ­ტო არ ხარ, ბევ­რმა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა შე­ი­ძი­ნა აქ სახ­ლი, თით­ქმის სულ ახ­ლობ­ლე­ბი ვცხოვ­რობთ, თან ყვე­ლას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ასა­კის შვი­ლე­ბი გვყავს და არ ვი­წყენთ, ერთ სივცრე­შია ჩვე­ნი სახ­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბიც ვართ. სულ ჟრი­ა­მუ­ლია, ხან ერ­თთან ვიკ­რი­ბე­ბით, ხან - მე­ო­რეს­თან, ასე რომ, ერთ დიდ ოჯა­ხად ვცხოვ­რობთ. ეზო და­ცუ­ლია, გვყავს დაც­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, ამ სა­კი­თხში მე არ ჩავ­რე­ულ­ვარ, მთლი­ა­ნად ჩემი მე­უღ­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია. მე უკვე მა­შინ ჩა­ვერ­თე, როცა შპა­ლე­რის ფე­რე­ბი იყო შე­სარ­ჩე­ვი. ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, მთე­ლი სახ­ლის­თვის ერთი ფე­რის შპა­ლე­რი გვე­ყი­და, რად­გან მგო­ნია, ყვე­ლა ოთახ­ში სხვა­დას­ხვა შპა­ლე­რი უკვე ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.

ამას ჯობს ერთ ფერ­ში შე­ი­ღე­ბოს და შემ­დეგ დე­კო­რით და ავე­ჯით გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სახ­ლი, იმი­ტომ, რომ ჩვენს კომ­ფორტზეა მორ­გე­ბუ­ლი. ჩემი ქმა­რი კი მე­უბ­ნე­ბა, ახალ სახ­ლს რომ ავა­შე­ნებ, იქ სულ ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე­ბო, მაგ­რამ მა­ინც ისე გა­მო­დის ხოლ­მე, რომ ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ზო­გა­დად, მე სი­სა­და­ვეს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, მაგ­რამ მე­ო­რე უარ­ყო­ფი­თი მაქვს ის, რომ თა­მამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ ვი­ღებ. მირ­ჩევ­ნია, სი­ლა­მა­ზე­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე გა­ვა­კე­თო აქ­ცენ­ტი.

ავე­ჯის შერ­ჩე­ვა, შე­ხა­მე­ბა, მო­წყო­ბაც არაა მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი. ამ მხრივ კომ­ფორ­ტუ­ლია, როცა გყავს დი­ზა­ი­ნე­რი, იმი­ტომ კი არა, რომ შენ რა­მეს ვერ მო­ი­ფიქ­რებ, ან გე­მოვ­ნე­ბას უჩი­ვი, უბ­რა­ლოდ, როცა თა­ვი­დან­ვე გაქვს სა­ერ­თო ხედ­ვა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ესა თუ ის ოთა­ხი, სად უნდა გა­იყ­ვა­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გო­რი ავე­ჯი და­ა­წყო ა.შ., ეს გი­ად­ვი­ლებს პრო­ცესს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად ნაკ­ლე­ბიც გე­ხარ­ჯე­ბა. ვი­ნა­ი­დან ეს სახ­ლი საკ­მა­ოდ დი­დია, მისი რე­მონ­ტიც საკ­მაო ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა ოთახს თა­ვი­სი სვე­ლი წერ­ტი­ლი აქვს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღა­ცა­ში მოგ­ვი­წია ფუ­ლის და­ზოგ­ვამ, რა­ღა­ცა­ში ვერ დავ­ზო­გავ­დით. მა­გა­ლი­თად, სან­ტექ­ნი­კა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ხა­რის­ხი­ა­ნი და ამი­ტომ ამა­ში არ დაგ­ვი­ზო­გავს, სა­მა­გი­ე­როდ, ავე­ჯის შე­სარ­ჩე­ვად ბევ­რი ვი­ა­რეთ, რომ შე­და­რე­ბით შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად გვე­ყი­და. მა­გა­ლი­თად, ეს კონ­სო­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქონ­და, იმი­ტომ, რომ ვერ ვი­პო­ვე ისე­თი, რო­გო­რიც მინ­დო­და. რა­ტომ­ღაც კონ­სო­ლე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და და ამის ფას­დაკ­ლე­ბას დიდი ხანი ვე­ლო­დე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, ეს მა­გი­და, მი­სა­ღებ­ში რომ დგას, შეკ­ვე­თით და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ და მინ­და გი­თხრათ, რომ 4-ჯერ იაფი დაგ­ვიჯ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ფარ­დებს, ლი­ლო­ში ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ ახლა შეც­ვლა მინ­და, შე­იძ­ლე­ბა უფრო ფე­რად­ზე შე­ვა­ჩე­რო არ­ჩე­ვა­ნი, რომ სიმ­კვეთ­რე შე­მო­ი­ტა­ნოს. ავე­ჯის არ­ჩე­ვანს მეტ-ნაკ­ლე­ბად მე და ვახო ერ­თად ვა­კე­თებ­დით. რაც და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე - კა­რა­დე­ბი, თა­რო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად ჩემი გე­მოვ­ნე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ცუდი რაც დაგ­ვე­მარ­თა იყო ის, რომ რე­მონ­ტის დროს თან­ხა დავ­ზო­გეთ შიდა კა­რებ­ზე, უხა­რის­ხო გა­მოგ­ვად­გა. სახ­ლში, სა­დაც 14 კა­რია, ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯია მათი შეც­ვლა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი იყო, რომ ხე­ლახ­ლა შე­ვუკ­ვე­თეთ და ახლა კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, იქ­ნებ ჯობ­და, რომ შავი სა­ხე­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­გა­საც გა­მოვ­ცვლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით სახ­ლის მო­წყო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მა­ინც დამ­რჩა რა­ღა­ცე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მინ­და მცე­ნა­რე­ე­ბი შევ­მა­ტო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რაც მაქვს, იმა­თაც აღარ აქვთ შერ­ჩე­ნი­ლი ფო­თო­ლი, ხან ბურ­თი ხვდე­ბა, ხან ეჯა­ხე­ბი­ან. ასე­ვე მაქვს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჩარ­ჩო­ე­ბი მინ­და გა­ვუ­კე­თო და ჩა­მოვ­კი­დო. კა­ბი­ნეტ­ში ლე­ვან ხა­რა­ნა­უ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი მაქვს, კარ­გად მახ­სოვს ის დღე, ლე­ვან­მა რომ დამ­ხა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
50

ვის რაში აინტერესებს ყველამ კარგად იცის შენმა ქმარმა საიდანაც იშოვა ფული.....ლამის აკვანში,რომ გაყევი....

Avtandil rachveli
65

ტატას ვეუბნები! რატომ გძულთ და გშურთ ერთმანეთის ქართველებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

ტელეწმაყვანმა გვანცა დარასელიამ თითქმის სამი წელია თბილისი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. ეს გახლავთ სამთავროს მონასტერთან ახლოს მდებარე კომპლექსი, სადაც კერძო, ლამაზი სახლები ერთმანეთის მიჯრითაა აშენებული. დაცული ეზო, აუზი და არაჩვეულებრივი ხედი ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებისკენ - კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვრებას.

გვანცამ ერთხელ უკვე უმასპინძლა „შინ“-ს თბილისურ ბინაში. მოგვიანებით მისმა სახლმა „შინ“-ის ღონისძიებაზე ნომინაციაში „შინის რჩეული სახლი“ გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა, რომელიც ტელეწამყვანის ახალ სახლსაც ამშვენებს.

მცხეთის სახლის ფოტოებსა და ინტერვიუს ცნობილ ტელეწამყვანთან 'შინი" ავრცელებს:

- მოხდა ისე, რომ ჩემს მეუღლეს მიეცა შესაძლებლობა, ამ კომპლექსის მშნებელობაში ჩართულიყო. კერძო სახლი ვახოს ყოველთვის უნდოდა, ამ ფაქტის შემდეგ კი არც დაფიქრებულა, ისე დაიწყო მშენებლობა. სიახლეებს მე ცოტა რთულად ვეგუები, მით უმეტეს, როცა ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამსახურში სიარული, ბავშვის ტარება, ამიტომ ჩემთვის უფრო რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე მისთვის, მაგრამ გადმოსვლის დღიდან ძალიან შევეჩვიეთ და უფრო მეტი კომფორტიც გვაქვს, არანაირად არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას.

სხვათა შორის, რომ დავქორწინდით, მაშინაც ვეძებდით კერძო სახლს, რამდენიმე ვნახეთ კიდეც, მაგრამ ყველაზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან იზოლირებულად ყოფნა არ მიყვარს. ეს კომპლექსი იმიტომ მომწონს, რომ მარტო არ ხარ, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა შეიძინა აქ სახლი, თითქმის სულ ახლობლები ვცხოვრობთ, თან ყველას დაახლოებით ერთი ასაკის შვილები გვყავს და არ ვიწყენთ, ერთ სივცრეშია ჩვენი სახლები მოთავსებული, მაგრამ ამავდროულად, იზოლირებულებიც ვართ. სულ ჟრიამულია, ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ასე რომ, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ. ეზო დაცულია, გვყავს დაცვა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ამ საკითხში მე არ ჩავრეულვარ, მთლიანად ჩემი მეუღლის გაკეთებულია. მე უკვე მაშინ ჩავერთე, როცა შპალერის ფერები იყო შესარჩევი. ძალიან რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, მთელი სახლისთვის ერთი ფერის შპალერი გვეყიდა, რადგან მგონია, ყველა ოთახში სხვადასხვა შპალერი უკვე ცოტა მოძველებულია.

ამას ჯობს ერთ ფერში შეიღებოს და შემდეგ დეკორით და ავეჯით გაკეთდეს აქცენტი. საბოლოო ჯამში, ძალიან მიყვარს ეს სახლი, იმიტომ, რომ ჩვენს კომფორტზეა მორგებული. ჩემი ქმარი კი მეუბნება, ახალ სახლს რომ ავაშენებ, იქ სულ ჩემი გემოვნებით გავაკეთებო, მაგრამ მაინც ისე გამოდის ხოლმე, რომ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ზოგადად, მე სისადავეს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მეორე უარყოფითი მაქვს ის, რომ თამამ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მირჩევნია, სილამაზესა და პრაქტიკულობაზე გავაკეთო აქცენტი.

ავეჯის შერჩევა, შეხამება, მოწყობაც არაა მარტივი ამბავი. ამ მხრივ კომფორტულია, როცა გყავს დიზაინერი, იმიტომ კი არა, რომ შენ რამეს ვერ მოიფიქრებ, ან გემოვნებას უჩივი, უბრალოდ, როცა თავიდანვე გაქვს საერთო ხედვა, როგორი იქნება ესა თუ ის ოთახი, სად უნდა გაიყვანო კომუნიკაცია, როგორი ავეჯი დააწყო ა.შ., ეს გიადვილებს პროცესს და დარწმუნებული ვარ, ბევრად ნაკლებიც გეხარჯება. ვინაიდან ეს სახლი საკმაოდ დიდია, მისი რემონტიც საკმაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ყველა ოთახს თავისი სველი წერტილი აქვს.

აქედან გამომდინარე, რაღაცაში მოგვიწია ფულის დაზოგვამ, რაღაცაში ვერ დავზოგავდით. მაგალითად, სანტექნიკა უნდა ყოფილიყო ხარისხიანი და ამიტომ ამაში არ დაგვიზოგავს, სამაგიეროდ, ავეჯის შესარჩევად ბევრი ვიარეთ, რომ შედარებით შეღავათიან ფასად გვეყიდა. მაგალითად, ეს კონსოლი დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა, იმიტომ, რომ ვერ ვიპოვე ისეთი, როგორიც მინდოდა. რატომღაც კონსოლები ძალიან ძვირი ღირდა და ამის ფასდაკლებას დიდი ხანი ველოდებოდი. მაგალითად, ეს მაგიდა, მისაღებში რომ დგას, შეკვეთით დავამზადებინეთ და მინდა გითხრათ, რომ 4-ჯერ იაფი დაგვიჯდა.

რაც შეეხება ფარდებს, ლილოში ვიყიდეთ, მაგრამ ახლა შეცვლა მინდა, შეიძლება უფრო ფერადზე შევაჩერო არჩევანი, რომ სიმკვეთრე შემოიტანოს. ავეჯის არჩევანს მეტ-ნაკლებად მე და ვახო ერთად ვაკეთებდით. რაც დავამზადებინე - კარადები, თაროები, ძირითადად ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული. ცუდი რაც დაგვემართა იყო ის, რომ რემონტის დროს თანხა დავზოგეთ შიდა კარებზე, უხარისხო გამოგვადგა. სახლში, სადაც 14 კარია, ძალიან დიდი ხარჯია მათი შეცვლა, მაგრამ იმდენად აუტანელი იყო, რომ ხელახლა შევუკვეთეთ და ახლა კმაყოფილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, რომ შავი სახელური გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ მაგასაც გამოვცვლი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სახლის მოწყობა დასრულებულია, მაინც დამრჩა რაღაცები გასაკეთებელი, მაგალითად, ძალიან მინდა მცენარეები შევმატო, მაგრამ რეალურად რაც მაქვს, იმათაც აღარ აქვთ შერჩენილი ფოთოლი, ხან ბურთი ხვდება, ხან ეჯახებიან. ასევე მაქვს ნახატები, რომლებსაც ჩარჩოები მინდა გავუკეთო და ჩამოვკიდო. კაბინეტში ლევან ხარანაულის მიერ შესრულებული პორტრეტი მაქვს, კარგად მახსოვს ის დღე, ლევანმა რომ დამხატა, დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ სახლის ფოტოები