ავტორი:

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ სახლში სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

19 წლის ფეხბურთლის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. სამართალდამცავებს სახლის ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცავები გამოიძახა.

„მე ეს ნივთი აქ არ დამიდია, არც ვიცი რა არის. 2-3 დღის წინ პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც არავინ ესწრებოდა. ჯერ ის უნდა დამტკიცდეს მოსასმენი აპარატურა არის თუ არა, თუმცა ლოგიკას თუ მივყვებით, სხვა ვინ დაამონტაჟა თუ არა მათ. მეგობარმა ივარაუდა, რომ ჩემს სახლში მიმდინარეობდა მოსმენა და სპეციალური მოწყობილობით შევამოწმე სახლში არსებული ყველა დენის წყარო,“ - აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი ტიპის მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვა.

„დაახლოებით თვენახევრის წინ ასეთი სტილის მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლში აღმოვაჩინე, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული რა იყო, წავიღე და ვაჩვენე კერძო დეტექტივს და მან მითხრა, რომ ასეთი მოწყობილობები იყიდება, „ალი ექსპრესიდან“ გამოწერა შეიძლება, მაგრამ შემოტანა კანონით ისჯება საქართველოში. შემდეგ გადავაგდე მოწყობილობა, მოვსპე. მაშინ შსს-სთვის არ მითქვამს, თვითონ პატრონმა არ თქვა არაფერი და მე ხომ არ ვეტყოდი“, - განაცხადა ხომასურიძემ.

"მინდა, მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს", - რა წერილს ავრცელებს ციხიდან შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული

"რა თქმა უნდა, თამარი ჩემი შეყვარებული იყო", - რას ამბობს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, თემურ ჭანუყვაძე

"თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ დარწმუნებულები იყვნენ ჩემს უდანაშაულობაში, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ" - ნიკოლოზ რევაზიშვილის წერილი ციხიდან