ავტორი:

The Frame- სამსუნგი ტექნოლოგიურ ჩარჩოებს ცდება

The Frame- სამსუნგი ტექნოლოგიურ ჩარჩოებს ცდება

უამრავი ათწლეულია, რაც ტელევიზორი პრაქტიკულად შეუცვლელი ატრიბუტი გახდა კაცობრიობისთვის. ამავე პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად იხვეწებოდა და მოდერნიზაციას განიცდიდა მისი ტექნოლოგიები. ძველი კინესკოპური ეკრანი ლედ წერტილებმა ჩაანაცვლა, ლამფური ნახევარ-გამტარები კი - ხელოვნური ინტელექტით მართულმა სილიკონის ჩიპებმა. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური მიმართულებით ხორციელდებოდა და მწარმოებლები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ტელევიზორის - როგორც ინტერიერის იერსახის ატრიბუტს. ზუსტად ამ მიმართულების დახვეწა და ტელევიზორისთვის „მეორეული ფუნქციის“ მინიჭება გადაწყვიტა სამსუნგმა Lifestyle-ის ხაზით, რომლის გამორჩეული წარმომადგენელიაThe Frame.

სამსუნგის The Frameტელევიზორი აღჭურვილია კვანტური წერტილების ტექნოლოგიით (QLED),რომელიც გვაძლევს არნახულ 4K გამოსახულებას 100%-ით ღრმა კონტრასტითა და ფერების დინამიური სიმკვეთრით.თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მისი ტოპ ფუნქცია არ არის. Samsung-მა საერთოდ შეცვალა ტელევიზორის ცნება და ის ხელოვნების ნიმუშის დონეზე აიყვანა.გამორთული The Frame(ქართულად - „ჩარჩო“) ტელევიზორი, შავი ფონის ჩვენების ნაცვლად,გამოსახავს მსოფლიო მხატვრობისდა ფოტოგრაფიის ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც სამსუნგის QLED ეკრანზე ორიგინალთან მიახლოებული ფერებით და კონტრასტით გადმოიცემა.სინათლის სენსორი ავტომატურად განსაზღვრავს სურათის ნათებას და ფერს ოთახის განათების შესაბამისად, ხოლო მოძრაობისსენსორი ენერგიის დაზოგვის მიზნით ავტომატურად თიშავს ეკრანს, როდესაც ოთახში არავინ არის. HDR10 Plus-ის დახმარებით კი კონტრასტის დონე მუდამ იდეალურია როგორც ბნელ, ასევე ნათელ კონდიციებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ The Frame აღჭურვილია ორმაგი LED დანათების ტექნოლოგიითა და კვანტური პროცესორით, რომლის ხელოვნური ინტელექტი ხმისა და გამოსახულების ოპტიმიზაციაში გვეხმარება.

The Frame-ის კოლექცია „ხელოვნების მაღაზიის“ აპლიკაციაშია განთავსებული და სტატიის დაწერის მომენტისთვის 1300-მდე ნახატსა თუ ფოტო ნამუშევარს მოიცავს. „ხელოვნების მაღაზიის“ პლატფორმის შესაქმნელად სამსუნგმა ცნობილი კურატორი და სამხატვრო კონსულტანტი ელიზ ვან მიდდელემი დაიქირავა. ზუსტად ელიზის თაოსნობით განხორციელდა აპლიკაციაში განსათავსებელი ნამუშევრების შერჩევა. წარმოდგენილია შედევრები ისეთი მუზეუმებიდან, როგორებიცაა: პრადო, ლუვრი, ვან გოგის მუზეუმი, ტეიტი, ალბერტინა, ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი და სხვა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ დატკბენ ისეთი მხატვრების ნამუშევრებით, როგორებიცაა: ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, ეჟენ დელაკრუა, პიტერ პაული, რუბენსი, ვინსენტ ვან გოგი და სხვა მრავალი.

არტ პლატფორმის შექმნისას ავტორებმა გაითვალისწინეს სამსუნგის გაყიდვების არეალი და ნამუშევრები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის შეარჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ინტერიერთან თავსებადობისთვის შერჩეულია ხელოვნების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს: სხვადასხვა პეიზაჟებს, ციფრულ ხელოვნებას, აბსტრაქციონიზმს, ველურ ბუნებას და სხვა.

როგორც უკვე ვახსენეთ The Frame ტექნოლოგიისა და არტის სინთეზს წარმოადგენს, შესაბამისად, მინიმუმამდეა დაყვანილი დისტრაქტორები, რომლითაც იგი შეიძლება ასოცირდებოდეს თანამედროვე ტელევიზორთან. The Frame-ს უერთდება ერთადერთი გამჭირვალესადენი, რომელიც შესაძლებელია მომხმარებელმა დამალოს, ხოლო საკიდი უზრუნველყოფს კედელთან დაშორების გარეშე მიმაგრებას, სრულიად იმერსიული გამოცდილების მისაღებად.

Lifestyle-ის ხაზის წარმომადგენელი The Frame ტელევიზორი საქართველოში ოთხ ფერში არის წარმოდგენილი: თეთრი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი. ხოლო დიაგონალი სტანდარტული 43 ინჩიდან - გიგანტურ 75 ინჩამდე დიაპაზონში მერყეობს.აღსანიშნავია, რომ ტელევიზორში გამოყენებულია სამსუნგის პორტფელში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: Dual LEDტექნოლოგია, რომელიც აძლიერებს კონტრასტულობის და უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფერთა ტონალობას, სცენასთან შესაბამისობაში; Adaptive Picture+აკონტროლებს და აანალიზებს გამოსახულებას და ხელოვნების ნიმუშთან შესაბამისობაში; AI Upscaling აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 4Kგამოსახულების ხარისხამდე ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით; AVA(ActiveVoiceAmplifier)ტელევიზორი აკორექტირებსდიალოგების დონეს ლაივ რეჟიმში გარშემო ხმაურის ანალიზით; Multi View ფუნქცია კი სმარტფონიდან ან ტაბიდან სხვადასხვა ფოტო/ვიდეო გამოსახულების გაზიარებას უზრუნველყოფს.

The Frame-ს აქვს უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ იყოს შეუცვლელი, მაგრამ ამავე დროს ცვალებადი დეკორაცია. მისი დახმარებით Samsungმომხმარებელს სრულიად ახალი ცხოვრების სტილს სთავაზობს, რომელიც სავსეა ახალი გამოცდილებებითა და შეგრძნებებით. The Frame-ს შეუძლია სრულიად შეცვალოს რუტინული დღეები და შემოიტანოს მათში ნამდვილი ხელოვნება.

R

ირმა ინაშვილი: ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია! ეს არის იაფფასიანი აფიორა! და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხოლო ამ ხალხმა კოდორი და ახალგორი ჩააბარა!

„ლუტეციაში“ ზაფხულის ყველაზე ცხელი სიურპრიზების და ფასდაკლებების კვირა დაიწყო

ირმა ინაშვილი: "ვიყავით აფხაზეთში მე და გიორგი ლომია, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში"