მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება
საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა, თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის მო­ზარ­დის დე­დას სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ში და­ეხ­მა­როს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი დე­დის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას PCR ტეს­ტი­რე­ბას.

„სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი კავ­შირ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნის დე­დას­თან, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის სა­ბერ­ძნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას და­ეხ­მა­როს აღ­ნიშ­ნულ ქალ­ბა­ტონს ქვე­ყა­ნა­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის პრო­ცეს­ში, რაც თა­ვის მხრივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რთულ პრო­ცე­დუ­რას­თან გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას დარ­ღვე­უ­ლი აქვს სა­ბერ­ძნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ყოფ­ნის, ისე­ვე რო­გორც თა­ვის დრო­ზე თურ­ქეთ-სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის წე­სე­ბი. უწყე­ბა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას PCR ტეს­ტი­რე­ბას“,-აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ბავ­შვის ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

გარ­დაც­ვლი­ლის დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და, თუმ­ცა სა­ბუ­თებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გამო, თურ­ქეთ-სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვრი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს.

ცნო­ბის­თვის, თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ბავ­შვი პო­ლი­ცი­ამ ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვა.

შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ბავ­შვის მა­მაა და­კა­ვე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბულს დღეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აქამდე ჩამოეყვანათ
0

მოდი და მთელიბქართველი დედები სადაც კი სადმე შორს არიან გადახვეწილი დააბრუნეთ !სამშობლოში მაინც იქნებიან გინდაც მშივრები, შვილებს ჩაიხუტებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება

საქართველოს საგარეო უწყება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი აქტიურად არის ჩართული დედის დაბრუნების პროცესში, ასევე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზავრების პროცესში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას“,-აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

ცნობისთვის, თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "შტაბში ხალხი პანიკაშია"

"მისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს" - საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია