ავტორი:

ზუგდიდში 9 წლის ბავშვს მანქანით დედა დაეჯახა, მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზუგდიდში 9 წლის ბავშვს მანქანით დედა დაეჯახა, მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზუგდიდის სოფელ წყაიაში უბედურ შემთხვევას 9 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. "მთავარის" ინფორმაციით, ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.

მცირეწლოვანის გადარჩენას ექიმები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოპოერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარებამ სპეციალიზირებლი მანქანით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქუთაისის საავდმყოფოში იმყოფება გარდაცვლილის დედაც, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - "მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა"

ლილოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს - დაპირისპირების დეტალები