მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს
"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ახა­ლი ბრძა­ნე­ბით, თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი­სა“ და ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ in vitro გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის თე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის" მიერ გავ­რცელ­და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ გა­მო­ი­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს“. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო შე­ახ­სე­ნებს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რომ in vitro ანუ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე ორ­სუ­ლო­ბა (ქა­ლის სხე­უ­ლის გა­რეთ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა და შემ­დგომ ემ­ბრი­ო­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის სხე­ულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა) წმინ­დად სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხე­ბია და მათი რე­გუ­ლი­რე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შე­იც­ვლე­ბო­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი და სა­ხე­ზეა ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე შე­ახ­სე­ნებს ყვე­ლას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დით, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში შექ­მნი­ლი და გა­ყი­ნუ­ლი ემ­ბრი­ო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია და იმ ახალ­შო­ბილ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვაა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სუ­რო­გა­ცი­ის გზით იბა­დე­ბი­ან და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან გაჰ­ყავთ. სწო­რედ ამ საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებს, დგას ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უკან. ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფოს ვა­ლია, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის გარ­და, და­იც­ვას სუ­რო­გა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იმ ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სხე­ულ­შიც, გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ხდე­ბა სხვა პი­რე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნის მო­თავ­სე­ბა ("სუ­რო­გა­ტი დედა")". უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა 98 პრო­ცენ­ტი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე წყვი­ლე­ბი არი­ან, ხოლო სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის 100 პრო­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქა­ლე­ბი არი­ან. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში პირ­ვე­ლი სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბა 2012 წლის 10 აპ­რილს და­რე­გის­ტრირ­და და იმ დროს პრაქ­ტი­კუ­ლად და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო მო­ცე­მუ­ლი სფე­რო.

ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2013 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, სხვა კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან ერ­თად, იღებს რე­გუ­ლა­ცი­ებს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ არ და­უშ­ვას ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და ამას­თა­ნა­ვე მო­ახ­დი­ნოს პრე­ვენ­ცია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან გაყ­ვა­ნი­ლი სუ­რო­გა­ცი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლი არ გახ­დეს.

2020 წლის 25 აგ­ვის­ტოს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის 2012 წლის 31 იან­ვრის N18 ბრძა­ნე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის გზით ბავ­შვის გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი მო­რიგ­ჯერ და­ზუს­ტდა. კერ­ძოდ, წყვილს (კვლა­ვაც იგუ­ლის­ხმე­ბა ქალი და მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ), რომ­ლის მი­ზა­ნიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით ბავ­შვის გა­ჩე­ნაა, ამ ბავ­შვის აღ­ზრდის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი უნდა ჰქონ­დეს. ის არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ფიქ­ტი­ურ წყვილს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ სუ­რო­გა­ცი­ის გზით გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. ამი­სათ­ვის, შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბი­სას, წყვილ­მა უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რომ ან იმ­ყო­ფე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში სულ მცი­რე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან არ იმ­ყო­ფე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში და აქვს ფაქ­ტობ­რი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ინც. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ფაქ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით (სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­მი­სა­მარ­თო ბა­რა­თი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა ერთ მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრა­ცი­ის ფაქ­ტი, ამო­ნა­წე­რი სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის­თვის გა­მიზ­ნულ ქო­ნე­ბა­ზე თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ო­ბის ფაქ­ტი, რე­ლი­გი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი ან სხვა). აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე სუ­რო­გა­ცი­ის შე­დე­გად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ნის­ტრის ახა­ლი ბრძა­ნე­ბა სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის მსოფ­ლიო ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამწუხაროდ
10

უკვე დაუშვით...

RAFINIREBULI INTELIGENTI
16

Rad unda erti celi, Gavuketot Kals In vitro Ganayopiereba, dakorcinebidan Sam tveshi da hoplaaaaaaa bavshvi Rom daibadeba ukve ikneba erti celi

Ubralod Aritmetika

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს

"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარისა“ და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანია „მთავარის" მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცა საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, "თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს“. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე შეახსენებს ყველას, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ. სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან. ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება ("სუროგატი დედა")". უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი საქართველოს მოქალაქე ქალები არიან. ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და იმ დროს პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო მოცემული სფერო.

ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2013 წლიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან ერთად, იღებს რეგულაციებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენა და ამასთანავე მოახდინოს პრევენცია იმისა, რომ საქართველოდან გაყვანილი სუროგაციით დაბადებული ბავშვი წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გახდეს.

2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა. კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა). აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მინისტრის ახალი ბრძანება სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გააპროტესტა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ვინ განიხილება თეა წულუკიანის შემცვლელად იუსტიციის მინისტრის პოსტზე?

"ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ" - თალაკვაძე ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს