საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება

აჭა­რა­ში, ჭვა­ნის ხე­ო­ბის ტუ­რის­ტულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, კონ­კურ­სი პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნა­ზეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. უკვე მზა­დაა ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვა და ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მო­ამ­ზა­და. ჭვა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის მი­ხედ­ვით ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის, ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლამ­დე უნდა მო­ე­წყოს. სა­ფეს­ტი­ვა­ლი სივ­რცე, ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, თავ­შე­საფ­რე­ბი, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი და გა­სარ­თო­ბი ატ­რაქ­ცი­ე­ბი ბუ­ნე­ბა­ში - მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ხე­ო­ბა­ში იგეგ­მე­ბა. კონ­კურ­სი საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნა­ზე აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ 279 000 ლარ­ზე გა­მო­ცხა­და.

ჭვა­ნის ხე­ო­ბა ბა­თუ­მი­დან 58 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ის რე­გი­ონ­ში ფოლკ­ლო­რი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია, სა­დაც ტუ­რის­ტებს გარ­და ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი, თაფ­ლი და ხილი და­ა­გე­მოვ­ნონ. იქ­ვეა სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ძვე­ლი, ხის წიქ­ვი­ლე­ბი და სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ხე­ო­ბა მდი­და­რია ჩანჩქე­რე­ბით, ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი კი ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის სამი სა­უ­კუ­ნის ხის ხი­დია, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს ატა­რებს. ხე­ო­ბა­ში­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ფან­დუ­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნოც, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­სა­წყოს შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

ავტორი:

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება

აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება. ამ ეტაპზე, კონკურსი პროექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზეა გამოცხადებული. უკვე მზადაა ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები, ვიზიტორთა ცენტრი და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც ხეობაში იგეგმება. კონკურსი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 279 000 ლარზე გამოცხადა.

ჭვანის ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს

"მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო" - ეს და კიდევ 12 მითი სტალინის შესახებ, ბელადზე  გამოცემულ ახალ წიგნში

თერჯოლაში „სოკარის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სტუმრებს რეგულაციების დაცვით მასპინძლობს