პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი
"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" -  რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

რუ­სე­თის პო­პუ­ლა­რუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის "ეხო მოსკვის " («Эхо Москвы») პროგ­რა­მა­ში «Персонально Ваш» 27 აგ­ვის­ტოს ისა­უბ­რეს გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ინე­სა ზემ­ლერ­მა და ცნო­ბილ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა დი­მიტ­რი გორ­დონ­მა, რო­მე­ლიც ეთერ­ში კი­ე­ვი­დან ჩა­ერ­თო.

სა­უბ­რის დროს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა იქნა გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის ბე­ლა­რუს­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია, რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცია ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ და ა.შ. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი შე­ე­ხო აგ­რეთ­ვე უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და დი­მიტ­რი გორ­დონს სთხო­ვა აზრი გა­მო­ეთ­ქვა ამ სა­კი­თხზე.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სა­უბ­რი­დან:

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თქვენ­თან რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს აღ­მას­კო­მს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას ტო­ვებს და სამ­შობ­ლო­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. იცით რა­ი­მე ამის შე­სა­ხებ?

- დიახ, მე ამის შე­სა­ხებ თვი­თონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ვიცი.

- რით აიხ­სნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ფე­ის­ბუ­კის გვერ­დზე საკ­მა­ოდ ძუნ­წად არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი...

- ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა. მე კარ­გად მეს­მის ეს სი­ტუ­ა­ცია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და მის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის შან­სი აქვთ. მე ვეს­წრე­ბო­დი იმ შეხ­ვედ­რას, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლში დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი - მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. ახლა გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მათ ყვე­ლა იც­ნობს, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­რეს - ისე­თი რე­ფორ­მე­ბი, რო­გო­რიც არ­ცერთ პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში არ გა­ტა­რე­ბუ­ლა, ეს­ტო­ნეთს თუ არ ჩავ­თვლით.

- რო­გორც არ უნდა უყუ­რებ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს - სიმ­პა­თი­ით თუ ან­ტი­პა­თი­ით, თვი­თონ მისი ფი­გუ­რის გამო, რო­მე­ლიც - მა­პა­ტი­ეთ ამ­გვა­რი გა­მო­ნათ­ქვა­მის გამო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა თქვენ ან რო­მე­ლი­მე მის მხარ­დამ­ჭერს ეწყი­ნოს - ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში დარ­ბის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დახ­ტის, იბა­დე­ბა კი­თხვა: რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს ის, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით?

- აი, შე­ხე­დეთ... მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ორი სამ­შობ­ლო აქვს: სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც იგი და­ი­ბა­და, სა­დაც მან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უკ­რა­ი­ნა მის­თვის ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სწავ­ლობ­და, სა­დაც ცოდ­ნას და­ე­უფ­ლა და საკ­მაო ხანს ცხოვ­რობ­და. მან უკ­რა­ი­ნის­თვის ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში მის გა­მო­ჩე­ნა­საც კი თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - ჩი­ნოს­ნებს ტო­ნუ­სი ეწე­ვათ ხოლ­მე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფის­მა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იქ­მნა, უკვე ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და კო­რუფ­ცი­ი­სა­გან გაწ­მინ­და. რა­საც რე­ფორ­მე­ბის ოფი­სი აკე­თებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ფან­ტას­ტი­კურ სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ად­გენს... იგი გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წეა და ვფიქ­რობ, იგი ისევ გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და თა­ვის ქვე­ყა­ნას წინ გა­უ­ძღვე­ბა...

- თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებს, მი­ი­ღებს თუ არა მას უკ­რა­ი­ნა უკან? მოხ­დე­ბა მისი "მე­სა­მედ მოს­ვლა“?

- რა თქმა უნდა. მას ხომ ორი სამ­შობ­ლო აქვს... იგი ჩვე­ნი კა­ცია, გვიყ­ვარს, პა­ტივს ვცემთ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. იგი სრუ­ლი­ად სხვა დო­ნის, სხვა ხა­სი­ა­თის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სია. იგი მო­ტო­რის როლს ას­რუ­ლებს. იგი პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნია - ამ­ბობს და აკე­თებს იმას, რა­საც ფიქ­რობს. იგი ყი­ნულმჭრე­ლია, გეს­მით? ენერ­გი­უ­ლი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მსოფ­ლიო კლა­სის პო­ლი­ტი­კო­სი.

- არ გე­ნა­ნე­ბათ ასე­თი პო­ლი­ტი­კო­სის გაშ­ვე­ბა მის პირ­ველ სამ­შობ­ლო­ში?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვით - კი, გვე­ნა­ნე­ბა, მაგ­რამ თუ იგი ისევ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა, ამით უკ­რა­ი­ნა­საც და­ეხ­მა­რე­ბა.

- და სხვებ­საც?

- ვის გუ­ლის­ხმობთ"სხვებ­ში"?

- პირ­ველ რიგ­ში - ქარ­თვე­ლებს. თქვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ელო­დე­ბი­ან?

- დიახ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ნამ­დვი­ლად ელო­დე­ბი­ან. იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე იცხოვ­რეს და შე­უძ­ლი­ათ შე­ა­და­რონ - რო­გო­რი იყო მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და რო­გო­რია მის გა­რე­შე.

- და კი­დევ - მე ვფიქ­რობ, რომ საქ­მე ეხე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რეს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­თა­უ­რი გახ­დე­ბა. ასეა?

- იცით, უკ­რა­ი­ნას არ სურს მო­კავ­ში­რე იყოს ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ. უკ­რა­ი­ნას თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სურს და უნდა, რომ მშვი­დად იყოს. უკ­რა­ი­ნას სურს, რომ მისი მიწა-წყლი­დან რუ­სე­ბი წა­ვიდ­ნენ. უკ­რა­ი­ნას უნდა, რომ ვლა­დი­მი­ერ პუ­ტინ­მა სი­ტყვა "უკ­რა­ი­ნა" და­ი­ვი­წყოს... აი, რა უნდა უკ­რა­ი­ნას.

წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mari
304

ეს კაცი ნორმალურია? სადმე პარალელრ რეალობაში ცხოვრობს? ღმერთმა შეარგოს მიშა და მისი "დიდებული" მინისტრები.. შეუძლიათ სამუდამოდ დაიტოვონ!

...
292

რას ჰქვია საქართველო არ მიიღებს? მიიღებს კი არა ჩაიხუტებს გლდანის მერვე მიკრორაიონი პლიუს 2 კმ. მისამართზე არსებული ხუთვარსკვლავიანი დაწესებულება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" -  რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

რუსეთის პოპულარული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის " («Эхо Москвы») პროგრამაში «Персонально Ваш» 27 აგვისტოს ისაუბრეს გადაცემის წამყვანმა ინესა ზემლერმა და ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა, რომელიც ეთერში კიევიდან ჩაერთო.

საუბრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იქნა განხილული, მათ შორის ბელარუსში შექმნილი სიტუაცია, რუსეთისა და უკრაინის პოზიცია ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ და ა.შ. გადაცემის წამყვანი შეეხო აგრეთვე უკრაინაში მყოფ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც სამშობლოში დაბრუნების შესახებ და დიმიტრი გორდონს სთხოვა აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად თქვენთან რეფორმების საბჭოს აღმასკომს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უკრაინას ტოვებს და სამშობლოში მიემგზავრება. იცით რაიმე ამის შესახებ?

- დიახ, მე ამის შესახებ თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან ვიცი.

- რით აიხსნება ეს ყველაფერი? ფეისბუკის გვერდზე საკმაოდ ძუნწად არის განმარტებული...

- ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. მე კარგად მესმის ეს სიტუაცია. მიხეილ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ამ არჩევნების მოგების შანსი აქვთ. მე ვესწრებოდი იმ შეხვედრას, როცა მიხეილ სააკაშვილის სახლში დიდებული ადამიანები - მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მათ ყველა იცნობს, ისინი თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს - ისეთი რეფორმები, როგორიც არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ გატარებულა, ესტონეთს თუ არ ჩავთვლით.

- როგორც არ უნდა უყურებდე მიხეილ სააკაშვილს - სიმპათიით თუ ანტიპათიით, თვითონ მისი ფიგურის გამო, რომელიც - მაპატიეთ ამგვარი გამონათქვამის გამო, რადგან შეიძლება თქვენ ან რომელიმე მის მხარდამჭერს ეწყინოს - ქვეყნიდან ქვეყანაში დარბის, თანამდებობიდან თანამდებობაზე დახტის, იბადება კითხვა: რამდენად სერიოზულია პოლიტიკოსი, რომელსაც არ შეუძლია განსაზღვროს ის, თუ რომელ ქვეყანაში იყოს დაკავებული პოლიტიკით?

- აი, შეხედეთ... მიხეილ სააკაშვილს ორი სამშობლო აქვს: საქართველო და უკრაინა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც იგი დაიბადა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. უკრაინა მისთვის ის ქვეყანაა, სადაც სწავლობდა, სადაც ცოდნას დაეუფლა და საკმაო ხანს ცხოვრობდა. მან უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა. უკრაინის პოლიტიკაში მის გამოჩენასაც კი თავისი მნიშვნელობა აქვს - ჩინოსნებს ტონუსი ეწევათ ხოლმე. მიხეილ სააკაშვილის ოფისმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით შეიქმნა, უკვე ბევრი რამ შეცვალა უკრაინის კანონმდებლობაში და კორუფციისაგან გაწმინდა. რასაც რეფორმების ოფისი აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ფანტასტიკურ სამუშაოს წარმოადგენს... იგი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეა და ვფიქრობ, იგი ისევ გახდება საქართველოს პრეზიდენტი და თავის ქვეყანას წინ გაუძღვება...

- თუ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ვერ შეძლებს, მიიღებს თუ არა მას უკრაინა უკან? მოხდება მისი "მესამედ მოსვლა“?

- რა თქმა უნდა. მას ხომ ორი სამშობლო აქვს... იგი ჩვენი კაცია, გვიყვარს, პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. იგი სრულიად სხვა დონის, სხვა ხასიათის მქონე პოლიტიკოსია. იგი მოტორის როლს ასრულებს. იგი პირდაპირი ადამიანია - ამბობს და აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს. იგი ყინულმჭრელია, გესმით? ენერგიული, ძლიერი ადამიანი, მსოფლიო კლასის პოლიტიკოსი.

- არ გენანებათ ასეთი პოლიტიკოსის გაშვება მის პირველ სამშობლოში?

- გულწრფელად გეტყვით - კი, გვენანება, მაგრამ თუ იგი ისევ საქართველოს პრეზიდენტი გახდება, ამით უკრაინასაც დაეხმარება.

- და სხვებსაც?

- ვის გულისხმობთ"სხვებში"?

- პირველ რიგში - ქართველებს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მას საქართველოში ელოდებიან?

- დიახ, დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ელოდებიან. იმიტომ, რომ ქართველებმა მიხეილ სააკაშვილის გარეშე იცხოვრეს და შეუძლიათ შეადარონ - როგორი იყო მისი პრეზიდენტობის დროს და როგორია მის გარეშე.

- და კიდევ - მე ვფიქრობ, რომ საქმე ეხება უკრაინის საიმედო მოკავშირეს რუსეთის წინააღმდეგ, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეთაური გახდება. ასეა?

- იცით, უკრაინას არ სურს მოკავშირე იყოს ვინმეს წინააღმდეგ. უკრაინას თავისი ტერიტორიების დაბრუნება სურს და უნდა, რომ მშვიდად იყოს. უკრაინას სურს, რომ მისი მიწა-წყლიდან რუსები წავიდნენ. უკრაინას უნდა, რომ ვლადიმიერ პუტინმა სიტყვა "უკრაინა" დაივიწყოს... აი, რა უნდა უკრაინას.

წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს