ავტორი:

„ლუტეციაში“ ზაფხულის ყველაზე ცხელი სიურპრიზების და ფასდაკლებების კვირა დაიწყო

„ლუტეციაში“ ზაფხულის ყველაზე ცხელი სიურპრიზების და ფასდაკლებების კვირა დაიწყო

„ლუტეცია ჯგუფი“ გრანდიოზულ, თავბრუდამხვევ და ყველაზე არომატულ კვირას გთავაზობთ. მშვენიერების, ელეგანტურობის, თავდაჯერებულობის სრულყოფილ სამყაროში ფასდაკლებებისა და საჩუქრების დღეები იწყება.

საჩუქრები გელოდებათ, როგორც „ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში ასევე „არომატეკაში“, MAC Cosmetics-ისა და JO MALONE LONDON-ის ბუტიკში. ფასდაკლებები 24 აგვისტოდან დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.

მაშ ასე, მოემზადეთ რომანტიკულ შემოდგომასთან შესახვედრად და ზაფხულის მხიარული ნოტებით დასასრულებლად. გაეცანით, რა სიურპრიზებს უნდა ელოდოთ „ლუტეცია ჯგუფისგან“:

„ლუტეციას“ მაღაზიათა ქსელში ყოველ დახარჯულ 100 ლარზე საჩუქრად 25-ლარიან ვაუჩერს მიიღებთ და მხოლოდ ეს არ არის - თქვენს საყვარელ ბრენდებზე 40%-მდე ფასდაკლებაც დაგხვდებათ. კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფასდაკლება თითქმის ყველა ბრენდზე და „ლუტეციას“ ყველა მაღაზიაზე ვრცელდება.

საჩუქრები გელოდებათ „არომატეკას“ ბუტიკშიც, სადაც მაღაზიის დაბადების დღესთან დაკავშირებული სილამაზის დღეებია. დაბადების დღის აღსანიშნად „არომატეკა“ მომხმარებელს სურნელოვან დღესასწაულს უმზადებს.

დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვაუჩერები და სხვადასხვა ფასდაკლებები გელოდებათ. „არომატეკაში“ დახარჯულ ყოველ 200 ლარზე 50-ლარიან ვაუჩერს მიიღებთ და ასევე ისარგებლებთ 10, 20 და 30%-იანი ფასდაკლებებით.

ზაფხულის ცხელი კვირის ფარგლებში, განსხვავებული, ინოვაციების მოყვარული და სიახლეებისადმი მიდრეკილი ადამიანების სამოთხეში, „ჯო მალოუნ ლონდონის“ ბუტიკშიც საჩუქრები გელით. კონკრეტულად კი, 200-ლარიან დანახარჯზე 50-ლარიან ვაუჩერს მიიღებთ და ასევე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ სასურველ პროდუქტებზე.

JO MALONE LONDON-ის სურნელოვან სამყაროში მოგზაურობისას, სათაყვანებელი სუნამოების გარდა, კომპანიონობას გაგიწევენ არომატები თქვენი სახლისთვის და ტანის მოვლის რიტუალიც. მისი საშუალებით ცხოვრებას რომანტიკულ ნოტებს შემატებთ.

ზაფხულის ყველაზე ცხელი კვირის ფარგლებში, სიურპრიზების სია უსასრულოა. მომხმარებელს საჩუქრები პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის MAC-ის ბუტიკშიც ელოდება. MAC-ში 100-ლარიან დანახარჯზე 25-ლარიან ვაუჩერს მიიღებთ, ასევე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ სასურველ პროდუქტებზე და საკუთარი თავისთვის, ასევე საყვარელი ადამიანებისთვის სილამაზის დღესასწაულის მოწყობას შეძლებთ.

თუ მაღაზიაში მისასვლელად დრო არ გაქვთ, „ლუტეცია ჯგუფმა“ ამაზეც იზრუნა - შეგიძლიათ სახლიდან, ან ოფისიდან შეიძინოთ სასურველი პროდუქტი, ფასდაკლებებსა და ვაუჩერს ამ შემთხვევაშიც მიიღებთ.

ონლაინ შეძენის შემთხვევაში, სასურველი კოსმეტიკური საშუალების შეკვეთა შეგიძლიათ www.lutecia.ge-ზე, ან შესაბამისი მაღაზიის facebook გვერდზე: „ლუტეცია“, „არომატეკა“, „მაკი“.

გამოწერილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანენ.

R

ირმა ინაშვილი: "ვიყავით აფხაზეთში მე და გიორგი ლომია, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში"

ვოლვომ ბათუმში პრემიუმ მოდელი XC90 წარადგინა

აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება