მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?
"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი", არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ წე­რი­ლი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დამ­საქ­მე­ბე­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერს, ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს. კომ­პა­ნია ZAG-ის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნიკა გე­ჯა­ძემ მი­ი­ღო "წე­რი­ლი მო­მავ­ლი­დან", რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გა­მო­ეგ­ზავ­ნა.

"ძვირ­ფა­სო, მე გწერ 2020 წლის 4 აპ­რი­ლი­დან. თუ არ წა­გი­კი­თხავს, უკე­თე­სია, მარ­თა­ლია ჩემს თავს დავ­პირ­დი, რომ აღა­რა­სო­დეს მოგ­წერ­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი აღარ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო. ნეტა იცო­დე რამ­დენ რა­მეს გა­და­ვა­ბი­ჯე ეს რომ მო­მე­წე­რა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და იცო­დე ისაა, რომ არას­დროს გან­ზრახ ცუ­დად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გულ­შიც კი არ გა­მივ­ლია შენ­თვის რა­ი­მე ცუ­დის გა­კე­თე­ბა, არას­დროს, არც შეგ­ნე­ბუ­ლად და არც შე­უგ­ნებ­ლად. პი­რი­ქით, იმას უფრო ვუშ­ვებ­დი, რომ ჩემი თა­ვის­თვის და­მე­შა­ვე­ბი­ნა რამე, ვიდ­რე შენ­თვის.

არ ვიცი, რას რო­გორ აღიქ­ვამ­დი ან რო­გორ მი­ი­ღე, რა მო­გიყ­ვა ან რო­გორ ჩა­გაწ­ვე­თა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, არას­დროს გან­გებ ცუ­დის ჩა­დე­ნა არც კი მი­ფიქ­რია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას არ ვა­პი­რებ.

მხო­ლოდ იმა­ზე მინ­და იფიქ­რო, რო­დე­საც ჩა­მოხ­ვე­დი სულ ცოტა ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­გე­ჩი­ნა, სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი არ­სე­ბო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მეს­მის, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს შენ­თვის, შენ ხომ ასე ძა­ლი­ან იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (ახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს)... მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი შენი მხრი­დან, ამის ფონ­ზე კი შენი დაც­ვის იმე­დით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შენი მე­გო­ბა­რი რო­გორ მამ­ცი­რებ­და. არ ერი­დე­ბო­და არც მო­რა­ლურ სა­ზღვრებს და არც არა­ფერს..

ასევე დაგაინტერესებთ
10:37 / 18-08-2020

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

17:17 / 28-08-2020

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა

18:59 / 28-08-2020

"ფეისბუქზე" არის ჯგუფი... მათი ვალდებულებაა, მიიყვანონ ადამიანები თვითმკვლელობამდე, ვვარაუდობ, რომ თამარი მათი მსხვერპლია" - ბაჩანა ლობჟანიძე

19:40 / 28-08-2020

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

12:14 / 29-08-2020

"თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში... ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?

16:03 / 31-08-2020

რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

იქ­ნებ ერ­თა­დაც გა­და­წყვი­ტეთ ასე, რომ ყო­ვე­ლი დღე კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი­ყო ჩემ­თვის. შუ­რის­ძი­ე­ბა გინ­დო­და, მო­ა­ხერ­ხე, კმა­ყო­ფი­ლი ხარ თუ არა? უფრო მე­ტად რომ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ტყვი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რე არა­ერ­თხელ, შენ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე არ გა­და­მიდ­გამს არც ერთი ნა­ბი­ჯი," - წერს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლის ავ­ტო­რი ნიკა გე­ჯა­ძეს.

წე­რი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში დევს, თუმ­ცა, მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო, ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი არაა. მთა­ვა­რი არ­ხის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას შე­კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­სა და ნიკა გე­ჯა­ძეს, მე­ნე­ჯე­რი პა­სუ­ხობს, რომ: "მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი, მე მისი პი­რა­დი თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და თა­მარ­თან".

სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია.

"ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს სარ­წმუ­ნო წყა­რომ.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი:"და სა­ი­დან დამ­ტკიც­დაო? ზო­გა­დად, კომ­პი­უ­ტერ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნია. ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სას­ვლე­ლია ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ჩე­მამ­დე არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, ვინ გა­ი­ტყუა და ვინ მის­დევ­და გო­გო­ნას, თუ წე­რი­ლე­ბი?

იმა­ზეა ლა­პა­რა­კი 17 ივ­ლისს აფ­თი­ა­ქებ­ში რომ შე­დი­ო­და. ინ­ტერ­ნეტ და ვებ­სა­ი­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­მაც და სხვა­ნა­ი­რა­დაც მო­იხ­მა­როს. იყო ეგ წე­რი­ლი, ამო­ღე­ბუ­ლი­ცაა, მაგ­რამ მას ეკუთ­ვნო­და, თუ არა, ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის. ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ წე­რი­ლე­ბის და მი­მო­წე­რის აღ­დგე­ნაა, რაც გო­გო­ნას ლეპ­ტოპ­შია წაშ­ლი­ლი.

ამას ვე­ლო­დე­ბით და სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბი, არ ვიცი, ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი, მი­სია, თუ - არა. რომც იყოს, რაა, რო? ანუ ეს რო­გო­რი მო­მენ­ტია, იცით? გა­მო­ძი­ე­ბა ისევ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას "აწ­ვე­ბა". 23-შივე გა­მო­ვი­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე და თქვა, თვით­მკვლე­ლო­ბა­აო და ამით და­ვამ­თავ­როთ ყვე­ლა­ფე­რი? არ არის ეს თვით­მკვლე­ლო­ბა და არც ამით დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი!”

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nini
108

რაც არ უნდათ ის საიდან დამტკიცდაო. საწყალი გოგო ავად იყო და ლამის პენტაგონს და ნასას მიწვდნენ

2020
31

ნათელში ამყოფოს გარდაცვლილის სული მაგრამ ჩემი აზრით ამ წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვფიქრობ რომ ცალმხრივი სიყვარულის გამო გადადგა ეს ნაბიჯი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

რამდენიმე კვირის წინ, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წერილი გაასაჯაროვა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს, ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს. კომპანია ZAG-ის პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა.

"ძვირფასო, მე გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან. თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია, მართალია ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტა იცოდე რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოვქცეულვარ, გულშიც კი არ გამივლია შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება, არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად. პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.

არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი ან როგორ მიიღე, რა მოგიყვა ან როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.

მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც, რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე, ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული (ახსენებს კონკრეტულ ადამიანს)... მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი მეგობარი როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არაფერს..

იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა? უფრო მეტად რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება გეტყვი, რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ, შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი," - წერს ანონიმური წერილის ავტორი ნიკა გეჯაძეს.

წერილი გამოძიების მასალებში დევს, თუმცა, მასში მოყვანილი ფაქტობრივი უზუსტობების გამო, ნიკოლოზ გეჯაძე ვარაუდობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილი არაა. მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ თამარ ბაჩალიაშვილსა და ნიკა გეჯაძეს, მენეჯერი პასუხობს, რომ: "მხოლოდ სამსახურეობრივი, მე მისი პირადი თითქმის არაფერი ვიცოდი. როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა თამართან".

სარწმუნო წყაროს ცნობით, დადგენილია, რომ წერილის ავტორი თამარ ბაჩალიაშვილია.

"ადრესატის სახელზე არსებობს სხვა წერილებიც, რომლებიც დათარიღებულია 2030, 2040 და ა.შ. წლებით და რომელთაც ნიკა გეჯაძე მომავალში მიიღებს", - უთხრა AMBEBI.GE-ს სარწმუნო წყარომ.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს დავუკავშირდით.

მიხეილ რამიშვილი:"და საიდან დამტკიცდაო? ზოგადად, კომპიუტერთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანია. ამერიკიდან ჩამოსასვლელია ბევრი ინფორმაცია და ჩემამდე არაფერი მოსულა. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, ვინ გაიტყუა და ვინ მისდევდა გოგონას, თუ წერილები?

იმაზეა ლაპარაკი 17 ივლისს აფთიაქებში რომ შედიოდა. ინტერნეტ და ვებსაიტები შეიძლება სხვამაც და სხვანაირადაც მოიხმაროს. იყო ეგ წერილი, ამოღებულიცაა, მაგრამ მას ეკუთვნოდა, თუ არა, ჯერ დადგენილი არ არის. ამაზე მნიშვნელოვანი იმ წერილების და მიმოწერის აღდგენაა, რაც გოგონას ლეპტოპშია წაშლილი.

ამას ველოდებით და სასიყვარულო წერილები, არ ვიცი, ჯერ არ არის დადგენილი, მისია, თუ - არა. რომც იყოს, რაა, რო? ანუ ეს როგორი მომენტია, იცით? გამოძიება ისევ თვითმკვლელობის ვერსიას "აწვება". 23-შივე გამოვიდა მამუკა ჭელიძე და თქვა, თვითმკვლელობააო და ამით დავამთავროთ ყველაფერი? არ არის ეს თვითმკვლელობა და არც ამით დამთავრდება ყველაფერი!”

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა