ავტორი:

„თბილისის საბავშვო ფესტივალზე“  წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი

„თბილისის საბავშვო ფესტივალზე“  წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი

5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00-მდე მუშტაიდის პარკში „თბილისის საბავშვო ფესტივალი“ უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა „პალიტრა L” დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები „პალიტრა L“-ის საბავშვო სერიული და არასერიული ლიტერატურისა და აქსესუარების შეძენას 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ.

ბავშვებისთვის ლიტერატურის შერჩევა დიდ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდი ადრეული ასაკიდანვე დაუახლოვდეს წიგნს. თბილისის საბავშვო ფესტივალზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი, ილუსტრირებული წიგნები მშობლებს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. აქ იქნება, როგორც ზღაპრები და შემეცნებითი ლიტერატურა, ასევე, მსოფლიო კლასიკოსების მიერ, სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ნაწარმოებები.

ფესტივალზე ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში, მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოფებში და დაესწრებიან საინტერესო სანახაობებს.

„ყოველთვის სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მსგავს აქტივობებში. 5 სექტემბერს ველოდებით ბავშვებსა და მშობლებს, რომ ერთად შეარჩიონ საბავშვო ლიტერატურული თავგადასავალი. რაც მთავარია, გვექნება ძალიან დიდი ფასდაკლებები და წიგნები იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - ანანო თავხელიძე, გამომცელობა “პალიტრა L”- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია.

რა სიახლეებს სთავაზობს gudabooks.ge მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს?

„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-20)