საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?
"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

წლე­ბის წინ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, როცა პა­ტა­რა შვი­ლით მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქცა, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა ბედი ემიგ­რა­ცი­ა­ში ეცა­და. პირ­ვე­ლად იყო იტა­ლია, შემ­დეგ ამე­რი­კა, სა­დაც გერ­მა­ნელ ბა­რონ­ზე და­ქორ­წინ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღეს ქარ­თვე­ლი ბა­რო­ნე­საა.

ცის­ნა­მი სყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ბი­ჭის ამ­ბავს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ორი დღეა ვხე­დავ აფ­თა­რი ქა­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს ემიგ­რანტ დე­დებ­ზე!

პირი გა­მო­ი­რე­ცხეთ ყვე­ლამ, სა­ნამ ჩვენ­ზე რა­მეს იტყვით! ძა­ლი­ან არ მინ­დო­და წლო­ბით ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ თქვენ­სა­ვით არც მდი­და­რი მშობ­ლე­ბი მყავ­და, რომ შვი­ლის აღ­ზრდა­ში დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ და არც ყო­ფილ­მა ქმარ­მა და­მი­ტო­ვა ბინა და საკ­მა­რი­სი ალი­მენ­ტი, რომ ბავ­შვის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მანდ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­თაც ვერ­სად ვერ ვნა­ხე სამ­სა­ხუ­რი. ამი­ტომ ავი­კი­დე გუდა-ნა­ბა­დი და წა­მო­ვე­დი.

იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ ღამე მე­სიზ­მრე­ბა პა­ტა­რა ირაკ­ლი, ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი რომ მე­ლის. ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას რა­ღაც აკ­ლია, აი, რო­გორც კარგ საჭ­მელს მა­რი­ლი. გულ­ჩა­თუთ­ქუ­ლი ვარ და ჩემ­თვის ჩუ­მად ვუძ­ლებ მო­ნატ­რე­ბას.

თქვენ გა­მო­ცა­დეთ რა რთუ­ლია შვი­ლის­გან შორს ყოფ­ნა და მერე ატ­ლი­კი­ნეთ ენე­ბი! ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ხერ­ხე­მა­ლი ვართ. ჩვენ რომ არა ამ­დე­ნი უცხო ვა­ლუ­ტა ვერ შე­მო­ვი­დო­და ქვე­ყა­ნა­ში და სა­ერ­თოდ ვერ იარ­სე­ბებ­და ეკო­ნო­მი­კა. იმის მა­გივ­რად რომ პა­ტი­ვი გვცეთ და მო­წი­წე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ოთ, გვა­გი­ნებთ. ერთს ეწე­რა სო­ფელ­ში მიწა და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, ეშ­რო­მა და ისე ეცხოვ­რაო, სა­წყალ შვილმკვდარ დე­და­ზე.

მარ­თლა?! კაი ერთი რა! სოფ­ლად მი­წა­საც ამუ­შა­ვე­ბენ, ვე­ნახ­საც მაგ­რამ მოვა უბე­დუ­რი სე­ტყვა და ყვე­ლა­ფერს მი­წას­თან ას­წო­რებს. არა­ფე­რი გა­მო­დის. გლეხს შრო­მა არ უფას­დე­ბა. ჩა­იგ­დეთ ენე­ბი მუ­ცელ­ში და ჩუ­მად იყა­ვით! ჩემ­თვის ყვე­ლა ემიგ­რან­ტი დედა გმი­რია და დი­დე­ბა ჩვენს გამ­ძლე­ო­ბას".

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხორეშანი
0

ვააჰ ახალ მოდის სუტ კნეინა თუ სუტ ბარონესა 

ჰოოო
49

ნამეტანია რა, გავიგეთ რომ სირთულეები გადაიტანეს, მეგრამ ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ყოველდღიურად ვსწავლობთ, ვშრომობთ, ვწვალობთ, ვუძლებთ ამ დაძაბულ სიტუაციას და ქვეყანას ვაშენებთ, ესენი კი იქიდან საკუთარი ოჯახისთვის გამოგზავნილ ფულს გვამადლიან, უკაცრავად და ხომ კარგად ხართ? ჩვენ როგორ გვედრებით? დეტალებზე აღარ ვილაპარაკებ მაგრამ არც უცხოელებზე გავთხოვდით და არც სწავლა-განათლება შეგვიწყვეტია რომ აქაურობისთვის მოგვეხმარებინა ჩვენი შესაძლებლობა, ამ ქვეყნის სიყვარული მარტო სიტყვა არ არის ეს არის შრომა, პროფესიონალიზმი და რაღაც სიტუაციაში საკუთარ თავზე მეტის აღება, ყველამ თუ დაკრა ფეხი და წავიდა, ადამიანების გარეშე ვის უტოვებთ ამ ქვეყანას? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

წლების წინ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, როცა პატარა შვილით მარტოხელა დედად იქცა, ცისნამი საყვარლიშვილმა გადაწყვიტა ბედი ემიგრაციაში ეცადა. პირველად იყო იტალია, შემდეგ ამერიკა, სადაც გერმანელ ბარონზე დაქორწინდა და შეიძლება ითქვას, დღეს ქართველი ბარონესაა.

ცისნამი სყვარლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ამბავს ეხმაურება და წერს:

"ორი დღეა ვხედავ აფთარი ქალების კომენტარებს ემიგრანტ დედებზე!

პირი გამოირეცხეთ ყველამ, სანამ ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით ჩემი ერთადერთი შვილის დატოვება, მაგრამ თქვენსავით არც მდიდარი მშობლები მყავდა, რომ შვილის აღზრდაში დამხმარებოდნენ და არც ყოფილმა ქმარმა დამიტოვა ბინა და საკმარისი ალიმენტი, რომ ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი. მანდ მიღებული განათლებითაც ვერსად ვერ ვნახე სამსახური. ამიტომ ავიკიდე გუდა-ნაბადი და წამოვედი.

იმ დღიდან მოყოლებული ყოველ ღამე მესიზმრება პატარა ირაკლი, ხელებგაშლილი რომ მელის. ჩემს ბედნიერებას რაღაც აკლია, აი, როგორც კარგ საჭმელს მარილი. გულჩათუთქული ვარ და ჩემთვის ჩუმად ვუძლებ მონატრებას.

თქვენ გამოცადეთ რა რთულია შვილისგან შორს ყოფნა და მერე ატლიკინეთ ენები! ასევე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი ვართ. ჩვენ რომ არა ამდენი უცხო ვალუტა ვერ შემოვიდოდა ქვეყანაში და საერთოდ ვერ იარსებებდა ეკონომიკა. იმის მაგივრად რომ პატივი გვცეთ და მოწიწებით მოგვიხსენიოთ, გვაგინებთ. ერთს ეწერა სოფელში მიწა დაემუშავებინა, ეშრომა და ისე ეცხოვრაო, საწყალ შვილმკვდარ დედაზე.

მართლა?! კაი ერთი რა! სოფლად მიწასაც ამუშავებენ, ვენახსაც მაგრამ მოვა უბედური სეტყვა და ყველაფერს მიწასთან ასწორებს. არაფერი გამოდის. გლეხს შრომა არ უფასდება. ჩაიგდეთ ენები მუცელში და ჩუმად იყავით! ჩემთვის ყველა ემიგრანტი დედა გმირია და დიდება ჩვენს გამძლეობას".