კომპანია Island Express Helicopters-მა, ორი ავიადისპეტჩერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული კომპანია იმ ვერტმფრენის მფლობელი იყო, რომლის ჩამოვარდნისას ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი დაიღუპა.
სარჩელში კომპანია ამტკიცებს, რომ ვერტმფრენის პილოტი დისპეტჩერს უკავშირდებოდა და რადარის მეშვეობით დახმარებას ითხოვდა, მაგრამ თხოვნა უგულვებელყოფილ იქნა. დისპეტჩერმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში დაკარგავდა კავშირს ვერტმფრენთან და ის გაქრებოდა რადარიდან.
ვერტმფრენის მფლობელ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ უარი გაუმართლებელი და უკანონო იყო, რადგან კონტაქტი რადართან არ დაკარგულა.
სარჩელში ასევე წერია, რომ კონტაქტიდან ცოტა ხანში ავიადისპეტჩერები შეიცვალნენ და პირველმა დისპეტჩერმა არ შეატყობინა მეორეს, რომ მომსახურების ზონაში ვერტმფრენი მოძრაობდა. მალე პილოტმა გადაწყვიტა, ღრუბლებისა და ნისლის ზემოთ ასულიყო და მთას შეეჯახა. წაიკითხეთ სრულად