ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა
14:14 / 26-08-2020
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ბოლო დროს ხშირადაა სკანდალების ეპიცენტრში. მომღერალს ქართველები ჯერ კიდევ პანდემიის დროს გაუნაწყენდნენ, როდესაც თეონამ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს მთავრობას თბილისში მისი დაბრუნება მოსთხოვა. სკანდალი მოჰყვა თეონა კონტრიძისა და ბალერონ ნიკოლ ცისკარიძის მეგობრულ ნომერს, როდესაც ერთად ცეკვა სცადეს.
მიუხედავად მთელი რიგი სკანდალებისა, თეონას გაცილებით საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს, ვიდრე ცისკარიძესთან ცეკვა თუ პანდემიის დროს სამშობლოში დაბრუნების სურვილია.
თეონა კონტრიძე შვილებთან ერთად
მომღერალს ორი შვილი ჰყავს, უფროსი ქალიშვილი რედი მარია, რომელსაც ეს სახელი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად დაარქვა და ვაჟი გიორგი, ბავშვს მოფერებით გოგის ეძახიან. მომღერალს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს და როგორც თეონა რუსულ ტაბლოიდებთან ინტერვიუებში აღნიშნავს, სწორედ ამის გამო, შვილებს მხოლოდ ღამით ხედავს.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გადაცემა გავიდა, სადაც წამყვანებმა აღნიშნეს, რომ იური ტიტოვს, ქალიშვილი, რომელიც თეონასთან შეეძინა, 12 წლის განმავლობაში არ უნახავს. გადაცემაში ისიც თქვეს, რომ თეონა კონტრიძე შვილს შეგნებულად არ ანახებდა ტიტოვს.
გადაცემის გასვლიდან 24 საათი არ იყო გასული, როდესაც მამა-შვილის პირველი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით ტიტოვმა თეონაზე თქვა, რომ მათ ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ და თეონას არასოდეს უთქვამს მისთვის უარი შვილის ნახვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თეონას ქალიშვილის მამისთვის წლების განმავლობაში ალიმენტიც არ მოუთხოვია.
თეონაზე ისაუბრა მაშინ ტიტოვის დედამაც, ქალი ძალიან აქებდა მომღერალს და ამბობდა, რომ მოხარული იყო მომხდარით, რადგან ამის შემდეგ შვილიშვილის ნახვის პრობლემა აღარ ექნეოდა და მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდებოდა.
"ოცი წლის ვიყავი, როდესაც მამა გავხდი და ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე ჩემ პასუხიმგებლობას. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ თეონა არაჩვეულებრივად გაზრდიდა ბავშვს. მას წლების განმავლობაში არასოდეს უთხოვია ფული ჩვენი ოჯახისთვის... თეონა ძალიან კარგი ადამიანია და მიხარია, რომ მას ბედნიერი ოჯახი აქვს“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ტიტოვი.
ფაქტია, რომ მამა-შვილის პირველი შეხვედრა სწორედ ეთერში გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ შედგა.
დეტალებზე თუ როდის და როგორ გარემოში მოხდა ეს შეხვედრა ტიტოვმა რუსულ მედიასთან არ ისაუბრა.
თუმცა როგორც ჩანს, მამა-შვილს შორის ურთიერთობა არ გაგრძელდა. 2020 წელს ტიტოვმა კიდევ ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა წარსულზე. თეონა კონტრიძესა და ბიოლოგიურ შვილზე ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა.
- თეონა 2004 წელს გავიცანი, რომელიც ჩემზე რვა წლით უფროსი გახლდათ, ვფიქრობდით დაქორწინებაზე, მე მისი ნათესავების გასაცნობადაც წავედი საქართველოში. თეონასთან დაშორების შემდეგ მას ჩემგან ქალიშვილი რედი-მარია შეეძინა. ამის შემდეგ დაქორწინდა ნიკოლაიზე. მისი მეუღლე მშვენიერი ადამიანია. კონტრიძეს ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, შეურაცხმყოფელად "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის. ქალიშვილი უკვე 14 წლის არის და არ მაქვს მასთან ურთიერთობა.
გოგონა წლების წინ სკანდალური გადაცემის გასვლის შემდეგ ვნახე. მაშინ თეონამ მითხრა, - არასოდეს გაბედო გოგონას ცხოვრებაში მოხვედრაო. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს შვილთან ურთიერთობის. ჩემს ქალიშვილის ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს და ყოველთვის შეუძლია ჩემთან დარეკვა.“ - განაცხადა ინტერვიუში ტიტოვმა.
თეონა დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ რომ ყოველთვის პატივს გცემთ, ღირსეული დედა ბრძანდებით! უფალმა გაგაძლიეროს შენი ლამაზი ოჯახით! გული არ დაგწყდეს ეს ხომ მცირე ნაწილია, უმრავლესობა პატივისცემით ეკიდება თქვენს სახელს! უფალმა დაგლოცოთ!

კონტრიძემ რუსულ ბაზარზე მოღვაწეობა 1994 წლიდან დაიწყო. თავიდან უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა კლუბებში სიმღერის პარალელურად განსხვავებული იმიჯითა და სიმღერის სტილით ერთგული მსმენელები მალე შემოიკრიბა.
თეონას პირველი დიდი სიყვარული რუსეთში წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსული პროექტის "ვარსკვლავების ფაბრიკის" წევრ იური ტიტოვთან რომანი კრახით დასრულდა. წყვილი 2004 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა ასაკით უფროსი თეონა ტიტოვმა ორსული მიატოვა და სხვა ქალთან გაიქცა.
თეონამ პირველი შვილი უმამოდ გააჩინა. მაშინ უკვე იცნობდა მომავალ ქმარს ნიკოლაი კლოპოვს, რომელსაც პირველად 2003 წელს ერთ-ერთ კლუბში შეხვდა. თეონამ და ნიკოლაშამ (როგორც თავად ეძახის ქმარს) 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. სწორედ ომის დღეებში, როდესაც რუსეთსა და საქართველოში შორის "აგვისტოს ომით" ცნობილი უმძიმესი დღეები იდგა. თეონასა და ნიკოლაშას საერთო ვაჟი ჰყავთ, მათთან ერთად ცხოვრობს მომღერლის ქალიშვილი, რომელიც სწორედ ტიტოვისგან შეეძინა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გადაცემა გავიდა, სადაც წამყვანებმა აღნიშნეს, რომ იური ტიტოვს, ქალიშვილი, რომელიც თეონასთან შეეძინა, 12 წლის განმავლობაში არ უნახავს. გადაცემაში ისიც თქვეს, რომ თეონა კონტრიძე შვილს შეგნებულად არ ანახებდა ტიტოვს.
გადაცემის გასვლიდან 24 საათი არ იყო გასული, როდესაც მამა-შვილის პირველი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით ტიტოვმა თეონაზე თქვა, რომ მათ ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ და თეონას არასოდეს უთქვამს მისთვის უარი შვილის ნახვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თეონას ქალიშვილის მამისთვის წლების განმავლობაში ალიმენტიც არ მოუთხოვია.
თეონაზე ისაუბრა მაშინ ტიტოვის დედამაც, ქალი ძალიან აქებდა მომღერალს და ამბობდა, რომ მოხარული იყო მომხდარით, რადგან ამის შემდეგ შვილიშვილის ნახვის პრობლემა აღარ ექნეოდა და მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა დალაგდებოდა.
"ოცი წლის ვიყავი, როდესაც მამა გავხდი და ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე ჩემ პასუხიმგებლობას. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ თეონა არაჩვეულებრივად გაზრდიდა ბავშვს. მას წლების განმავლობაში არასოდეს უთხოვია ფული ჩვენი ოჯახისთვის... თეონა ძალიან კარგი ადამიანია და მიხარია, რომ მას ბედნიერი ოჯახი აქვს“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ტიტოვი.
ფაქტია, რომ მამა-შვილის პირველი შეხვედრა სწორედ ეთერში გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ შედგა.
დეტალებზე თუ როდის და როგორ გარემოში მოხდა ეს შეხვედრა ტიტოვმა რუსულ მედიასთან არ ისაუბრა.
თუმცა როგორც ჩანს, მამა-შვილს შორის ურთიერთობა არ გაგრძელდა. 2020 წელს ტიტოვმა კიდევ ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა წარსულზე. თეონა კონტრიძესა და ბიოლოგიურ შვილზე ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა.
- თეონა 2004 წელს გავიცანი, რომელიც ჩემზე რვა წლით უფროსი გახლდათ, ვფიქრობდით დაქორწინებაზე, მე მისი ნათესავების გასაცნობადაც წავედი საქართველოში. თეონასთან დაშორების შემდეგ მას ჩემგან ქალიშვილი რედი-მარია შეეძინა. ამის შემდეგ დაქორწინდა ნიკოლაიზე. მისი მეუღლე მშვენიერი ადამიანია. კონტრიძეს ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, შეურაცხმყოფელად "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის. ქალიშვილი უკვე 14 წლის არის და არ მაქვს მასთან ურთიერთობა.
გოგონა წლების წინ სკანდალური გადაცემის გასვლის შემდეგ ვნახე. მაშინ თეონამ მითხრა, - არასოდეს გაბედო გოგონას ცხოვრებაში მოხვედრაო. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს შვილთან ურთიერთობის. ჩემს ქალიშვილის ჩემი ტელეფონის ნომერი აქვს და ყოველთვის შეუძლია ჩემთან დარეკვა.“ - განაცხადა ინტერვიუში ტიტოვმა.
თეონა დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ რომ ყოველთვის პატივს გცემთ, ღირსეული დედა ბრძანდებით! უფალმა გაგაძლიეროს შენი ლამაზი ოჯახით! გული არ დაგწყდეს ეს ხომ მცირე ნაწილია, უმრავლესობა პატივისცემით ეკიდება თქვენს სახელს! უფალმა დაგლოცოთ!
ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა გულსა.