პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა
"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე სამი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საც­ნო­ბად ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბი­ან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს და ოჯა­ხის ად­ვო­კატს. ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ხდე­ბა ოჯა­ხის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის შეს­წავ­ლა და ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ოჯა­ხი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ასე­ვე გა­ეც­ნენ 18 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით 10:09-დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის გზატ­კე­ცი­ლით, შემ­დეგ თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლით, მარ­ნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თე­ლე­თის და კო­დას გავ­ლით, მარ­ნე­უ­ლი-თეთ­რი­წყა­რო-წალ­კის გზატ­კე­ცი­ლით, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ი­შამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბის ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შსს-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას გარ­კვე­უ­ლი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე სამი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე, ხოლო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­აგ­რძე­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა ჯერ ფო­ნი­ჭა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო შემ­დეგ თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცილ­ზე.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ნა­წი­ლა­კუ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი, კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, აშშ-ში კომ­პა­ნი­ე­ბის „ფე­ის­ბუ­ქის“ და „გუ­გლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს მი­მარ­თა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“, „ვოთ­სა­ფის“ და „გუ­გლის“ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის (ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, ინ­ტერ­ნეტ­ში შეს­ვლის ის­ტო­რია, იუ­თუ­ბი, ასე­ვე „გუ­გლით“ სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია) მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვის მო­თხოვ­ნით. პრო­კუ­რა­ტუ­რამ კომ­პა­ნია „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­გი­ო­ნულ კო­ორ­დი­ნა­ტორს მი­მარ­თა გან­მარ­ტე­ბის­თვის თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მომ­ხმა­რებ­ლის წაშ­ლის მი­ზე­ზი. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თა „ფე­ის­ბუქ“ და „ინ­სტაგ­რამ“ მომ­ხმა­რებ­ლის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, მო­მა­ვალ­შიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ითა­ნამ­შრომ­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან და უცხო სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­აგ­რძე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ტენ­სი­უ­რად მი­აწ­ვდის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Teimurazi
34

ღრმად პატივცემული ადვოკატი კიდევ ბევრ თანხას "ამოქაჩავს"... ვაი გარდაცვლილს და გამწარებულ ოჯახს...

ვოოტ
21

სუს-ის მანქანებს მოძრაობის თავისებური, სპეციფიური მანერა აქვთ. ასე, რომ "პახოდკა"-ზე უნდა ემჩნეოდეთ, მისდევდნენ, თუ შემთხვევით აღმოჩნდნენ გზის საერთო მონაკვეთზე...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა

"ვიდეოჩანაწერებით, სუს-ის 3 მანქანა გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან, შემდეგ კი შავნაბადას ბაზაზე გაუხვია" - პროკურატურა

გენერალური პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება გარდაცვლილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზების შედეგების გასაცნობად ინტენსიურ რეჟიმში ხვდებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ოჯახის ადვოკატს. ასევე, გამოძიების მიერ ხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"ამ ჯგუფში ნათესავის მეშვეობით მოვხვდი, ის მაწვდიდა უკვე დაფასოებულს და მისამართებს, სადაც ვალაგებდი" - რას ყვება ნარკორეალიზატორი

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა