პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?
"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში 27 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ, კი­დევ ერთხელ და­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია - ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლაბ­რა­ში 54 წლის კაცს, კო­ვიდ-19 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა გა­მო­ი­ძა­ხეს, რის შემ­დე­გაც ის ოჩამ­ჩი­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მე­ო­რე დღეს­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

"იმა­ვე ღა­მეს სო­ფელ ლაბ­რას გამ­გე­ბელ არუ­თინ მელ­კო­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოჩამ­ჩი­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა მას ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბა, რომ გარ­დაც­ვლილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მან სოფ­ლის შე­სას­ვლე­ლი გზა ჩა­კე­ტა და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მარ­თა, ლაბ­რა­ში ყვე­ლა მსურ­ველს კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი­ყო, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მელ­კო­ნი­ა­ნის სახ­ლთან შე­იკ­რი­ბა სოფ­ლის გზის გახ­სნის მო­თხოვ­ნით, მათი გან­ცხა­დე­ბით, არ სჯე­რათ, რომ 54 წლის კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა იყო. ამას­თა­ნა­ვე, მათი თქმით, სო­ფე­ლი ისე ჩა­კე­ტეს და 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნიც ისე გა­მო­ა­ცხა­დეს, პირ­ვე­ლა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაც კი არ არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი", - წერს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. 27 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ერთ დღე-ღა­მე­ში კო­ვიდ-19-ის 21 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 295-მდე გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, არც ად­გი­ლობ­რი­ვებს და აღარც ქარ­თულ მხა­რეს არ სჯე­რათ, რომ ეს ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სან­დოა.

გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com -ის ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში მე­ო­რე ტალ­ღა ბევ­რად მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იყო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­იყ­ვა­ნეს.

"აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს სა­ერ­თოდ არ სჯე­რა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, ისი­ნი შე­და­რე­ბის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სტა­ტის­ტი­კის მოყ­ვა­ნას ითხო­ვენ და წე­რენ, რომ მათი "მთავ­რო­ბაც", ისე­ვე, რო­გორც სხვე­ბი, სა­ერ­თო თა­მაშ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი", - წერს გა­მო­ცე­მა.

“ამ სტა­ტის­ტი­კას ავ­ლე­ნენ, თა­ნაც შე­უც­დომ­ლად, ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე წნე­ვას ვერ ზო­მავ­დნენ სწო­რად და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი პან­ტა-პუნ­ტით ეხო­ცე­ბო­დათ, ავად­მყო­ფის ნაც­ვლად, ჯან­საღ კბილს იღებ­დნენ და მშო­ბი­ა­რე ქალს სა­კე­ის­რო კვე­თას ვერ უკე­თებ­დნენ. ასე­ვე, უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ვიცი, ჰი­გი­ე­ნის ზო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის, რო­დე­საც არას­ტე­რი­ლუ­რი ნემ­სით ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­მარ­თეს. მოკ­ლედ, რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, ახლა თურ­მე ყვე­ლა მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბით რის­კავს...

არ გვჯე­რა ამ აფი­ო­რის და არც და­ვი­ცავთ თქვენს მიერ მო­გო­ნილ შე­ზღუდ­ვებს. ნუ გვხო­ცავთ შიმ­ში­ლით, ისე­დაც გა­ო­თხმაგ­და ფა­სე­ბი. შე­მოდ­გო­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­ტა­ნოთ, მაგ­რამ ზამ­თარ­ში რა ვქნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და მი­წის ნაკ­ვე­თი არ აქვს, რომ რა­ღა­ცას მა­ინც მო­ი­უყ­ვა­ნოს?!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი კვი­რია ძი­აპ­შ­ბა.

“ჩვენ სო­ფელ­ში ჩაგ­ვკე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა ახრა ავი­ძ­ბამ თა­ვი­სი ჯი­პით რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვა­რი პირ­და­პირ შე­მო­ან­გრია. ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი თერ­მოსკრი­ნინგსაც არ იტა­რე­ბენ, რიგ­ში არ ჩავ­დგე­ბი­თო... ანუ კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და ფუ­ლი­ა­ნებს არ ერ­ჩის და ჩვენ გვერ­ჩის?.." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც: "სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის, მათ შო­რის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი გას­ცეს. ბოლო პროგ­რა­მაა მო­ზარ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა. აფხა­ზეთ­ში კი, თუ გინ­და მოკ­ვდი, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ..."

“ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ი­ცა­ვი­თო, ამ დროს კი, ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხას ვერ ვი­ღებთ და ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­კი­ლო­მეტ­რი­ან რი­გებ­ში იდ­გნენ... უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, პუ­რის ფულს ვზო­გავთ, ოღონდ თა­ვა­დაც არ ვი­ცით, რის იმე­დით და პენ­სი­ის ასა­ღე­ბად მი­სულ ადა­მი­ანს, დის­ტან­ცი­ის თავი აქვს? წინა წლებ­ში ვწუ­წუ­ნებ­დით, უკე­თე­სო­ბა გვინ­დაო, არა­და ასე­თი სიძ­ვი­რე მა­ინც არ იყო. გვერ­დით კოპ­რუს­ში სურ­სა­თის მა­ღა­ზია გა­ტე­ხეს და საჭ­მე­ლი წა­ი­ღეს. მე­პა­ტო­ნეს ვა­ლად ჰქონ­და აღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და გა­ო­თხმა­გე­ბულ ფა­სად, ნი­სი­ად ჰყიდ­და... ვინ­მე აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას რო­გორ და რა­ტომ გაძ­ვირ­და ყვე­ლა­ფე­რი? ხალ­ხი ბავ­შვის საკ­ვებს და შა­ქარს ვერ ყი­დუ­ლობს, ისე გაძ­ვირ­და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­დუქ­ტი.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერთი სული აქვთ, მო­ას­წრონ და აი­ღონ პენ­სი­ის ფული, ისე, რომ ვინ­მემ არ გა­მო­უ­ცხა­დოს, დამ­თავ­რდა, თან­ხა აღარ არი­სო... ასე რომ, თუ მარ­თლა არ­სე­ბობს ეს ვირუ­სი, იქ სულ მო­ხუ­ცე­ბი დგა­ნან და გავ­რცელ­დე­ბა აბა რა იზამს?!" - წერს ან­გე­ლი­ნა მარ­ღია. მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან მალე რე­გი­ონ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა.

აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვამ მო­ხა­ლი­სე­ებს სთხო­ვა, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნალს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით, თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რად. თუმ­ცა, აქამ­დე არა­ვინ მი­სუ­ლა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაფარი
1

ჯერ სად ხართ...ეს თქვენი დასასრულის დასაწყისია. დროზე მოეგეთ გონს ,,ძმებო,, აფხაზებო. ეს პირველ რიგში თქვენთვის იქნება კარგი, თორემ საქართველოს ამაზე დიდი გასაჭირი გადაუტანია და გადავრჩენილვართ ღმერთის წყალობით. 

ნიკოლოზი
0

არ გინდათ ქართველები და ელოდეთ როდის აგაშენებენ რუსები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?

"სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც ჩინოვნკიები რუსეთიდან ისე შემოდიან თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო.." - რა ხდება აფხაზეთში?

ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 27 აგვისტოს მომხდარმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ დაძაბა სიტუაცია - ე.წ. ხელმძღვანელობის ცნობით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში 54 წლის კაცს, კოვიდ-19 გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა. აფხაზური მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე მას რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მისი ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც ის ოჩამჩირის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღესვე გარდაიცვალა.

"იმავე ღამეს სოფელ ლაბრას გამგებელ არუთინ მელკონიანმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მას ტელეფონით აცნობა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, მან სოფლის შესასვლელი გზა ჩაკეტა და სოფლის მოსახლეობის მიმართა, ლაბრაში ყველა მსურველს კორონავირუსზე გამოკვლეულიყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

30-ზე მეტი ადამიანი მელკონიანის სახლთან შეიკრიბა სოფლის გზის გახსნის მოთხოვნით, მათი განცხადებით, არ სჯერათ, რომ 54 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი კორონა იყო. ამასთანავე, მათი თქმით, სოფელი ისე ჩაკეტეს და 14-დღიანი კარანტინიც ისე გამოაცხადეს, პირველადი მედიკამენტებითაც კი არ არიან უზრუნველყოფილი", - წერს აფხაზური გამოცემა.

ადგილობრივი მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების ცნობით, რეგიონში ეკონომიკური მიმართულებითაც, უმძიმესი მდგომარეობაა. 27 აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 21 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 295-მდე გაიზარდა. თუმცა, არც ადგილობრივებს და აღარც ქართულ მხარეს არ სჯერათ, რომ ეს ე.წ. ოფიციალური ინფორმაცია სანდოა.

გამოცემა ekhokavkaza.com -ის ცნობით, აფხაზეთში მეორე ტალღა ბევრად მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე პირველი იყო. გამოცემის ცნობით, რამდენიმე შემთხვევა, იმდენად რთული იყო, რომ დაინფიცირებულები ქართულ მხარეს გადაიყვანეს.

"აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს საერთოდ არ სჯერა ვირუსის არსებობის, ისინი შედარებისთვის ჩვეულებრივი გრიპის სტატისტიკის მოყვანას ითხოვენ და წერენ, რომ მათი "მთავრობაც", ისევე, როგორც სხვები, საერთო თამაშში არიან ჩართული", - წერს გამოცემა.

“ამ სტატისტიკას ავლენენ, თანაც შეუცდომლად, ექიმები, რომლებიც აქამდე წნევას ვერ ზომავდნენ სწორად და ელემენტარული პრობლემების გამო, პაციენტები პანტა-პუნტით ეხოცებოდათ, ავადმყოფის ნაცვლად, ჯანსაღ კბილს იღებდნენ და მშობიარე ქალს საკეისრო კვეთას ვერ უკეთებდნენ. ასევე, უამრავი შემთხვევა ვიცი, ჰიგიენის ზომების არარსებობის, როდესაც არასტერილური ნემსით ათეულობით ადამიანს ინფექციური დაავადება დამართეს. მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ახლა თურმე ყველა მაღალი დონის პროფესიონალია და საკუთარი ჯანმრთელობით რისკავს...

არ გვჯერა ამ აფიორის და არც დავიცავთ თქვენს მიერ მოგონილ შეზღუდვებს. ნუ გვხოცავთ შიმშილით, ისედაც გაოთხმაგდა ფასები. შემოდგომა შეიძლება გადავიტანოთ, მაგრამ ზამთარში რა ვქნათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ბინაში ცხოვრობს და მიწის ნაკვეთი არ აქვს, რომ რაღაცას მაინც მოიუყვანოს?!" - წერს ინტერნეტმომხარებელი კვირია ძიაპშბა.

“ჩვენ სოფელში ჩაგვკეტეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველმა ახრა ავიძბამ თავისი ჯიპით რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი პირდაპირ შემოანგრია. ჩინოვნიკები თერმოსკრინინგსაც არ იტარებენ, რიგში არ ჩავდგებითო... ანუ კორონავირუსი მაღალჩინოსნებს და ფულიანებს არ ერჩის და ჩვენ გვერჩის?.." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომლის თქმითაც: "საქართველოში სხვადასხვა სახის, მათ შორის ფულადი დახმარებები გასცეს. ბოლო პროგრამაა მოზარდების დახმარება. აფხაზეთში კი, თუ გინდა მოკვდი, არავის აინტერესებ..."

“ახალი რეგულაციები დაიცავითო, ამ დროს კი, ბანკომატებიდან თანხას ვერ ვიღებთ და ხალხი იძულებულია რამდენიკილომეტრიან რიგებში იდგნენ... უმძიმესი ვითარება გვაქვს, პურის ფულს ვზოგავთ, ოღონდ თავადაც არ ვიცით, რის იმედით და პენსიის ასაღებად მისულ ადამიანს, დისტანციის თავი აქვს? წინა წლებში ვწუწუნებდით, უკეთესობა გვინდაო, არადა ასეთი სიძვირე მაინც არ იყო. გვერდით კოპრუსში სურსათის მაღაზია გატეხეს და საჭმელი წაიღეს. მეპატონეს ვალად ჰქონდა აღებული პროდუქტი და გაოთხმაგებულ ფასად, ნისიად ჰყიდდა... ვინმე აქცევს ყურადღებას როგორ და რატომ გაძვირდა ყველაფერი? ხალხი ბავშვის საკვებს და შაქარს ვერ ყიდულობს, ისე გაძვირდა პირველადი მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტი.

ამ სიტუაციაში ერთი სული აქვთ, მოასწრონ და აიღონ პენსიის ფული, ისე, რომ ვინმემ არ გამოუცხადოს, დამთავრდა, თანხა აღარ არისო... ასე რომ, თუ მართლა არსებობს ეს ვირუსი, იქ სულ მოხუცები დგანან და გავრცელდება აბა რა იზამს?!" - წერს ანგელინა მარღია. მისივე თქმით, ძალიან მალე რეგიონში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები დაიწყება.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვამ მოხალისეებს სთხოვა, გუდაუთის საავადმყოფოს პერსონალს დახმარებოდნენ ნებისმიერი სახით, თუნდაც ფიზიკურად. თუმცა, აქამდე არავინ მისულა...

"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა