ავტორი:

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო "ლენჯერის კლასტერია" - ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან, ერთის წყარო "ლენჯერის კლასტერია" - ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო „ლენჯერის კლასტერია“, 6 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 კი შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას შეფასებით, სოლიდურად გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ და მათმა რიცხვმა 40 შეადგინა.

„დაგვემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 1447 დადასტურებული შემთხვევა. 1 დადასტურებულის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია და 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა სოლიდურად გაიზარდა, 40 გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა და არის 1190 გამოჯანმრთელებული ადამიანი. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობას 230 პაციენტი აგრძელებს, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„მკურნალობას კოვიდცენტრებში გადის 230 ადამიანი. რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში, დღევანდელი მონაცემებით, 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში საშუალო სიმძიმისაა, შედარებით მცირეა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა. ჩვენს ცენტრში გვყავდა 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ახალი შემთხვევა არ შემოსულა და აქედან გამომდინარე, მკურნალობას 19 დადასტურებული პაციენტი აგრძელებს. რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ რჩება ერთი კრიტიკულად მძიმე და ერთი მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

27-28 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება