სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"
"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"მე ვბრუნ­დე­ბი", - ასე ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახალ ვი­დე­ორ­გოლს, რო­მელ­საც ის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

"მე ვბრუნ­დე­ბი! უკ­რა­ი­ნა ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. თა­ვის დრო­ზე აქ ჩა­მო­ვე­დი ჩემი მთა­ვა­რი სახ­ლი­დან, ჩემი ტკბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. უკ­რა­ი­ნა სტუ­დენ­ტო­ბის ასა­კი­დან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში სწო­რედ უკ­რა­ი­ნამ მი­მი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც ვარ ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის და მო­თხოვ­ნე­ბის გა­რე­შე და მე ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ასე­ვე ბე­დის, რომ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბოლო შვი­დი წელი გან­მე­ცა­და ეს და საკ­მა­რი­სი დროა და­ფიქ­რე­ბის­თვის და ბევ­რი სა­კი­თხის გა­და­სა­ფა­სებ­ლად. ახლა წლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან ვიცი, თუ უკე­თე­სად რო­გორ უნდა ვემ­სა­ხუ­რო ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან შეც­დო­მე­ბი... და შეც­დო­მე­ბი რა თქმა უნდა იყო და იყო ძა­ლი­ან მძი­მე შეც­დო­მე­ბიც, მაგ­რამ ღმერ­თია მო­წა­მე, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მინ­დო­და ჩემი ხალ­ხის­თვის. მინ­დო­და რომ ჩემს ხალ­ხს ეცხოვ­რა უკე­თე­სად, ბევ­რად უფრო მდიდ­რუ­ლად და მა­ინც ამ წლე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან ამ შეც­დო­მე­ბის გამო, რო­მე­ლიც და­ვუშ­ვი იმის გამო, რაც ბო­ლომ­დე ვერ გა­ვა­კე­თე, მინ­და ყვე­ლას სა­ჯა­როდ მო­გი­ხა­დოთ ბო­დი­ში.

ამა­ვე დროს მე ვარ უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, რო­მელ­მაც მაქ­ცია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლედ. ამ შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა არც ერთი დღე რომ მე არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბით და ვიცი ზუს­ტად, რომ ჩემს მუ­შა­ო­ბას პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია და ბევ­რი რამე რაც ჩვენ შევ­ქმე­ნით დღე­საც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და მუ­შა­ობს, მაგ­რამ ამა­ვე დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბებს ვის­მენ ზუს­ტად ვხვდე­ბი და ვიცი რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ცხოვ­როთ ბევ­რად უფრო მაგ­რად, ბევ­რად უკე­თე­სად და თი­თო­ე­ულ ქარ­თველს შე­უძ­ლია იყოს მდი­და­რი და ეს ჩვენ ერ­თად გა­მოგ­ვი­ვა! მე ვბრუნ­დე­ბი!", -წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Pinto
137
მიდი მიშა მიაწექი!!!
...
353

ასტვაც, ინჩუ ჰამარ? (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სათური არ გეგონოთ....) ან ჯიდევ... ეს რა მოუცილებელი გვჭირს, ტო? ასეთი რა დაგიშავეთ, რომ საშვილიშვილოდ არ გვეხსნები? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"მე ვბრუნდები", - ასე ჰქვია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალ ვიდეორგოლს, რომელსაც ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"მე ვბრუნდები! უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ.

ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში.

ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!", -წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ" - სააკაშვილი სამართალდამცავებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"