Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს
პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და სუს-ის სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე.

„მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საც­ნო­ბად ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბი­ან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ხდე­ბა ოჯა­ხის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის შეს­წავ­ლა და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ოჯა­ხი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ასე­ვე გა­ეც­ნენ 18 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით 10:09-დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის გზატ­კე­ცი­ლით, შემ­დეგ თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლით, მარ­ნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თე­ლე­თის და კო­დას გავ­ლით, მარ­ნე­უ­ლი-თეთ­რი­წყა­რო-წალ­კის გზატ­კე­ცი­ლით, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ი­შამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბის ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შსს-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას გარ­კვე­უ­ლი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე სამი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე, ხოლო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­აგ­რძე­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა ჯერ ფო­ნი­ჭა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო შემ­დეგ თბი­ლი­სი - მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცილ­ზე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
68

ეს ადვოკატი სულ გააგიჟებს ამ გამწარებულ ოჯახს...

fróði
67

დაამშვიდეთ გვარამია და ელისო კილაძე , ის საცოდავი ქალი აიყოლიეს და დაჰყავთ კარდაკარ , ეხლა მაინც შეგრცხვეთ რამის და თქვენ უფრო მეტად ვითომ ჭირისუფლებო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს

გენერალური პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრებს ავრცელებს.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზების შედეგების გასაცნობად ინტენსიურ რეჟიმში ხვდებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ოჯახის ადვოკატს. ასევე, გამოძიების მიერ ხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი - მარნეულის გზატკეცილზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის ჩანთაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ არ აღმოჩნდა, პროკურორის განცხადებით კი, დნმ-ის პასუხები ჯერ არ მიუღიათ

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობდა, რომ მას ვიღაცამ შუბლის არეში მიაყენა დაზიანება" -  შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი