პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა
FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა

ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ (FBI) ყვე­ლა­ზე მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. წარ­მო­შო­ბით ეგ­ვიპ­ტელ 63 წლის ია­შერ აბ­დელ სა­იდს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 12 წე­ლია ეძებ­დნენ, თუმ­ცა ის ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და პო­ლი­ცი­ის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას.

ია­შერ აბ­დუ­ლა აშშ-ში ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. ის თი­ნე­ი­ჯე­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. სა­ი­დის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2008 წელს მას შემ­დეგ გას­ცეს, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს, 17 წლის სარა სა­იდ­სა და 18 წლის ამი­ნა სა­იდს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

2014 წელს FBI-მ ია­შე­რი 10 "ყვე­ლა­ზე მე­ტად ძებ­ნილ“ ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მისი და­კა­ვე­ბა კი მხო­ლოდ ახლა, 2020 წელს მო­ხერ­ხდა. სა­ი­დი ტე­ხას­ში, ორ ნა­თე­სავ­თან ერ­თად აიყ­ვა­ნეს.

FBI-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, 63 წლის მა­მა­კაცს და­ლა­სის სა­სა­მარ­თლო გა­ა­სა­მარ­თლებს.

"FBI-მ და­უ­ღა­ლა­ვად იმუ­შა­ვა. გა­მოც­დილ გა­მომ­ძი­ებ­ლებს არას­დროს უთ­ქვამთ უარი მის მო­ძებ­ნა­ზე და არას­დროს და­ნე­ბე­ბუ­ლან, არ და­ვი­წყე­ბი­ათ ის ახალ­გაზ­რდა მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცის ქმე­დე­ბას მოჰ­ყვა,“ - ნათ­ქვა­მია გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბის დედა, პატ­რი­ცია ოუ­ენ­სი ამ­ბობს, რომ ის ბედ­ნი­ე­რია სა­ი­დის და­კა­ვე­ბით. "ახლა ჩემი შვი­ლე­ბი მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე­ბენ“, - ამ­ბობს პატ­რი­ცია. მი­სი­ვე თქმით, ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­მარ­თა­ლი იპო­ვა.

და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა ის­ლამ სა­ი­დი, ია­შე­რის ვაჟი და ასე­ვე, ია­სემ სა­ი­დი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლის ძმაა. ორი­ვე მათ­განს ძებ­ნი­ლის და­მალ­ვის ხელ­შე­წყო­ბას და თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

2008 წლის 1-ელ იან­ვარს ამი­ნა და სარა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამ დღეს მა­მამ გო­გო­ნე­ბი საჭ­მე­ლად სა­კუ­თა­რი ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნა და ორი­ვე მათ­განს ტაქ­სი­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, სა­ნამ მა­მა­კა­ცი შვი­ლებს მოკ­ლავ­და, მა­ნამ­დე მათ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით ემუქ­რე­ბო­და. CBS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი ის იყო, რომ ერთ-ერთ გო­გო­ნას, სა­რას უყ­ვარ­და კაცი, რო­მე­ლიც მუს­ლი­მი არ იყო, ხოლო და მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს იზი­ა­რებ­და.

გარ­და ამი­სა, მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ია­შე­რი გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და შვი­ლებ­ზე, ძა­ლა­დო­ბა იყო რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის. სკო­ლა­ში ისი­ნი ხში­რად სხე­უ­ლის ხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, რაც კლა­სე­ლებ­სა და მე­გობ­რებს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ რჩე­ბო­დათ. მო­მაკ­ვდავ­მა სა­რამ 911-ში და­რეკ­ვა მო­ას­წრო. "და­მეხ­მა­რეთ, მა­მამ მეს­რო­ლა, მე ვკვდე­ბი, მე ვკვდე­ბი", - უთხრა მან 911-ის ოპე­რა­ტორს. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და მე­დი­კო­სებს გო­გო­ნე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

გო­გო­ნე­ბის ბე­ბი­ის და მა­მის მიერ შვი­ლე­ბის და­ხოც­ვას "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბას“ უწო­დებს.

2008 წლის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მა­მა­კაცს ეძებ­დნენ, კვალს პო­უ­ლობ­დნენ, თუმ­ცა ია­შა­რი ყო­ველ ჯერ­ზე ახერ­ხებ­და მათ­გან თა­ვის დაღ­წე­ვას. ახლა უკვე ცნო­ბი­ლია, რომ მას ამა­ში ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23

ბოიფრენდო. ბაც! და მომენტო მორე...

სოსო
5

ჩვენი უბედურებები არ გვეყოფა?! რა საჭიროა ამის დაწერა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა

FBI-მ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა - როგორ აღწევდა თავს პოლიციას კაცი, რომელმაც ქალიშვილები "ღირსების სახელით“ დახოცა

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყველაზე მოუხელთებელი დამნაშავე დააკავა. ამის შესახებ BBC წერს. წარმოშობით ეგვიპტელ 63 წლის იაშერ აბდელ საიდს სამართალდამცველები 12 წელია ეძებდნენ, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა პოლიციისგან თავის დაღწევას.

იაშერ აბდულა აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ის თინეიჯერი ქალიშვილების მკვლელობაშია ბრალდებული. საიდის დაკავების ორდერი სამართალდამცველებმა 2008 წელს მას შემდეგ გასცეს, რაც ამ უკანასკნელმა თავის ქალიშვილებს, 17 წლის სარა საიდსა და 18 წლის ამინა საიდს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ორივე გოგონა გარდაიცვალა.

2014 წელს FBI-მ იაშერი 10 "ყველაზე მეტად ძებნილ“ ადამიანთა სიაში შეიყვანა. მისი დაკავება კი მხოლოდ ახლა, 2020 წელს მოხერხდა. საიდი ტეხასში, ორ ნათესავთან ერთად აიყვანეს.

FBI-ის ოფიციალური განცხადებით, 63 წლის მამაკაცს დალასის სასამართლო გაასამართლებს.

"FBI-მ დაუღალავად იმუშავა. გამოცდილ გამომძიებლებს არასდროს უთქვამთ უარი მის მოძებნაზე და არასდროს დანებებულან, არ დავიწყებიათ ის ახალგაზრდა მსხვერპლი, რომელიც მამაკაცის ქმედებას მოჰყვა,“ - ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

გარდაცვლილი გოგონების დედა, პატრიცია ოუენსი ამბობს, რომ ის ბედნიერია საიდის დაკავებით. "ახლა ჩემი შვილები მშვიდად განისვენებენ“, - ამბობს პატრიცია. მისივე თქმით, ბოლოსდაბოლოს სამართალი იპოვა.

დაკავებულთა შორისაა ისლამ საიდი, იაშერის ვაჟი და ასევე, იასემ საიდი, რომელიც ბრალდებულის ძმაა. ორივე მათგანს ძებნილის დამალვის ხელშეწყობას და თავშესაფრის მიცემას ედავებიან.

2008 წლის 1-ელ იანვარს ამინა და სარა გარდაცვლილი იპოვეს. ამ დღეს მამამ გოგონები საჭმელად საკუთარი ტაქსით წაიყვანა და ორივე მათგანს ტაქსიში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ოჯახის წევრების თქმით, სანამ მამაკაცი შვილებს მოკლავდა, მანამდე მათ სხეულის დაზიანებით ემუქრებოდა. CBS-ის ინფორმაციით, მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთ გოგონას, სარას უყვარდა კაცი, რომელიც მუსლიმი არ იყო, ხოლო და მის შეხედულებებს იზიარებდა.

გარდა ამისა, მედიისთვის ცნობილია, რომ იაშერი გამუდმებით ძალადობდა შვილებზე, ძალადობა იყო როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური ხასიათის. სკოლაში ისინი ხშირად სხეულის ხვადასხვა დაზიანებებით მიდიოდნენ, რაც კლასელებსა და მეგობრებს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ. მომაკვდავმა სარამ 911-ში დარეკვა მოასწრო. "დამეხმარეთ, მამამ მესროლა, მე ვკვდები, მე ვკვდები", - უთხრა მან 911-ის ოპერატორს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და მედიკოსებს გოგონები გარდაცვლილი დახვდათ.

გოგონების ბებიის და მამის მიერ შვილების დახოცვას "ღირსების მკვლელობას“ უწოდებს.

2008 წლის შემდეგ სამართალდამცველები მამაკაცს ეძებდნენ, კვალს პოულობდნენ, თუმცა იაშარი ყოველ ჯერზე ახერხებდა მათგან თავის დაღწევას. ახლა უკვე ცნობილია, რომ მას ამაში ნათესავი მამაკაცები ეხმარებოდნენ.

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"

ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა - "გარდაცვლილთა ახლობლები რუსეთის ლიდერისგან მომხდარზე პასუხს დღემდე ელიან..."