საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) სტუ­დენ­ტთა პირ­ვე­ლი ნა­კადს უკვე რა­მო­დე­ნი­მე კვი­რა­ში უმას­პინ­ძლებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბა წელს სამ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, მე­ნე­ჯმენ­ტი და მა­თე­მა­ტი­კა.

KIU-ს სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დახ­ვდე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლად მო­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, სტუ­დი­ოს ტი­პის ოთა­ხე­ბი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი გათ­ბო­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბით, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, სა­ძი­ნებ­ლით, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხით. ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, ავე­ჯით, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი­თა და ინ­ტერ­ნე­ტის უწყვე­ტი კავ­ში­რით.

„KIU-ში სტუ­დენ­ტებს ეყო­ლე­ბათ გერ­მა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით ას­წავ­ლი­ან სტუ­დენ­ტებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში.

მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პირ­ველ სე­მესტრში ლექ­ცი­ებს წა­უ­კი­თხა­ვენ გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი: რუ­პერტ ბრენდმა­ი­ე­რი, მარ­ტინ კუ­პი­ე­კი, ბე­ტი­ნა მა­ცი­ნოვ­სკი. ასე­ვე, ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი - აკა­კი ხე­ლა­ძე და მურ­თაზ კვირ­კვა­ია.

პრო­ფე­სო­რი რუ­პერტ ა. ბრენდმე­ი­ე­რი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­სა და აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ო­ბის 30 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა; მისი მთა­ვა­რი კვლე­ვი­თი ინ­ტე­რე­სი არის ლი­დე­რო­ბა, ინო­ვა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი და გამ­ძლე­ო­ბა.

პრო­ფე­სო­რი რუ­პერტ ბრენდმა­ი­ე­რი არის პრო­ექ­ტე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რი (PMP). იგი ფლობს CISM, SSCP და SCRUM-Master სერ­ტი­ფი­კა­ტებს. ბრენდმა­ი­ე­რი იყო შუა აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი. ბრენდმა­ი­ერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს სტა­ტი­ე­ბი კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის, ბიზ­ნე­სის დაზ­ვერ­ვის და ბაზ­რის შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე“, - აცხა­დებს KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ნა­თია ზედ­გი­ნი­ძე.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტებს ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბულ ცოდ­ნას შეს­თა­ვა­ზე­ბენ KIU-ში. ამის სა­ფუძ­ვე­ლი კი, მისი თქმით KIU-ს პრო­ფე­სო­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა.

„კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლექ­ცი­ებს წა­ი­კი­თხა­ვენ პრო­ფე­სო­რე­ბი ჰელ­მუტ ზა­იდ­ლი და ვოლ­ფგანგ პოლი. მათ­თან ერ­თად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ია მო­საშ­ვი­ლი და ბე­სიკ დუნ­დუა.

ჰელ­მუტ ზა­იდ­ლი გახ­ლავთ, მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც ამა­ვე უნი­ვე­რის­ტეტ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს ენე­ბი­სა და სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის ფორ­მა­ლიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბას. პრო­ფე­სო­რი ზა­იდ­ლი KIU-ში წა­ი­კი­თხავს “ინ­ფორ­მა­ტი­კის შე­სა­ვალს“. ეს არის სწო­რედ ის კურ­სი, რო­მელ­საც იგი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვე­რის­ტეტ­ში კი­თხუ­ლობს. ისე­ვე რო­გორც მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ კურსს აქვს თან­მდე­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კურ­სი „პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი“, რო­მელ­საც ასე­ვე პრო­ფე­სო­რი ზა­იდ­ლი გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას. „ინ­ფორ­მა­ტი­კის შე­სა­ვა­ლი“ და „პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი“ ერ­თად წარ­მო­ად­გენს მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფლაგ­მან შე­სა­ვალ სას­წავ­ლო კურსს ობი­ექ­ტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ზუს­ტად ანა­ლო­გი­ურ სას­წავ­ლო კურსს სთა­ვა­ზობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვის პირ­ველ­კურ­სე­ლებს.

დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვს პრო­ფე­სორ ზა­იდლს მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, რაც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის. მას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ნაშ­რო­მი კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში A და A* რე­ი­ტინ­გის მქო­ნე სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის შრო­მებ­ში.

პრო­ფე­სორ ზა­იდლს აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ახა­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვის გა­მოც­დი­ლე­ბა. მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვე­რის­ტეტ­ში იგი იყო ინ­ფორ­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა „Game Engineering”-ის და „Data Engineering”-ის პროგ­რა­მე­ბის და­ფუძ­ნე­ბა­ში, ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს სას­წავ­ლო პრო­ცესს და მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ ის დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლია.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პროგ­რა­მას ყავს თანა-ხელ­მძღვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი ვოლ­ფგანგ ჯ. პოლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კომ­პი­უ­ტე­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რის კურსს წა­ი­კი­თხავს. პოლ­მა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია 22 წლის ასაკ­ში და­იც­ვა თე­ო­რი­ულ კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. არის ლა­იბ­ნი­ცის პრი­ზის მფლო­ბე­ლი და მას ასე­ვე აქვს ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი და დიდი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის IBM-ის პრი­ზი ინო­ვა­ცი­ებ­ში (IBM invention achievement award).

პრო­ფე­სო­რი პოლი მრა­ვალ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას 65 დოქ­ტო­რან­ტი ყავს გაზ­რდი­ლი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ მოღ­ვა­წე­ო­ბას. პოლს და­წე­რი­ლი აქვს წიგ­ნე­ბი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლე­ბა და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბიც ამ წიგ­ნე­ბით და­ი­წყე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რის შეს­წავ­ლას. ის მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა და ამის ერთ-ერთი დას­ტუ­რია კა­რა­ტეს სამ­გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად და­წე­რი­ლი წიგ­ნი კა­რა­ტეს შე­სა­ხებ.

მა­თე­მა­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ში წრფი­ვი ალ­გებ­რის კურსს პრო­ფე­სორ ან­ზორ ბე­რი­ძეს­თან ერ­თად წა­ი­კი­თხავს პრო­ფე­სო­რი მარ­კუს ნო­ი­ჰა­უ­ზე­რი. მას აქვს სწავ­ლე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ისეთ წამ­ყვან გერ­მა­ნულ უნი­ვე­რის­ტე­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აა­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. გარ­და ამი­სა იგი ას­წავ­ლი­და გერ­მა­ნი­ი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ასე­ვე ის იყო ომან­ში გერ­მა­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გვყავს პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

პრო­ფე­სორ ნო­ი­ჰა­უ­ზე­რის კვლე­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია Lehmer-ის ჯერ კი­დევ გა­და­უჭ­რელ ჰი­პო­თე­ზას­თან და ფილდსის მე­და­ლის მფლო­ბე­ლის J.P.Serre-ის თე­მა­ტი­კას­თან. იგი მუ­შა­ობს ფუნ­და­მენ­ტურ მა­თე­მა­ტი­კა­ში და ასე­ვე მუ­შა­ობს მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სო­რი გვყავს, ეს არის ფლო­რი­ან რუპი, რო­მე­ლიც კალ­კუ­ლუ­სის კურსს წა­იყ­ვანს პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ონი­ან­თან ერ­თად. პროფ. რუპს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ორი სას­წავ­ლო პრი­ზი. ეს არის ფე­ლიქს კლა­ი­ნის პრი­ზი და ერნსტ ოტო ფი­შე­რის პრი­ზი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პრო­ფე­სორ ფლო­რი­ან რუპ­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იგი ას­წავ­ლი­და გერ­მა­ნი­ის, ავ­სტრი­ის, სამ­ხრეთ აფ­რი­კი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ იგი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა და გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც მა­თე­მა­ტი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. მისი კვლე­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს დი­ნა­მი­უ­რი სის­ტე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს და მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია. სა­ინ­ტე­რე­სოა აკა­დე­მი­უ­რი სივ­რცის გა­რეთ მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა, როცა ის თა­ვის ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის იყე­ნებს, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ტრე­ი­ნინ­გის კონ­ცეფ­ცია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის წამ­ყვა­ნი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, თა­მაშ­თა თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის დი­ზა­ი­ნი ახა­ლი პლატ­ფორ­მის­თვის, კონ­ცეფ­ცი­ის დი­ზა­ი­ნი და ციფ­რუ­ლი პრო­ტო­ტი­პის იმპლე­მენ­ტა­ცია ნავ­თო­ბის მა­რა­გე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მარ­თვის­თვის და ა.შ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი გუნ­დი შე­იკ­რა, რომ­ლის წევ­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის შე­მავ­სე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. შე­დე­გად ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს სტუ­დენ­ტებს, არა­მარ­ტო მივ­ცემთ ძა­ლი­ან კარგ ცოდ­ნას, არა­მედ ვას­წავ­ლით ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც“, - აცხა­დებს რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოლი
2

გამეცინა, პროფესორი პროექტების მენეჯერიაო :-)

არც ნაცი, არც ქოცი
8

ნაცებო: ეს ეშმაკის ბორბალი კი არა უნივესრსიტეტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ევროპის წამყვანი პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტთა პირველი ნაკადს უკვე რამოდენიმე კვირაში უმასპინძლებს. უნივერსიტეტში სწავლება წელს სამ საბაკალავრო პროგრამაზე განხორციელდება: კომპიუტერული მეცნიერებები, მენეჯმენტი და მათემატიკა.

KIU-ს სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

„KIU-ში სტუდენტებს ეყოლებათ გერმანელი და ქართველი პროფესორები, დარგის სპეციალისტები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებული პროგრამებით ასწავლიან სტუდენტებს მაღალტექნოლოგიურ გარემოში.

მენეჯმენტის პროგრამაზე აბიტურიენტებს პირველ სემესტრში ლექციებს წაუკითხავენ გერმანელი პროფესორები: რუპერტ ბრენდმაიერი, მარტინ კუპიეკი, ბეტინა მაცინოვსკი. ასევე, ქართველი პროფესორები - აკაკი ხელაძე და მურთაზ კვირკვაია.

პროფესორი რუპერტ ა. ბრენდმეიერი აქვს საერთაშორისო კომპანიებში საჯარო სექტორსა და აკადემიაში მუშაობის 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება; მისი მთავარი კვლევითი ინტერესი არის ლიდერობა, ინოვაციების მენეჯმენტი და გამძლეობა.

პროფესორი რუპერტ ბრენდმაიერი არის პროექტების სერტიფიცირებული მენეჯერი (PMP). იგი ფლობს CISM, SSCP და SCRUM-Master სერტიფიკატებს. ბრენდმაიერი იყო შუა აღმოსავლეთისა და გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მენეჯმენტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი. ბრენდმაიერს გამოქვეყნებული აქვს სტატიები კიბერ უსაფრთხოების, ბიზნესის დაზვერვის და ბაზრის შესვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აცხადებს KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვნად განსხვავებულ ცოდნას შესთავაზებენ KIU-ში. ამის საფუძველი კი, მისი თქმით KIU-ს პროფესორების მრავალწლიანი, მრავალფეროვანი და საერთაშორისო გამოცდილებაა.

„კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები ჰელმუტ ზაიდლი და ვოლფგანგ პოლი. მათთან ერთად სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს ქართველი პროფესორები ია მოსაშვილი და ბესიკ დუნდუა.

ჰელმუტ ზაიდლი გახლავთ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამავე უნივერისტეტში ხელმძღვანელობს ენებისა და სპეციფიკაციების ფორმალიზმის მიმართულებას. პროფესორი ზაიდლი KIU-ში წაიკითხავს “ინფორმატიკის შესავალს“. ეს არის სწორედ ის კურსი, რომელსაც იგი მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში კითხულობს. ისევე როგორც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ კურსს აქვს თანმდევი ლაბორატორიული კურსი „პროგრამირების საფუძვლები“, რომელსაც ასევე პროფესორი ზაიდლი გაუწევს კურირებას. „ინფორმატიკის შესავალი“ და „პროგრამირების საფუძვლები“ ერთად წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფლაგმან შესავალ სასწავლო კურსს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მიმართულებით და ზუსტად ანალოგიურ სასწავლო კურსს სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის პირველკურსელებს.

დიდი მიღწევები აქვს პროფესორ ზაიდლს მეცნიერებაში, რაც ასევე საინტერესო იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი კომპიუტერულ მეცნიერებაში A და A* რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების შრომებში.

პროფესორ ზაიდლს აქვს ადმინისტრაციული და ახალი პროგრამების დანერგვის გამოცდილება. მიუნხენის ტექნიკურ უნივერისტეტში იგი იყო ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წვლილი შეიტანა „Game Engineering”-ის და „Data Engineering”-ის პროგრამების დაფუძნებაში, ძალიან კარგად იცნობს სასწავლო პროცესს და მოხარული ვარ რომ ის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამას ყავს თანა-ხელმძღვანელი, ცნობილი და წარმატებული მეცნიერი ვოლფგანგ ჯ. პოლი, რომელიც ჩვენთან კომპიუტერის არქიტექტურის კურსს წაიკითხავს. პოლმა სადოქტორო დისერტაცია 22 წლის ასაკში დაიცვა თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებებში. არის ლაიბნიცის პრიზის მფლობელი და მას ასევე აქვს ერთ-ერთი ცნობილი და დიდი ამერიკული კომპანიის IBM-ის პრიზი ინოვაციებში (IBM invention achievement award).

პროფესორი პოლი მრავალ სამეცნიერო პროექტს ხელმძღვანელობდა. მას 65 დოქტორანტი ყავს გაზრდილი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტსა და წამყვან კომპანიებში წარმატებით განაგრძობენ მოღვაწეობას. პოლს დაწერილი აქვს წიგნები და სახელმძღვანელოები, რომელიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში ისწავლება და ჩვენი სტუდენტებიც ამ წიგნებით დაიწყებენ კომპიუტერის არქიტექტურის შესწავლას. ის მრავალმხრივ საინტერესო პიროვნებაა და ამის ერთ-ერთი დასტურია კარატეს სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად დაწერილი წიგნი კარატეს შესახებ.

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაში წრფივი ალგებრის კურსს პროფესორ ანზორ ბერიძესთან ერთად წაიკითხავს პროფესორი მარკუს ნოიჰაუზერი. მას აქვს სწავლებისა და მუშაობის გამოცდილება ისეთ წამყვან გერმანულ უნივერისტეტებში, როგორიცაა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და აახენის ტექნიკური უნივერსიტეტი. გარდა ამისა იგი ასწავლიდა გერმანიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში, ასევე ის იყო ომანში გერმანული უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავს პროფესორები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

პროფესორ ნოიჰაუზერის კვლევის ინტერესების სფერო დაკავშირებულია Lehmer-ის ჯერ კიდევ გადაუჭრელ ჰიპოთეზასთან და ფილდსის მედალის მფლობელის J.P.Serre-ის თემატიკასთან. იგი მუშაობს ფუნდამენტურ მათემატიკაში და ასევე მუშაობს მიღებული შედეგების პოტენციური გამოყენების მიმართულებით.

მათემატიკის მიმართულებით ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო პროფესორი გვყავს, ეს არის ფლორიან რუპი, რომელიც კალკულუსის კურსს წაიყვანს პროფესორ გიორგი ონიანთან ერთად. პროფ. რუპს მიღებული აქვს ორი სასწავლო პრიზი. ეს არის ფელიქს კლაინის პრიზი და ერნსტ ოტო ფიშერის პრიზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესორ ფლორიან რუპსაც სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. იგი ასწავლიდა გერმანიის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ჩატარებული აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, რომელიც მათემატიკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. მისი კვლევის ინტერესების სფეროს დინამიური სისტემები წარმოადგენს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. საინტერესოა აკადემიური სივრცის გარეთ მისი მოღვაწეობა, როცა ის თავის ცოდნას და გამოცდილებას საკონსულტაციო მომსახურებისთვის იყენებს, მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ონლაინ და ოფლაინ ტრეინინგის კონცეფცია შეიარაღებული ძალებისთვის, ახლო აღმოსავლეთის წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგიის შემუშავება, თამაშთა თეორიაზე დაფუძნებული აუქციონის დიზაინი ახალი პლატფორმისთვის, კონცეფციის დიზაინი და ციფრული პროტოტიპის იმპლემენტაცია ნავთობის მარაგების ოპტიმალური მართვისთვის და ა.შ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძალიან კარგად ბალანსირებული გუნდი შეიკრა, რომლის წევრები განსხვავებული და ერთმანეთის შემავსებელი გამოცდილებებით გამოირჩევიან. შედეგად ძალიან ბევრ საინტერესოს შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს, არამარტო მივცემთ ძალიან კარგ ცოდნას, არამედ ვასწავლით ამ ცოდნის გამოყენებასაც“, - აცხადებს რამაზ ბოჭორიშვილი.

"დაზიანდა მატარებელი" - მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მოძრაობა შეფერხებული იყო

"მუხრუჭებმა გაუცხელა, მე რომ გამომყოლოდა არაფერი იქნებოდა" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც ავარიის დღეს შატილში სხვა ტურზე იმყოფებოდა

რატომ  მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?