პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე
18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, პირ­ველ ეტაპ­ზე შე­სულ გა­ნა­ცხა­დე­ბებ­ზე კი თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვა კვლავ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და,18 წლამ­დე ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი, პი­რის სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ან სხვა აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­სა და თუ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მოხ­დე­ბა.

„კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მას­თან თან­მიმ­დევ­რო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ატა­რებს რო­გორც ვირუს­თან ბრძო­ლის, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ნა­ბი­ჯებს დგამს, რაც პირ­და­პირ ჩანს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის მარ­თვით და გარ­და ამი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის იმ პა­კე­ტით, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა რე­გი­ონ­ში. ჩვენ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­მო­ვა­ცხა­დეთ 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტი, თუმ­ცა აქ იყო ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვაგ­ვა­რეთ. გუ­შინ გვქონ­და სა­ბან­კო სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რა და მათ­თან სა­უბ­რის შემ­დგომ მი­ვი­ღეთ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­რი­ცხი, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ოჯა­ხე­ბი, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ იქ­ნე­ბა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­მარ­თუ­ლი. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უბ­რა­ლოდ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ბან­კო სეს­ხი, ეს თან­ხა ვერ და არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სეს­ხის და­სა­ფა­რად და ავ­ტო­მა­ტუ­რად ბან­კი ამ თან­ხას ვერ ჩა­მო­აჭ­რის. ისე­ვე რო­გორც აღ­სრუ­ლე­ბის არ­ცერ­თი მე­ქა­ნიზ­მი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ თან­ხას არ შე­ე­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ პროგ­რა­მა­ზე 810 ათა­სი ბავ­შვის გა­ნა­ცხა­დია, რაც 482 ათას ოჯა­ხია.

"ეს არის ყვე­ლა­ზე სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს მი­მარ­თუ­ლია კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ღა­რი­ბის დო­ნის გაზ­რდის წი­ნა­აღ­მდეგ და პირ­ველ რიგ­ში, მი­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პე­ნი­ონ­რე­ბი პენ­სი­ის აღე­ბას ყო­ვე­ლი თვეს პირ­ვე­ლი­დან 14 რი­ცხვის ჩათ­ვლით შეძ­ლე­ბენ. მისი თქმით, პენ­სი­ის გა­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­რი­გის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა, რო­მელ­საც ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნი ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­თან მო­ბი­ლო­ბი­სა და რი­გე­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პენ­სი­ე­ბი პენ­სი­ო­ნე­რებს ერი­ცხე­ბათ ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვში და ეს მუდ­მი­ვად ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით „ლი­ბერ­თი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში დის­კომ­ფორ­ტი­სა და რი­გე­ბის სა­ბა­ბი იყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეს დი­კომ­ფორ­ტის გარ­და, მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ მო­ხუ­ცე­ბი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, ამი­ტომ ჩვენ სა­ბან­კო სექ­ტორ­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პენ­სი­ე­ბის და­რი­ცხვა და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცე­მა და­ი­წყე­ბა ყო­ვე­ლი თვის პირ­ვე­ლი რი­ცხვი­დან 14 რი­ცხვამ­დე შე­სა­ბა­მი­სი გან­რი­გის მი­ხედ­ვით. რა თქმა უნდა, ყვე­ლა პე­ნი­ო­ნერს ეცო­დი­ნე­ბა თა­ვი­სი გან­რი­გი, ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ბან­კი. არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა ან ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი შე­დე­გი, რაც ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ, არის მო­ბი­ლო­ბის და­ცე­მა, რი­გე­ბი აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პენ­სია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მი­ი­ღონ არა ერთ დღეს, არა­მედ პირ­ვე­ლი რი­ცხვი­დან 14 რი­ცხვამ­დე თან­მიმ­დევ­რუ­ლად, წყნა­რად, მშვი­დად და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არ მოხ­დეს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ პენ­სი­ო­ნე­რებ­ში. ეს არის კი­დევ ერთი ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი, რომ­ლი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ზრუნ­ვას ჩვე­ნი ღვაწლ­მო­სუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი­სად­მი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის თე­მა­ზე ისა­უბ­რა. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცხად­დე­ბა 100 მი­ლი­ონ ლა­რი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო აუქ­ცი­ო­ნი, რომ­ლი­თაც არც ერთი და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ბა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ამა­ხინ­ჯებს არა­მარ­ტო თბი­ლისს, არა­მედ ბევრ სხვა ქა­ლაქს.

„ჩვენ დღეს უნდა გა­მო­ვა­ცხა­დოთ 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სა­გა­რან­ტიო აუქ­ცი­ო­ნი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვა­ზღვევთ და­უს­რუ­ლე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბებს ქვე­ყა­ნა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რო­გორც პა­სუ­ხი ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე იმის­თვის, რომ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა და მხა­რი დაგ­ვე­ჭი­რა. იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ოჯა­ხის­თვის, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი და­ნა­ზო­გე­ბი ჰქონ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და არ შეშ­ლო­დათ მათ ხელი - ჩვენ და­ვი­წყეთ იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბა, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი და ამას­თან ერ­თად დღეს გა­მო­ვი­ტანთ აუქ­ცი­ონ­ზე 100 მი­ლი­ონ ლა­რი­ან გა­რან­ტი­ას იმის­თვის, რომ არც ერთი და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა არ დარ­ჩეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რა ხდე­ბო­და 2008-2009 წლის კრი­ზი­სე­ბის პე­რი­ოდ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში დარ­ჩე­ნი­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ამა­ხინ­ჯე­ბენ არა­მარ­ტო დე­და­ქა­ლაქს, არა­მედ ბევრ სხვა ქა­ლაქს, გარ­და იმი­სა, რომ უზარ­მა­ზარ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლა­დი შე­ნა­ტა­ნი უკვე გა­ა­კე­თეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, "95 ქვე­ყა­ნას ვთა­ვა­ზობთ პროგ­რა­მას „იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვა­ხერ­ხებთ და უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი ვირუ­სის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­გი­ონ­ში, და­ვა­კონ­ვერ­ტი­როთ კონ­კრე­ტულ შე­მო­სავ­ლებ­ში ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის­თვის".

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს წა­მო­წყე­ბა ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკუთ­ვნის და მას მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

„სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბაა, რო­მელ­საც ჰქვია: „იმუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სულ უფრო და უფრო მეტი, რო­გორც ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის­თვის, რომ მან დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ამი­ტომ ეს პროგ­რა­მა იმუ­შა­ვებს 95 ქვეყ­ნის­თვის, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ 95 ქვეყ­ნის დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხვა გლო­ბა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს ჩვენ ვე­პა­ტი­ჟე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვთა­ვა­ზობთ მი­ნი­მუმ 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დის­ტაც­ნი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ყოფ­ნა იყოს უსაფრ­თხო მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რა თქმა უნდა, ასე­ვე კომ­ფორ­ტუ­ლი. ეს პროგ­რა­მა ატ­ვირ­თუ­ლია უკვე stop.gov.ge-ზე, სა­ი­და­ნაც ყვე­ლას შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს და დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბებს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­დევ გა­ა­კე­თებს,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
605

უძლიერესი პრემიერ მინისტრი ! 

მანანა
358

ძალიან მაგარი კეთილშობილი, ჭკვიანი, ადამიანური, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. მოკლედ ასეთი პრემიერი საქართველოს არ ყოლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა,18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხები, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.

„კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე მოქალაქეეების მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს და ნაბიჯებს დგამს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა საბანკო სექტორთან შეხვედრა და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არცერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით ამ პროგრამაზე 810 ათასი ბავშვის განაცხადია, რაც 482 ათას ოჯახია.

"ეს არის ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გადავწყვიტეთ. ეს მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და პირველ რიგში, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად", - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, პენიონრები პენსიის აღებას ყოველი თვეს პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა.

„მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დისკომფორტისა და რიგების საბაბი იყო, თუმცა პანდემიის პირობებში, ეს დიკომფორტის გარდა, მაღალი რისკის მატარებელია ეპიდემიის გავრცელებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ამიტომ ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება ან ტექნიკური პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, არის მობილობის დაცემა, რიგები აღარ უნდა იყოს და ჩვენს პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ არა ერთ დღეს, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ეპიდემიის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემასა და ზრუნვას ჩვენი ღვაწლმოსული მოხუცებისადმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დაუსრულებელი მშენებლობების თემაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, ცხადდება 100 მილიონ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რომლითაც არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩება დაუსრულებელი.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებს არამარტო თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს.

„ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მილიონი ლარის საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა. იმისთვის, რომ თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და არ შეშლოდათ მათ ხელი - ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად დღეს გამოვიტანთ აუქციონზე 100 მილიონ ლარიან გარანტიას იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების პერიოდში და ამ პერიოდში დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები ამახინჯებენ არამარტო დედაქალაქს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც პირველადი შენატანი უკვე გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, "95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის".

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს წამოწყება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნის და მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

„საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია: „იმუშავე საქართველოდან“. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stop.gov.ge-ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ გააკეთებს,“ - განაცხადა გახარიამ.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა!" - მამუკა მდინარაძე

როგორ მოხვდნენ ირმა ინაშვილის ბრიფინგზე იმედა კახიანი, თემურ თათარაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი და მიდიან თუ არა პოლიტიკაში?