პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი
"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

ერ­თმა­ნეთს ამ ზა­ფხულს შევ­ხვდით ურეკ­ში, მისი ოჯა­ხის ზღვის­პი­რა სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც 3 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ ულა­მა­ზეს ბაღს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მი­ნი­ა­ნა­ლო­გია, მიკ­რო­ზო­ო­პარკს, ბოს­ტანს და სას­ტუმ­როს ბიზ­ნეს­მენ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უძღვე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს­თვის ად­გი­ლი თა­ვად შე­ვარ­ჩიე - ულა­მა­ზე­სი ბამ­ბუ­კე­ბის ხე­ივ­ნის ბაღი, მყუდ­რო და სა­ა­მო გა­რე­მო ცხოვ­რე­ბის ლი­რი­კა­სა თუ საქ­მი­ან მხა­რე­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­სა­უბ­როდ. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი მრა­ვალ­მხრივ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია - ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი და უკვე ბიზ­ნეს­მე­ნიც - ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ფი­ლო­ლო­გი, ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და კი­დევ ვინ მოს­თვლის - რა დიპ­ლო­მი და სერ­თი­ფი­კა­ტი არ აქვს! თუ რო­გორ იქცა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ქალ­ბა­ტო­ნი ბიზ­ნეს­ლე­დით, ამ ამ­ბავს მე და თქვენ ერ­თად მო­ვის­მენთ.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე:

- ბიზ­ნეს­ლე­დის ამ­პლუა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, თუმ­ცა დიდი დრო დას­ჭირ­და, ვიდ­რე ბიზ­ნე­სამ­დე მი­ვი­დო­დი. გვი­ან გავ­თხოვ­დი. მე­უღ­ლე - ამი­რან ჩხა­ი­ძე ჩემ­ზე 22 წლით უფ­რო­სია, ქა­ლიშ­ვი­ლი ანა კი 12 წლის წინ შეგ­ვე­ძი­ნა. ბიზ­ნე­სიც ოჯახს მოჰ­ყვა. ჩემი მე­უღ­ლე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტში უკვე სტა­ჟი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო - ოზურ­გეთ­ში რეს­ტო­რა­ნიც ჰქონ­და, ქარ­ხა­ნაც და ფაბ­რი­კაც, ასე­ვე - ეს სას­ტუმ­რო ურეკ­ში. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი მებ­რძო­ლი თუ მე­ნე­ჯე­რუ­ლი კუ­თხით აქ­ტი­უ­რი ნა­ტუ­რი­სა, იმ პე­რი­ოდ­ში ბიზ­ნე­სი ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­უც­ვლელ ნა­წილს მა­ში­ნაც და დღე­საც წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კა.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ნა­ტო­რი­უ­მი იყო, ჩემ­მა მე­უღ­ლემ იმ ძვე­ლი საბ­ჭო­თა სა­ნა­ტო­რი­უ­მი­დან ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე, თა­ნა­მედ­რო­ვე სპა-რე­ზორ­ტი შექ­მნა. მე გა­თხო­ვე­ბის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე ბუ­ღალ­ტე­რი­ის შეს­წავ­ლა. რა­საც ხელს ვკი­დებ, მინ­და, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვი­ცო­დე, შე­ვის­წავ­ლო, ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ხერ­ხე­მა­ლი კი სწო­რედ ბუ­ღალ­ტე­რი­აა. სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რი გავ­ხდი და ამით მე­უღ­ლე­საც ძა­ლი­ან ვეხ­მა­რე­ბო­დი. ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა და დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ ცოლ-ქმა­რი, ოჯა­ხის მიღ­მაც, საქ­მე­ში, ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ უნდა იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთს და­ეყ­რდნონ. იმის­თვის, რომ მე ძლი­ე­რი და ღი­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, მეს­წავ­ლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბიზ­ნე­სის­თვის იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ინ­ტე­რე­სიც თან­და­თან მო­ვი­და. თუ სად­მე ვარ, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მქონ­დეს, ჩემი ხელ­წე­რა უნდა შევ­ქმნა და კვა­ლიც დავ­ტო­ვო.

ამი­რა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია, ჩვენს შე­უღ­ლე­ბამ­დე კი გა­ცი­ლე­ბით მომ­თხოვ­ნი ყო­ფი­ლა. ცო­ლად რომ შე­მირ­თო, სას­ტუმ­როს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, იფიქ­რეს, რად­გან ქალი ვი­ყა­ვი, უფრო ნა­ზიც ვიქ­ნე­ბო­დი და ამი­რა­ნის სიმ­კაც­რე­საც გა­ვა­ნე­იტ­რა­ლებ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით მოხ­და, რად­გან ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში არა­ნაკ­ლებ პრინ­ცი­პუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ხის­ტიც გა­მოვ­დე­ქი.

რო­დე­საც ამი­რან­მა და­ი­ნა­ხა მი­სი­ვე კა­ლიბ­რის მე­უღ­ლე, თვი­თონ უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რი გახ­და და ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემ­ზე გად­მო­ა­ნა­წი­ლა. ბევ­რმა ამ­ბავ­მა ჩემს ზურ­გზეც გა­და­ი­ა­რა. არ მინ­და უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის იმ წლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვას აპი­რებ­დნენ, ისე­ვე, რო­გორც ძა­ლი­ან ბევ­რს წა­არ­თვეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა იყო, რა­ი­მეს გარ­კვე­ვა თუ სხვა რამ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, თა­ნაბ­რად ვი­ნა­წი­ლებ­დი.

არც ერთი ჩემი პრო­ფე­სი­ის­გან მი­მი­ღია იმგვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა, ბედ­ნი­ე­რი გან­ცდა, რაც პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში შე­ვიგ­რძე­ნი - ჩემი შვი­ლის­თვის, ანას­თვის და­ზო­გილ თან­ხას ვრი­ცხავ­დით ჩვე­ნი სას­ტუმ­როს ან­გა­რიშ­ზე და ამ ფუ­ლით სას­ტუმ­როს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ხელ­ფა­სი. ამით და­მა­ტე­ბით ტვირ­თად აღარ და­ვა­წე­ქით სა­ხელ­მწი­ფოს, რად­გან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის იმე­დად არ დავ­ტო­ვეთ. ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა სა­ყო­ველ­თაო გა­ჭირ­ვე­ბი­სას ხე­დავ შენი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის იმე­დი­ან თვა­ლებს, რომ უამ­რა­ვი მათი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით მათი ოჯა­ხე­ბი მში­ე­რი და და­უც­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა და შენ ეს შე­ძე­ლი.

მარ­თა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად გავ­ხდი ბიზ­ნეს­ში ერთი მთლი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი, ამ ბიზ­ნე­სი­დან მა­ინც ვერ ვგრძნობ­დი იმ უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას, რაც ჩემ­თვის მოჰ­ქონ­და, ვთქვათ, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას ან პო­ლი­ტი­კას, ანა­ლი­ტი­კას და ა.შ. ვიდ­რე სა­კუ­თა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბიზ­ნე­სი არ და­ვი­წყე...

სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი ვარ და რო­დე­საც ორი წლის წინ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ლი­დე­რი ქა­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მეც მი­მიწ­ვი­ეს, რო­გორც ბიზ­ნეს­სა და პო­ლი­ტი­კა­ში თა­ნა­ბა­რი ძა­ლის­ხმე­ვის ჩამ­დე­ბი, ლი­დე­რი ქალი. მათ­თვის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ყა­ზახ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ჩი­ნე­ლი ახალ­გა­ზარ­და ქალი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ შენ­ჟე­ნი­დან, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი. სწო­რედ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და­ი­წყო ჩემი პი­რა­დი სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა და მას შემ­დეგ გავ­ხდი, თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ნამ­დვი­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი.

და­ვი­წყეთ ფიქ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემი პარტნი­ო­რი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნით. დღეს ის უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლი­ეა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და უკვე შვიდ­ჯერ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არ არის, არა­მედ - ინ­სპი­რა­ცი­აა. ჩვენ ერ­თად შევ­ქმე­ნით ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და სხვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჩი­ნეთ­ში ექ­სპორ­ტით ჩი­ნე­ლებს სა­უ­კე­თე­სო რა­კურ­სით აც­ნობს ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას და მას­თან ერ­თად ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა­საც.

მან ჩი­ნეთ­ში და­ა­ფუძნა კომ­პა­ნია სა­ხელ­წდო­ე­ბით "ქარ­თვე­ლი", რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­დენს. მოკ­ლედ, ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის, ბი­ოგ­რა­ფი­ის ცალ­კე თავი და ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

- მეღ­ვი­ნე­ო­ბაც პრო­ფე­სი­უ­ლად შე­ის­წავ­ლეთ?

- მეღ­ვი­ნე­ო­ბის კუ­თხით ჯერ­ჯე­რო­ბით თვით­ნას­წავ­ლი ვარ. ამ­ჟა­მად ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის "გაკ­ვე­თი­ლებს" ვი­ღებ ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­მე­ლი­ეს­გან - დეა ფურ­ცე­ლა­ძის­გან, ჩემი მე­უღ­ლეც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და მის­გა­ნაც ვსწავ­ლობ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია-ტექ­ნო­ლო­გი­ას, ბაზ­რის პრინ­ცი­პებს, ასე­ვე, ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მსოფ­ლი­ოს ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნებ­სა და ბაზ­რებ­ზე. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მხო­ლოდ კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლებს ვჯერ­დე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ კი ვა­პი­რებ, შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რო და უფრო პრო­ფე­სი­უ­ლად ჩავ­წვდე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბას.

- რა არის თქვენ­თვის ღვი­ნო და მეღ­ვი­ნე­ო­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ო­ცებ­და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, დღეს ღვი­ნის სფე­რო­ში 2-წლი­ან­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ თა­ვად აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა ღვი­ნო, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა და მის­ტი­კა. მსოფ­ლი­ო­ში ღვი­ნის ყვე­ლა­ზე დიდ - დი­უ­სელ­დორ­ფის გა­მო­ფე­ნა­საც და­ვეს­წა­რი და იქ მივ­ხვდი, რომ ღვი­ნო მის­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის გა­დე­ბუ­ლი ხი­დია; ღვი­ნო, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, მის­ტი­კის, ერ­თგვა­რად - ას­ტრო­ნო­მი­ის ნა­ზა­ვი. იმა­ვე გა­მო­ფე­ნა­ზე ვიგ­რძე­ნი, რა მო­წი­წე­ბით არი­ან მსოფ­ლი­ოს მეღ­ვი­ნე­ე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სად­მი და რა დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ქარ­თულ ღვი­ნოს - ქვევ­რის ღვი­ნოს ვგუ­ლის­ხმობ. ჰონ­კონ­გის ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა­საც ვსტუმ­რობ­დი. ამ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბი დაკ­ვე­თით გვიმ­ზა­დე­ბენ კონ­კრე­ტულ ღვი­ნო­ებს, რომ­ლებ­საც ჩი­ნეთ­ში ვაგ­ზავ­ნით. ვმუ­შა­ობთ კა­ნა­დუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზეც. ვა­წარ­მო­ებთ "ქისს", "სა­ფე­რავს", "მწვა­ნეს", "ყვა­რელს"... მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და გავ­ლე­ნი­ან ღვი­ნის კონ­კურ­სზე - დე­კან­ტე­რის კონ­კურ­სზე ჩვენ­მა "ქის­მა" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა - 100 ქუ­ლი­დან 97 მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად "სა­ფე­რა­ვი" გა­ვაგ­ზავ­ნეთ და იმე­დია, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ. მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­ვირუს­მა ბევ­რი რამ შე­ა­ფერ­ხა, მაგ­რამ... მჯე­რა, ჩვენს ბიზ­ნესს კარ­გი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა. ჩემ­მა პარტნი­ორ­მა შენ­ჟენ­ში ღვი­ნის მა­ღა­ზია გახ­სნა და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. რო­დე­საც ღვი­ნის ბიზ­ნე­სით ჩემი პირ­ვე­ლი ფული ვი­შო­ვე, მივ­ხვდი, რომ ეს არის უდი­დე­სი აზარ­ტი და ისე­თი­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბის, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის მომ­ტა­ნი, რო­გო­რიც ჩემ­თვის ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­აა - პო­ლი­ტი­კა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო. მით უფრო, რომ აქ მხო­ლოდ ფულს კი არ აკე­თებ, არა­მედ შენი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ ხელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შენი ქვეყ­ნის ელჩი ხარ. რამ­დენ­ჯერ სი­ა­მა­ყის ცრემ­ლე­ბი მომ­სვლია, რო­დე­საც თუნ­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­ე­ტე­ტი ჰქო­ნი­ათ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ.

- რო­გორც მეღ­ვი­ნე და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის ექ­სპერ­ტი, ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის უახ­ლეს პერ­სპექ­ტი­ვას რო­გორ ხე­დავთ?

- რო­გორც მსოფ­ლი­ოს, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ბევრ სექ­ტორს, მათ შო­რის - მეღ­ვი­ნე­ო­ბა­საც უმ­ძი­მე­სი წელი უდ­გე­ბა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და მე­ვე­ნა­ხე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს. ძა­ლი­ან ბევ­რი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხებს ყუ­რძნის შეს­ყიდ­ვას, რად­გან ვერ შეძ­ლეს ღვი­ნის და­გეგ­მი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყიდ­ვა უცხო­ე­თის ბაზ­რებ­ზე. ის არ უნდა მოხ­დეს, რაც 15-20 წლის წინ გა­ვი­ა­რეთ - სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ნა­ხე­ბი რომ იჩე­ხე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ეს სა­ბა­ზი­სო დარ­გი დღეს გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟიმ­შია და ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა უნდა შე­ი­მუ­შა­ოს და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის პროგ­რა­მებ­შიც უნდა აი­სა­ხოს ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი - რო­გორ და­ვა­ზღვი­ოთ რის­კე­ბის­გან ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა, რო­გორც ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი დარ­გი!

- რა გას­წავ­ლათ ბიზ­ნეს­მა და რო­გო­რი ბიზ­ნეს­ლე­დი და­დე­ქით?

- ამა­ზე არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, თუმ­ცა... ადრე ვე­რაფ­რით ვი­გებ­დი, რად უნ­დო­დათ ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე სა­ხის ბიზ­ნე­სი. არა­და, კო­რო­ნა რომ არა, ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად თა­ვად ვგეგ­მავ­დი ორი ახა­ლი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას მშე­ნებ­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. ახლა ერთ რა­მეს მივ­ხვდი: ყო­ვე­ლი ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის დროს ადა­მი­ა­ნი შენს ახალ და უც­ნობ, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო "მეს" აღ­მო­ა­ჩენ, ასე­ვე, ირ­წმუ­ნებ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უსას­რუ­ლო­ბა­საც და იმას, რომ ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სწავ­ლაც, გან­ვი­თა­რე­ბაც, ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმაც და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბაც, ზო­გა­დად, ასა­კი, რო­გორც ბა­რი­ე­რი, არ არ­სე­ბობს. სწო­რედ ეს არის ჩემი აღ­მო­ჩე­ნა!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

ერთმანეთს ამ ზაფხულს შევხვდით ურეკში, მისი ოჯახის ზღვისპირა სასტუმროში, სადაც 3 ჰექტარზე გაშენებულ ულამაზეს ბაღს, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიანალოგია, მიკროზოოპარკს, ბოსტანს და სასტუმროს ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად უძღვება. ინტერვიუსთვის ადგილი თავად შევარჩიე - ულამაზესი ბამბუკების ხეივნის ბაღი, მყუდრო და საამო გარემო ცხოვრების ლირიკასა თუ საქმიან მხარეზე გულახდილად სასაუბროდ. ჩემი რესპონდენტი მრავალმხრივ წარჩინებული ადამიანია - ცნობილი პოლიტოლოგი, ექსპერტი და უკვე ბიზნესმენიც - ხათუნა ლაგაზიძე, ფილოლოგი, ჟურნალისტი, სამართალმცოდნე, საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი და კიდევ ვინ მოსთვლის - რა დიპლომი და სერთიფიკატი არ აქვს! თუ როგორ იქცა სახელგანთქმული პოლიტოლოგი ქალბატონი ბიზნესლედით, ამ ამბავს მე და თქვენ ერთად მოვისმენთ.

ხათუნა ლაგაზიძე:

- ბიზნესლედის ამპლუა ძალიან მომეწონა, თუმცა დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე ბიზნესამდე მივიდოდი. გვიან გავთხოვდი. მეუღლე - ამირან ჩხაიძე ჩემზე 22 წლით უფროსია, ქალიშვილი ანა კი 12 წლის წინ შეგვეძინა. ბიზნესიც ოჯახს მოჰყვა. ჩემი მეუღლე ჩვენი ქორწინების მომენტში უკვე სტაჟიანი ბიზნესმენი იყო - ოზურგეთში რესტორანიც ჰქონდა, ქარხანაც და ფაბრიკაც, ასევე - ეს სასტუმრო ურეკში. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ჩემი მებრძოლი თუ მენეჯერული კუთხით აქტიური ნატურისა, იმ პერიოდში ბიზნესი ნამდვილად არ მაინტერესებდა, რადგან ჩემი ცხოვრების შეუცვლელ ნაწილს მაშინაც და დღესაც წარმოადგენს პოლიტიკა.

საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე სანატორიუმი იყო, ჩემმა მეუღლემ იმ ძველი საბჭოთა სანატორიუმიდან ნამდვილი სამოთხე, თანამედროვე სპა-რეზორტი შექმნა. მე გათხოვებისთანავე დავიწყე ბუღალტერიის შესწავლა. რასაც ხელს ვკიდებ, მინდა, საფუძვლიანად ვიცოდე, შევისწავლო, ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი ხერხემალი კი სწორედ ბუღალტერიაა. სერთიფიცირებული ბუღალტერი გავხდი და ამით მეუღლესაც ძალიან ვეხმარებოდი. ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ცოლ-ქმარი, ოჯახის მიღმაც, საქმეში, ერთმანეთის მხარდამხარ უნდა იყვნენ, ერთმანეთს დაეყრდნონ. იმისთვის, რომ მე ძლიერი და ღირებული ვყოფილიყავი, მიზნად დავისახე, მესწავლა ყველაფერი, რაც ბიზნესისთვის იყო აუცილებელი. ინტერესიც თანდათან მოვიდა. თუ სადმე ვარ, თვითრეალიზაციის საშუალება უნდა მქონდეს, ჩემი ხელწერა უნდა შევქმნა და კვალიც დავტოვო.

ამირანი თანამშრომლებისადმი ძალიან მომთხოვნია, ჩვენს შეუღლებამდე კი გაცილებით მომთხოვნი ყოფილა. ცოლად რომ შემირთო, სასტუმროს ყველა თანამშრომელს ძალიან გაუხარდა, იფიქრეს, რადგან ქალი ვიყავი, უფრო ნაზიც ვიქნებოდი და ამირანის სიმკაცრესაც გავანეიტრალებდი. სინამდვილეში პირიქით მოხდა, რადგან ბიზნესის მართვაში არანაკლებ პრინციპული და შეიძლება, ცოტა ხისტიც გამოვდექი.

როდესაც ამირანმა დაინახა მისივე კალიბრის მეუღლე, თვითონ უფრო ლიბერალური გახდა და ბევრი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოანაწილა. ბევრმა ამბავმა ჩემს ზურგზეც გადაიარა. არ მინდა უახლოესი წარსულის იმ წლების გახსენება, როდესაც ჩვენი ბიზნესის წართმევას აპირებდნენ, ისევე, როგორც ძალიან ბევრს წაართვეს, მაგრამ ფაქტია, ყველა გამოწვევას, მოლაპარაკებების წარმოება იყო, რაიმეს გარკვევა თუ სხვა რამ, მეუღლესთან ერთად, თანაბრად ვინაწილებდი.

არც ერთი ჩემი პროფესიისგან მიმიღია იმგვარი სიამოვნება, ბედნიერი განცდა, რაც პანდემიის კრიზისის პერიოდში შევიგრძენი - ჩემი შვილისთვის, ანასთვის დაზოგილ თანხას ვრიცხავდით ჩვენი სასტუმროს ანგარიშზე და ამ ფულით სასტუმროს უკლებლივ ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ხელფასი. ამით დამატებით ტვირთად აღარ დავაწექით სახელმწიფოს, რადგან ჩვენი თანამშრომლები სახელმწიფოს დახმარების იმედად არ დავტოვეთ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა საყოველთაო გაჭირვებისას ხედავ შენი თანამშრომლების იმედიან თვალებს, რომ უამრავი მათი თანამოქალაქისგან განსხვავებით მათი ოჯახები მშიერი და დაუცველი არ დარჩება და შენ ეს შეძელი.

მართალია, ბუნებრივად და ჰარმონიულად გავხდი ბიზნესში ერთი მთლიანობის ნაწილი, ამ ბიზნესიდან მაინც ვერ ვგრძნობდი იმ უდიდეს სიამოვნებას, რაც ჩემთვის მოჰქონდა, ვთქვათ, უსაფრთხოების სფეროში მოღვაწეობას ან პოლიტიკას, ანალიტიკას და ა.შ. ვიდრე საკუთარი, დამოუკიდებელი ბიზნესი არ დავიწყე...

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი ვარ და როდესაც ორი წლის წინ პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერი ქალებისთვის საინტერესო პროგრამა განახორციელეს, მეც მიმიწვიეს, როგორც ბიზნესსა და პოლიტიკაში თანაბარი ძალისხმევის ჩამდები, ლიდერი ქალი. მათთვის საკუთარი გამოცდილება უნდა გამეზიარებინა. ყაზახ ქალბატონებს შორის აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი ჩინელი ახალგაზარდა ქალი ჩინეთის ქალაქ შენჟენიდან, იელის უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის კურსდამთავრებული. სწორედ მასთან ურთიერთობით დაიწყო ჩემი პირადი სერიოზული ბიზნესსაქმიანობა და მას შემდეგ გავხდი, თუ შეიძლება ითქვას, ნამდვილი ბიზნესლედი.

დავიწყეთ ფიქრი ტურიზმის განვითარებაზე და, პარალელურად, ჩემი პარტნიორი ძალიან დაინტერესდა ქართული ღვინით. დღეს ის უკვე პროფესიონალი სომელიეა, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და უკვე შვიდჯერ იყო საქართველოში. მისთვის საქართველო ბიზნესის კეთების საშუალება კი არ არის, არამედ - ინსპირაციაა. ჩვენ ერთად შევქმენით ქართულ-ჩინური კომპანია, რომელიც ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჩინეთში ექსპორტით ჩინელებს საუკეთესო რაკურსით აცნობს ქართულ პროდუქციას და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის კულტურასაც.

მან ჩინეთში დააფუძნა კომპანია სახელწდოებით "ქართველი", რომელიც ჩინეთში ქართული ბიზნესისა და კულტურის პოპულარიზაციას ახდენს. მოკლედ, ეს არის ჩემი ცხოვრების, ბიოგრაფიის ცალკე თავი და ვფიქრობ, წარმატებული.

- მეღვინეობაც პროფესიულად შეისწავლეთ?

- მეღვინეობის კუთხით ჯერჯერობით თვითნასწავლი ვარ. ამჟამად ღვინის წარმოების "გაკვეთილებს" ვიღებ ჩვენი შესანიშნავი სომელიესგან - დეა ფურცელაძისგან, ჩემი მეუღლეც ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგია და მისგანაც ვსწავლობ ქართული ღვინის წარმოების ისტორია-ტექნოლოგიას, ბაზრის პრინციპებს, ასევე, ვიღებ ინფორმაციებს მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებსა და ბაზრებზე. კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ კერძო გაკვეთილებს ვჯერდები, სამომავლოდ კი ვაპირებ, შესაბამისი კურსები გავიარო და უფრო პროფესიულად ჩავწვდე ღვინის წარმოებას.

- რა არის თქვენთვის ღვინო და მეღვინეობა?

- თავდაპირველად მაოცებდა ღვინის წარმოებაში მომუშავე ადამიანების ანთებული თვალები, დღეს ღვინის სფეროში 2-წლიანმა საქმიანობამ თავად აღმომაჩენინა ღვინო, როგორც ხელოვნება და მისტიკა. მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ - დიუსელდორფის გამოფენასაც დავესწარი და იქ მივხვდი, რომ ღვინო მისტიკასა და ხელოვნებას შორის გადებული ხიდია; ღვინო, ფაქტობრივად, არის მეცნიერების, ხელოვნების, მისტიკის, ერთგვარად - ასტრონომიის ნაზავი. იმავე გამოფენაზე ვიგრძენი, რა მოწიწებით არიან მსოფლიოს მეღვინეები ქართული ღვინისადმი და რა დიდი პერსპექტივა აქვს ქართულ ღვინოს - ქვევრის ღვინოს ვგულისხმობ. ჰონკონგის ღვინის გამოფენასაც ვსტუმრობდი. ამ ეტაპზე საუკეთესო ქართული მეღვინეები დაკვეთით გვიმზადებენ კონკრეტულ ღვინოებს, რომლებსაც ჩინეთში ვაგზავნით. ვმუშაობთ კანადური, გერმანული და ფრანგული ბაზრების ათვისებაზეც. ვაწარმოებთ "ქისს", "საფერავს", "მწვანეს", "ყვარელს"... მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ღვინის კონკურსზე - დეკანტერის კონკურსზე ჩვენმა "ქისმა" პირველი ადგილი დაიკავა - 100 ქულიდან 97 მიიღო. ამჯერად "საფერავი" გავაგზავნეთ და იმედია, წარმატებას მივაღწევთ. მართალია, კორონავირუსმა ბევრი რამ შეაფერხა, მაგრამ... მჯერა, ჩვენს ბიზნესს კარგი მომავალი ექნება. ჩემმა პარტნიორმა შენჟენში ღვინის მაღაზია გახსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს არის უდიდესი აზარტი და ისეთივე სიამოვნების, თვითკმაყოფილების მომტანი, როგორიც ჩემთვის ჩემი ძირითადი პროფესიაა - პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო. მით უფრო, რომ აქ მხოლოდ ფულს კი არ აკეთებ, არამედ შენი ქვეყნის განვითარებას უწყობ ხელს, ფაქტობრივად, შენი ქვეყნის ელჩი ხარ. რამდენჯერ სიამაყის ცრემლები მომსვლია, როდესაც თუნდაც საერთაშორისო გამოფენებზე განსაკუთრებული პიეტეტი ჰქონიათ ქართული ღვინის მიმართ.

- როგორც მეღვინე და სახელმწიფოს მართვის ექსპერტი, ქართული მეღვინეობის უახლეს პერსპექტივას როგორ ხედავთ?

- როგორც მსოფლიოს, ასევე, საქართველოს ეკონომიკის ბევრ სექტორს, მათ შორის - მეღვინეობასაც უმძიმესი წელი უდგება და უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ მეღვინეობისა და მევენახეების გადარჩენა შეძლოს. ძალიან ბევრი ღვინის ქარხანა ვერ მოახერხებს ყურძნის შესყიდვას, რადგან ვერ შეძლეს ღვინის დაგეგმილი რაოდენობით გაყიდვა უცხოეთის ბაზრებზე. ის არ უნდა მოხდეს, რაც 15-20 წლის წინ გავიარეთ - საქართველოში ვენახები რომ იჩეხებოდა. საქართველოს ეკონომიკის ეს საბაზისო დარგი დღეს გადარჩენის რეჟიმშია და ვფიქრობ, სახელმწიფომ მის გადასარჩენად წელს სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშაოს და პოლიტიკური პარტიების პროგრამებშიც უნდა აისახოს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი - როგორ დავაზღვიოთ რისკებისგან ქართული მეღვინეობა, როგორც ძალიან პერსპექტიული დარგი!

- რა გასწავლათ ბიზნესმა და როგორი ბიზნესლედი დადექით?

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, თუმცა... ადრე ვერაფრით ვიგებდი, რად უნდოდათ ადამიანებს რამდენიმე სახის ბიზნესი. არადა, კორონა რომ არა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად თავად ვგეგმავდი ორი ახალი ბიზნესის წამოწყებას მშენებლობისა და განათლების სფეროებში. ახლა ერთ რამეს მივხვდი: ყოველი ახალი ბიზნესის დაწყებისა და წარმატების დროს ადამიანი შენს ახალ და უცნობ, კიდევ უფრო საინტერესო "მეს" აღმოაჩენ, ასევე, ირწმუნებ ადამიანის შესაძლებლობების უსასრულობასაც და იმას, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია სწავლაც, განვითარებაც, ახალი ნაბიჯების გადადგმაც და ახალი სიმაღლეების დაპყრობაც, ზოგადად, ასაკი, როგორც ბარიერი, არ არსებობს. სწორედ ეს არის ჩემი აღმოჩენა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები" - გელა დაიაური

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა