საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი
„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი

ოც­და­ა­თამ­დე მო­თხრო­ბა და ორი რო­მა­ნი, მათ შო­რის „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“, რო­მე­ლიც სულ მალე გა­მო­ი­ცე­მა და მკი­თხველს ახა­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის წერა თვით­გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე უფრო მი­სა­ღე­ბი ფორ­მა აღ­მოჩ­ნდა და 3-4 წე­ლია აქ­ტი­უ­რად წერს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­მა­ნი „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“ კი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

ნი­კო­ლო­ზი ჯერ ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - ფი­ლო­სო­ფი­ის. ამ­ჟა­მად, დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლობს და ამავდრო­უ­ლად,მუ­შა­ობს დრო­ის მე­ტა­ფი­ზი­კის თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა აინშტა­ი­ნის ფარ­დო­ბი­თო­ბის სპე­ცი­ა­ლურ თე­ო­რი­ას და დრო­ის ანრი ბერგსო­ნი­სე­ულ კონ­ცეფ­ცი­ას. ფი­ლო­სო­ფი­ას მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი როლი და დატ­ვირ­თვა აქვს.

ზო­გა­დად, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა გახ­და ინ­სპი­რა­ცია, რომ წერა და­გე­წყოთ?

ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით შე­მოქ­მე­დია, მას ამის­თვის ინ­სპი­რა­ცია არ სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ ის გზე­ბია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც,სა­კუ­თარ­თავს გა­მოვ­ხა­ტავთ. და მა­ინც, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყო რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რის გა­მოც წერა ჩემ­თვის თვით­გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე უფრო მი­სა­ღე­ბი ფორ­მა აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლია, ბავ­შვო­ბი­დან შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მოქ­მე­დე­ბის ეს ფორ­მა ჩემ­თვის ასე თუ ისე ნაც­ნო­ბია. მე­ო­რე მი­ზე­ზი ფი­ლო­სო­ფი­აა. ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტექ­სტე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ,უფრო აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ფიქ­რი ისეთ­თე­მებ­ზე, რო­მელ­თა გად­მო­ცე­მაც მხატ­ვრულ ტექ­სტში მო­ვინ­დო­მე. ამის გამო, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი პა­სა­ჟი ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ბუნ­დო­ვა­ნი ჩან­დეს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არ­სე­ბობს ფი­ლო­სო­ფია და აზ­როვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის გა­რე­შე და ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პრობ­ლე­მაც კი ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ცხად­დე­ბა.

თქვენს რო­მანს „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბელს“,რო­მე­ლიც მალე გა­მო­ი­ცე­მა,კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვი, ის­ტო­რია უდევს სა­ფუძ­ვლად?

სა­ერ­თოდ, ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ წერა მი­ჭირს. ეს ფრა­ზა მწერ­ლის­გან უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ ჩემი ინ­სპი­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი წყა­რო რამე იდეა, აზრი, ფიქ­რი, გან­ცდა ან პერ­სო­ნა­ჟია. ამ­ბა­ვი არის ფორ­მა, რო­მელ­შიც ყო­ვე­ლი­ვე ეს ექ­ცე­ვა, რათა ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წი­ოს. ამ­გვა­რად, წე­რის პრო­ცეს­ში შე­მოქ­მედ­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი რამ შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლოს და აღ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი თა­ვის და ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მო­ედ­გი­ნა. ნა­წარ­მო­ე­ბის წერა შე­მოდ­გო­მის ერთ წვი­მი­ან და ქა­რი­ან დღეს და­ვი­წყე, მა­შინ, რო­დე­საც შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ებს ქა­ლაქ­გა­რეთ ვა­ტა­რებ­დი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი იმ სა­ღა­მოს და­წე­რი­ლის გაგ­რძე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

რა ჟან­რი­საა ნა­წარ­მო­ე­ბი და რო­გორ მკი­თხველს და­ა­ინ­ტე­რე­სებს ის?

ვერ ვი­ტყვი, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი ერთ რო­მე­ლი­მე ჟანრს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მას­ში გვხვდე­ბა სა­თავ­გა­და­სავ­ლო ელე­მენ­ტე­ბი, ხში­რად ვა­წყდე­ბით მთა­ვა­რი გმი­რის ში­ნა­გან მო­ნო­ლო­გებს და მო­გო­ნე­ბებს, ვხდე­ბით მისი აზ­რე­ბის, ფიქ­რე­ბის და ემო­ცი­ე­ბის თა­ნა­ზი­ა­რე­ბი და მას­თან ერ­თად ვი­ტან­ჯე­ბით, რად­გან გარ­დაქ­მნის ყო­ვე­ლი პრო­ცე­სი მტან­ჯვე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია. წიგ­ნი არის ბრძო­ლა­ზე, სი­მა­მა­ცე­ზე, პი­როვ­ნე­ბის გარ­დაქ­მნა­ზე, შიშ­ზე, მტრო­ბა­ზე, რწმე­ნა­ზე, სიკ­ვდილ­ზე, ღმერ­თის ძი­ე­ბა­ზე, გაქ­ცე­ვა­სა და დევ­ნა­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ერთი ძალ­ზე დიდი, ტან­ჯვით სავ­სე დევ­ნის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გით სრულ­დე­ბა.

„ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

ვფიქ­რობ, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, მით უფრო ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ორი მი­ზე­ზით გა­დავ­წყვი­ტე: პირ­ვე­ლი, ალ­ბათ, მჭირ­დე­ბო­და იმის დას­ტუ­რი, რომ რა­საც ვა­კე­თებ­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ესე იგი, მჭირ­დე­ბო­და შემ­ფა­სე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ხა­რისხს და­ა­დას­ტუ­რებ­და, რად­გან მწე­რალს ხში­რად უჭირს სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა, მე­ო­რე მი­ზე­ზი კი ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მის შექ­მნის სურ­ვი­ლი იყო. ცხა­დია, ჩემ­მა სა­მე­გობ­რო წრემ იცო­და, რომ ვწერ­დი, მაგ­რამ ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა შე­მოქ­მედს, მეც მსურ­და, ნაშ­რო­მე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­მედ­გი­ნა. ამის­თვის, პრო­ექ­ტი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. იმის­თვის, რომ ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ჟი­უ­რის წევ­რებს და გა­მომ­ცემ­ლო­ბას. რომ არა ეს კონ­კურ­სი, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ვერ გავ­ბე­დავ­დი ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბის რო­მე­ლი­მე გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბას. ამას­თან, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ სა­კონ­კურ­სოდ წარ­დგე­ნი­ლი რო­მა­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, არა­მე­დი­სიც, რომ მო­მა­ვალ­შიც გან­ვაგ­რძო წერა და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო. აქვე, მივ­მარ­თავ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა და რამე მი­ზე­ზის გამო ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა უჭირს: თუკი წერა გსურთ, წე­რეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თქვე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უკე­თე­სი გახ­დეს, უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნოს. ეს კონ­კურ­სი დამ­წყე­ბი და უკვე შემ­დგა­რი მწერ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა თა­ვის გა­მო­სა­ჩე­ნად და შე­მოქ­მე­დე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად.

კონ­კურ­სში­გა­სულ წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის ვერ მოხ­ვდით. რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეთ და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა წელს თუ და­გეხ­მა­რათ?

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მარ­ცხი და გა­მარ­ჯვე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბაა. ვინც ეს არ იცის, ის, შე­საძ­ლოა, და­ნებ­დეს. შარ­შან სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე კონ­კურ­სის შე­სა­ხებ და ჩემი ერთ-ერთი რო­მა­ნი­დან ნა­წყვე­ტი გავ­გზავ­ნე. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მარ­ჯვე­ბა ვერც ხმე­ბით შევ­ძე­ლი და ვერც ჟი­უ­რის დახ­მა­რე­ბით. მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მო­მა­ვალ წელს უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდი და შევ­ძე­ლი კონ­კურ­სის­თვის უფრო შე­სა­ფე­რი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის შერ­ჩე­ვა, რა­მაც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გავ­ხდი. მწე­რა­ლი ყო­ვე­ლი და­წე­რი­ლი მო­თხრო­ბის და ნო­ვე­ლის შემ­დეგ იზ­რდე­ბა. ცხა­დია, ჩვენ სხვე­ბის­თვის ვწერთ, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვად გარ­და­ვიქ­მნე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, შე­მოქ­მე­დე­ბა მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას და თვით­შე­მეც­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ის, ვი­საც ეს არ შე­უძ­ლია, მხო­ლოდ ამ­ბებს ყვე­ბა, ხოლო მწე­რა­ლი აღ­წერს უფრო მეტს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ამ­ბა­ვია, იგი სამ­ყა­როს და ადა­მი­ა­ნის სიღ­რმე­ში ცდი­ლობს შეჭ­რას და ამ მცდე­ლო­ბი­სას სა­კუ­თარ თავს აღ­მო­ა­ჩენს.

ამ­ჯე­რად,რამ­დე­ნად ელო­დით გა­მარ­ჯვე­ბას და რას შეც­ვლის ეს გა­მარ­ჯვე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

სი­მარ­თლე რომ ვთქვა, გა­მარ­ჯვე­ბას არ ვე­ლო­დი. ცხა­დია, ბოლო წუ­თამ­დე მქონ­და მცი­რე იმე­დი, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სი­ა­ში სა­კუ­თა­რი გვა­რის ამო­კი­თხვამ გულ­წრფე­ლად გა­მაკ­ვირ­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ გა­მარ­ჯვე­ბამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს ჩემ­თვის: შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცეს, უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო ლი­ტე­რა­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას და, რაც მთა­ვა­რია, მეტი თავ­და­ჯე­რე­ბით ვწე­რო. თუნ­დაც მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ერთი უცხო ადა­მი­ა­ნი მა­ინც წა­ი­კი­თხავს ჩემს ნა­წარ­მო­ებს, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. რო­გო­რი თვითმყო­ფა­დიც არ უნდა იყოს შე­მოქ­მე­დი, ის მა­ინც შემ­ფა­სე­ბელ­ზე, ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და გა­მოც­დაა მას­შტა­ბე­ბის ასე­თი ზრდა.

რას ეტყვით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თქვე­ნი წიგ­ნის წა­კი­თხვას აპი­რებს?

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ნამ­დვილ შე­მოქ­მე­დე­ბას ორი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი აქვს: შე­მეც­ნე­ბა და გარ­დაქ­მნა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წიგნს იღებს ხელ­ში, საკ­მა­რი­სად მა­მა­ცი უნდა იყოს ახალ სამ­ყა­რო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ და სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და­საქ­მნე­ლად. არა­ფერს, თვით უდი­დეს ნა­წარ­მო­ებ­საც კი არ შე­უძ­ლია ჩვე­ნი შეც­ვლა, ის მხო­ლოდ გვი­ბიძ­გებს რა­ღა­ცის­კენ, და­ნარ­ჩე­ნი კი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ან შე­ვებ­რძო­ლე­ბით ში­შებს, კომ­პლექ­სებს, ბო­რო­ტე­ბას და არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბას, რო­მე­ლიც გვაბ­რკო­ლებს, ან არას­დროს დავ­ტო­ვებთ კომ­ფორ­ტის ზო­ნას და მა­რად ერ­თნი დავ­რჩე­ბით. მწე­რალს არ შე­უძ­ლია თქვას, რამ­დე­ნად კარ­გია მისი ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ, მან შე­იძ­ლე­ბა გვი­თხრას, თუ რამ­დე­ნად უკე­თე­სი გახ­და მისი შექ­მნის პრო­ცეს­ში.რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის და არა­უ­შავს, თუ გან­მარ­ტო­ვე­ბით მყოფ­ნი იმა­ზე უფრო სა­ზა­რელ არ­სე­ბებს წა­ვა­წყდე­ბით, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რად­გან ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ნა­ხოთ სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, რომ ერთი სა­ფე­ხუ­რით ავ­მაღ­ლდეთ. რო­გორც უკვე ვთქვი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლა ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მთა­ვა­რი სწო­რედ აქ გა­მარ­ჯვე­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი

„ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით“, - გაიცანით ახალი ქართველი ავტორი ნიკოლოზ ცისკარიშვილი

ოცდაათამდე მოთხრობა და ორი რომანი, მათ შორის „ცეცხლისწამკიდებელი“, რომელიც სულ მალე გამოიცემა და მკითხველს ახალი ქართველი ავტორის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. ნიკოლოზ ცისკარიშვილი საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის წერა თვითგამოხატვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმა აღმოჩნდა და 3-4 წელია აქტიურად წერს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი ნაწარმოებების უმეტესობა, რომანი „ცეცხლისწამკიდებელი“ კი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზი ჯერ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოგვიანებით კი - ფილოსოფიის. ამჟამად, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლობს და ამავდროულად,მუშაობს დროის მეტაფიზიკის თემაზე, რომელიც ეხება აინშტაინის ფარდობითობის სპეციალურ თეორიას და დროის ანრი ბერგსონისეულ კონცეფციას. ფილოსოფიას მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი როლი და დატვირთვა აქვს.

ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში რა გახდა ინსპირაცია, რომ წერა დაგეწყოთ?

ადამიანი ბუნებით შემოქმედია, მას ამისთვის ინსპირაცია არ სჭირდება. მხოლოდ ის გზებია განსხვავებული, რომლის საშუალებითაც,საკუთართავს გამოვხატავთ. და მაინც, შეიძლება გამოვყო რამდენიმე მიზეზი, რის გამოც წერა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე უფრო მისაღები ფორმა აღმოჩნდა. პირველი მიზეზი ლიტერატურის სიყვარულია, ბავშვობიდან შეძლებისდაგვარად ბევრს ვკითხულობ და შესაბამისად, შემოქმედების ეს ფორმა ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობია. მეორე მიზეზი ფილოსოფიაა. ფილოსოფიური ტექსტების გაცნობის შემდეგ,უფრო აქტიურად დავიწყე ფიქრი ისეთთემებზე, რომელთა გადმოცემაც მხატვრულ ტექსტში მოვინდომე. ამის გამო, შესაძლოა, ზოგიერთი პასაჟი ჩემი ნაწარმოებიდან ბუნდოვანი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს ფილოსოფია და აზროვნება ცხოვრების გარეშე და ნებისმიერი, თუნდაც, ყველაზე რთული ფილოსოფიური პრობლემაც კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცხადდება.

თქვენს რომანს „ცეცხლისწამკიდებელს“,რომელიც მალე გამოიცემა,კონკრეტული ამბავი, ისტორია უდევს საფუძვლად?

საერთოდ, ამბების შესახებ წერა მიჭირს. ეს ფრაზა მწერლისგან უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ჩემი ინსპირაციის ძირითადი წყარო რამე იდეა, აზრი, ფიქრი, განცდა ან პერსონაჟია. ამბავი არის ფორმა, რომელშიც ყოველივე ეს ექცევა, რათა ჩვენამდე მოაღწიოს. ამგვარად, წერის პროცესში შემოქმედმა გაცილებით უფრო მეტი რამ შეიძლება ისწავლოს და აღმოაჩინოს საკუთარი თავის და ნაწარმოების შესახებ, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინა. ნაწარმოების წერა შემოდგომის ერთ წვიმიან და ქარიან დღეს დავიწყე, მაშინ, როდესაც შვებულების დღეებს ქალაქგარეთ ვატარებდი. სხვა ყველაფერი იმ საღამოს დაწერილის გაგრძელება აღმოჩნდა.

რა ჟანრისაა ნაწარმოები და როგორ მკითხველს დააინტერესებს ის?

ვერ ვიტყვი, რომ ნაწარმოები ერთ რომელიმე ჟანრს განეკუთვნება. მასში გვხვდება სათავგადასავლო ელემენტები, ხშირად ვაწყდებით მთავარი გმირის შინაგან მონოლოგებს და მოგონებებს, ვხდებით მისი აზრების, ფიქრების და ემოციების თანაზიარები და მასთან ერთად ვიტანჯებით, რადგან გარდაქმნის ყოველი პროცესი მტანჯველი და მტკივნეულია. წიგნი არის ბრძოლაზე, სიმამაცეზე, პიროვნების გარდაქმნაზე, შიშზე, მტრობაზე, რწმენაზე, სიკვდილზე, ღმერთის ძიებაზე, გაქცევასა და დევნაზე. ფაქტობრივად, ეს არის ერთი ძალზე დიდი, ტანჯვით სავსე დევნის ამბავი, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით სრულდება.

„ცეცხლისწამკიდებელი“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?

ვფიქრობ, ხელოვნების სფეროში განსაკუთრებით რთულია პირველი ნაბიჯების გადადგმა, მით უფრო ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ორი მიზეზით გადავწყვიტე: პირველი, ალბათ, მჭირდებოდა იმის დასტური, რომ რასაც ვაკეთებდი, მნიშვნელოვანი იყო, ესე იგი, მჭირდებოდა შემფასებელი, რომელიც ჩემი შემოქმედების ხარისხს დაადასტურებდა, რადგან მწერალს ხშირად უჭირს საკუთარი ნაწარმოების შეფასება, მეორე მიზეზი კი ერთგვარი პლატფორმის შექმნის სურვილი იყო. ცხადია, ჩემმა სამეგობრო წრემ იცოდა, რომ ვწერდი, მაგრამ ისევე როგორც ყველა შემოქმედს, მეც მსურდა, ნაშრომები ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა. ამისთვის, პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და გამომცემლობა „პალიტრა L” საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ ასეთი საშუალება მომეცა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს და გამომცემლობას. რომ არა ეს კონკურსი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავბედავდი ჩემი ნაწარმოების რომელიმე გამომცემლობისთვის შეთავაზებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საკონკურსოდ წარდგენილი რომანის გამოქვეყნება, არამედისიც, რომ მომავალშიც განვაგრძო წერა და ამ საქმიანობას უფრო მეტი დრო დავუთმო. აქვე, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც კონკურსში მონაწილეობა უნდა და რამე მიზეზის გამო ნაბიჯის გადადგმა უჭირს: თუკი წერა გსურთ, წერეთ რაც შეიძლება მეტი და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ თქვენი ნაწარმოებები უკეთესი გახდეს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. ეს კონკურსი დამწყები და უკვე შემდგარი მწერლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა თავის გამოსაჩენად და შემოქმედების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

კონკურსშიგასულ წელსაც მონაწილეობდით, თუმცა გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდით. რა გამოცდილება მიიღეთ და ეს გამოცდილება წელს თუ დაგეხმარათ?

ნებისმიერი სახის მარცხი და გამარჯვება გამოცდილებაა. ვინც ეს არ იცის, ის, შესაძლოა, დანებდეს. შარშან სრულიად შემთხვევით გავიგე კონკურსის შესახებ და ჩემი ერთ-ერთი რომანიდან ნაწყვეტი გავგზავნე. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერც ხმებით შევძელი და ვერც ჟიურის დახმარებით. მიზეზების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. მომავალ წელს უფრო მომზადებული შევხვდი და შევძელი კონკურსისთვის უფრო შესაფერისი ნაწარმოების შერჩევა, რამაც, საბედნიეროდ, შედეგი მოიტანა და ჟიურის რჩეული გავხდი. მწერალი ყოველი დაწერილი მოთხრობის და ნოველის შემდეგ იზრდება. ცხადია, ჩვენ სხვებისთვის ვწერთ, მაგრამ შემოქმედების პროცესში თავად გარდავიქმნებით. სწორედ ამიტომ, შემოქმედება მუდმივ განვითარებას და თვითშემეცნებას გულისხმობს. ის, ვისაც ეს არ შეუძლია, მხოლოდ ამბებს ყვება, ხოლო მწერალი აღწერს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ამბავია, იგი სამყაროს და ადამიანის სიღრმეში ცდილობს შეჭრას და ამ მცდელობისას საკუთარ თავს აღმოაჩენს.

ამჯერად,რამდენად ელოდით გამარჯვებას და რას შეცვლის ეს გამარჯვება თქვენს ცხოვრებაში?

სიმართლე რომ ვთქვა, გამარჯვებას არ ველოდი. ცხადია, ბოლო წუთამდე მქონდა მცირე იმედი, მაგრამ გამარჯვებულთა სიაში საკუთარი გვარის ამოკითხვამ გულწრფელად გამაკვირვა. შესაძლებელია, ამ გამარჯვებამ ბევრი რამ შეცვალოს ჩემთვის: შესაძლებლობა მომეცეს, უფრო მეტი დრო დავუთმო ლიტერატურულ საქმიანობას და, რაც მთავარია, მეტი თავდაჯერებით ვწერო. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი უცხო ადამიანი მაინც წაიკითხავს ჩემს ნაწარმოებს, ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორი თვითმყოფადიც არ უნდა იყოს შემოქმედი, ის მაინც შემფასებელზე, ხალხზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდაა მასშტაბების ასეთი ზრდა.

რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც თქვენი წიგნის წაკითხვას აპირებს?

ნებისმიერი სახის ლიტერატურა საინტერესოა, თუმცა ნამდვილ შემოქმედებას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: შემეცნება და გარდაქმნა. ადამიანი, რომელიც წიგნს იღებს ხელში, საკმარისად მამაცი უნდა იყოს ახალ სამყაროში სამოგზაუროდ და საკუთარი თავის გარდასაქმნელად. არაფერს, თვით უდიდეს ნაწარმოებსაც კი არ შეუძლია ჩვენი შეცვლა, ის მხოლოდ გვიბიძგებს რაღაცისკენ, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული: ან შევებრძოლებით შიშებს, კომპლექსებს, ბოროტებას და არასრულყოფილებას, რომელიც გვაბრკოლებს, ან არასდროს დავტოვებთ კომფორტის ზონას და მარად ერთნი დავრჩებით. მწერალს არ შეუძლია თქვას, რამდენად კარგია მისი ნაწარმოები, სამაგიეროდ, მან შეიძლება გვითხრას, თუ რამდენად უკეთესი გახდა მისი შექმნის პროცესში.რადგან ადამიანები ვართ, არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენს შინაგან სამყაროსთან მარტო დარჩენის და არაუშავს, თუ განმარტოვებით მყოფნი იმაზე უფრო საზარელ არსებებს წავაწყდებით, ვიდრე წარმოგვედგინა, რადგან ყოველთვის შეგვიძლია გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ერთი საფეხურით ავმაღლდეთ. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენს შინაგან სამყაროში მიმდინარეობს და მთავარი სწორედ აქ გამარჯვებაა.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-20)

სასკოლოდ მომზადებას ,,ბიბლუსში’’ 36.45 ლარადაც შეძლებთ

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-19)