ავტორი:

რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის  ჩანგრევის შემდეგ,  კალაძემ აუდიტის სამსახურს პროექტის შესწავლა დაავალა

რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის  ჩანგრევის შემდეგ,  კალაძემ აუდიტის სამსახურს პროექტის შესწავლა დაავალა

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაზიანება რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა და აქედან გამომდინარე სანიაღვრე ქსელების გადავსებამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, ნალექის შედეგად პრობლემები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე შეიქმნა, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება.

"როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა, მათ შორის, იყო ხიზანიშვილის ქუჩა.

კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელები გადაივსო, დაიტბორა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი არიან, რათა უახლოეს საათებში დაზიანებუილი მონაკვეთი სრულად აღდგეს და მოძრაობა გაიხსნას. ასევე მინდა დავამატო, რომ მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, რომელსაც ინტენსიურად ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა,“- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დედაქალაქის მერმა შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაიწყოს, როგორც შესრულებული სამუშაოების, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიმართულებით.

"მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით არ გადაივსება. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

"ჰესი ჩაკეტილია. ამ ხალხს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უწევს" - ექსკლუზიური ფოტოები ენგურჰესიდან, რომლის არაერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

"182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა... უარს არ ამბობენ დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, რაც ძალიან ცუდია, თავი შევიკავოთ" - მარინა ეზუგბაია