პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანის პროექტი შესთავაზა
"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანის პროექტი შესთავაზა

ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ალექ­სან­დრე იმ­ნა­ძე ბალ­დი­ნიმ მო­რი­გი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა. ამ­ჯე­რად მან სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, სატ­რანსფე­რო ვენი "ას­ტრო­ვე­ნი" (Astrovan) შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ას­ტრო­ნავ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მათ შო­რის, რა­კე­ტის გამ­შვებ პლატ­ფორ­მამ­დე მიყ­ვა­ნაა.

თა­ვის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, იმ­ნა­ძემ შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ ის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვე­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა, რომ­ლებ­საც NASA ადრე ას­ტრო­ნავ­ტე­ბის გა­და­საყ­ვანდ იყე­ნებ­და. აე­რო­ნავ­ტი­კის და კოს­მო­სის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია (NASA) იმ­ნა­ძის პრო­ექ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პრო­ექ­ტი სრუ­ლად ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ნა­აზ­რე­ვია.

ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­ვი­სი უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­ნო­ბით, სო­ლი­დუ­რი გა­ბა­რი­ტე­ბით და რა თქმა უნდა, ექ­ვსი ბორ­ბლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იმ­ნა­ძეს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია, თუმ­ცა გარე გა­ბა­რი­ტე­ბის მი­ხედ­ვით ად­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ინ­ტე­რი­ე­რი ფარ­თო სივ­რცით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ავ­ტო­მო­ბილს აქვს აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი ფორ­მა და მისი შიდა სივ­რცე პრაქ­ტი­კუ­ლად და­ხუ­რუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ას­ტრო­ნავ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სის­ტე­მე­ბით იქ­ნე­ბა ეკი­პი­რე­ბუ­ლი.

"უნდა გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის, იბ­რძო­ლო მა­ში­ნაც კი, თუ შენი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გეჩ­ვე­ნე­ბა! არა­სო­დეს მო­უს­მი­ნო ადა­მი­ა­ნებს, თუნ­დაც ისი­ნი შენ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან, მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზი­დან გა­და­გახ­ვე­ვი­ნონ, მე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ყო­ველ­თვის მჯე­რო­და!" - ამ­ბობს "ბო­მონდთან"ალექ­სან­დრე იმ­ნა­ძე, მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი დო­ნის ქარ­თვე­ლი ავ­ტო­დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან: Alfa Romeo, Maserati და Bertone -თან მუ­შა­ობ­და. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის თერ­თმეტ პრო­ექ­ტში, რო­მელ­თა­გა­ნაც ოთხი უკვე გა­მო­სუ­ლია.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ახლა უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტო­დი­ზა­ი­ნე­რის ცხოვ­რე­ბის გზა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. ხუთი წლი­საც არ იყო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი და­ე­ღუ­პა. დე­ი­დამ გა­ზარ­და, რო­მე­ლიც სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ალექ­სან­დრეც ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც თვი­თონ იხ­სე­ნებს, არ ყო­ფი­ლა ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. უბ­რა­ლო თბი­ლი­სელ­მა ბიჭ­მა ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­აღ­წია.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი და რა გახ­სოვს ყვე­ლა­ზე უკეთ?

- ბავ­შვო­ბა­ში ცოტა ინ­ტრო­ვერ­ტი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი... ხატ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ მა­მის მე­გობ­რის სტუმ­რო­ბა მახ­სოვს. მა­შინ 5 წლის ვი­ყა­ვი, მა­გი­დას­თან ვი­ჯე­ქი და მან­ქა­ნას ვხა­ტავ­დი, მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი მო­მი­ახ­ლოვ­და, ნა­ხატს და­ხე­და და მი­თხრა: - "შენ უნდა გახ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი!" მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ეს სი­ტყვე­ბი ამიხ­და.

- ჩვე­უ­ლებ­რივ­მა თბი­ლი­სელ­მა ბიჭ­მა მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხატ­ვა რა მიზ­ნით და­ი­წყე?

- ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, დამ­კვე­თი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შემ­თხვე­ვით მოჰ­კრა თვა­ლი ჩემს ნა­მუ­შევ­რებს, რომ­ლე­ბიც მა­გი­და­ზე მე­წყო. და­ათ­ვა­ლი­ე­რა და მკი­თხა, ხომ არ მექ­ნე­ბო­და სურ­ვი­ლი, მე­მუ­შა­ვა იმ დრო­ი­სათ­ვის ცნო­ბილ იტა­ლი­ელ არ­ქი­ტექ­ტორ­თან, მაქ­სი­მი­ლი­ა­ნო პუქ­სის­თან, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით თბი­ლის­ში აშენ­და რი­ყის პარკში მდე­ბა­რე თე­ატ­რი და მუ­ზე­უ­მი. ასე და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა. მუ­შა­ო­ბა თა­ვი­დან ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ტო­რად და­ვი­წყე 3D ობი­ექ­ტე­ბის შექ­მნა­ზე, შემ­დეგ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­მე­ცა. იმ პე­რი­ოდ­ში დე­ი­და­ჩე­მის ხელ­ფა­სი 150 ლარი იყო. მე - 550 ლარი ავი­ღე. მა­შინ ეს დიდი ფული იყო. ამის შემ­დეგ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვა­ბა­რებ­დი, მაგ­რამ გა­მოც­და­ზე ჩამ­ჭრეს (იცი­ნის). ჩა­ვა­ბა­რე ქარ­თულ-ევ­რო­პულ ტექ­ნი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი.

ვი­ნა­ი­დან ბევ­რი პროგ­რა­მა კარ­გად ვი­ცო­დი, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში იტა­ლი­ა­ში გამ­გზავ­ნეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი. სწო­რედ ამ გამ­გზავ­რე­ბით და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ ელიო რო­ზენ­ბერ­გი, რო­მელ­მაც მირ­ჩია, მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­კურ­სში - Red Fot Awards-ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სატ­რან­სპორ­ტო დი­ზა­ი­ნის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. უნდა შე­მექ­მნა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბო­და ჩემს ქვე­ყა­ნას. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­შია და ნაკ­ლე­ბა­დაა იახ­ტე­ბი, შევ­ქმე­ნი ნა­ხევ­რად იახ­ტა, ნა­ხევ­რად მან­ქა­ნა. ანუ იახ­ტა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც იახ­ტის ნა­წი­ლი იყო. ჩემი აზ­რით, არ­ცთუ ისე კარ­გი პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ გა­ვი­მარ­ჯვე. არა­და, არა­რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნდა 874 მო­ნა­წი­ლეს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბა. წა­ვე­დი ტუ­რინ­ში პირ­ველ კურ­სზე სას­წავ­ლებ­ლად. იქ 3 წელი ვსწავ­ლობ­დი. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროც არ მქონ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. ყო­ვე­ლი ჩვე­ნი პრე­ზენ­ტა­ცია ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბო­და, რად­გან სა­მო­მავ­ლოდ პრო­ექ­ტე­ბი, რა­ზეც ვმუ­შა­ობ­დით, შე­საძ­ლოა, ვინ­მეს ეყი­და.

რო­გორ ფიქ­რობ, რო­გო­რი მან­ქა­ნე­ბი ივ­ლი­ან 2030 წლის შემ­დეგ?

- ისე­თი, რომ­ლის ტა­რე­ბაც ადა­მი­ა­ნებს აღარ მო­უ­წევთ. ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. შე­იყ­ვან კო­ორ­დი­ნა­ტებს და თვი­თონ მი­გიყ­ვანს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე. ეს უკვე იქ­ნე­ბა რო­ბო­ტი და არა მან­ქა­ნა. 15-20 წლის შემ­დეგ, ძრა­ვა ბი­ო­ლო­გი­ურ ენერ­გი­ა­ზე იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი. ამა­ზე უკვე მუ­შა­ო­ბენ. ბი­ო­ორ­გა­ნიზ­მებს შე­ეძ­ლე­ბათ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ნა­ხევ­რად რო­ბო­ტი, ნა­ხევ­რად ბი­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა... იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანის პროექტი შესთავაზა

"საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა"  - ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, ვინც  NASA-ს, ასტრონავტების გადამყვანის პროექტი შესთავაზა

ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა ალექსანდრე იმნაძე ბალდინიმ მორიგი საინტერესო პროექტი შეიმუშავა. ამჯერად მან სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სატრანსფერო ვენი "ასტროვენი" (Astrovan) შეიმუშავა, რომლის დანიშნულება, ასტრონავტების სხვადასხვა დანიშნულებით ტრანსპორტირება, მათ შორის, რაკეტის გამშვებ პლატფორმამდე მიყვანაა.

თავის პროექტზე მუშაობისას, იმნაძემ შთაგონების წყაროდ ის მოდიფიცირებული ვენები გამოიყენა, რომლებსაც NASA ადრე ასტრონავტების გადასაყვანდ იყენებდა. აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იმნაძის პროექტში არ მონაწილეობდა, პროექტი სრულად ქართველი დიზაინერის ნააზრევია.

ავტომობილი თავისი უჩვეულო გარენობით, სოლიდური გაბარიტებით და რა თქმა უნდა, ექვსი ბორბლით გამოირჩევა. იმნაძეს ინტერიერის დიზაინი არ შემოუთავაზებია, თუმცა გარე გაბარიტების მიხედვით ადვილი სავარაუდოა, რომ ინტერიერი ფართო სივრცით გამოირჩევა. ავტომობილს აქვს აეროდინამიკური ფორმა და მისი შიდა სივრცე პრაქტიკულად დახურულია. სავარაუდოდ, ის ასტრონავტებისთვის განკუთვნილი სისტემებით იქნება ეკიპირებული.

"უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, იბრძოლო მაშინაც კი, თუ შენი ოცნების ასრულება წარმოუდგენელი გეჩვენება! არასოდეს მოუსმინო ადამიანებს, თუნდაც ისინი შენთვის ავტორიტეტები იყვნენ, რომლებიც შეეცდებიან, მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინონ, მე საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა!" - ამბობს "ბომონდთან" ალექსანდრე იმნაძე, მსოფლიოში წარმატებული, მაღალი დონის ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც ცნობილ ბრენდებთან: Alfa Romeo, Maserati და Bertone -თან მუშაობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ავტომობილების თერთმეტ პროექტში, რომელთაგანაც ოთხი უკვე გამოსულია.

გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

ახლა უკვე წარმატებული ავტოდიზაინერის ცხოვრების გზა სულაც არ ყოფილა მარტივი. ხუთი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლები დაეღუპა. დეიდამ გაზარდა, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო. ალექსანდრეც ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა და როგორც თვითონ იხსენებს, არ ყოფილა ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. უბრალო თბილისელმა ბიჭმა ყველაფერს დამოუკიდებლად, საკუთარი შრომით მიაღწია.

- როგორი ბავშვი იყავი და რა გახსოვს ყველაზე უკეთ?

- ბავშვობაში ცოტა ინტროვერტი და ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი. ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი... ხატვა ძალიან მიყვარდა. ყველაზე მკაფიოდ მამის მეგობრის სტუმრობა მახსოვს. მაშინ 5 წლის ვიყავი, მაგიდასთან ვიჯექი და მანქანას ვხატავდი, მამაჩემის მეგობარი მომიახლოვდა, ნახატს დახედა და მითხრა: - "შენ უნდა გახდე ავტომობილების დიზაინერი!" მრავალი წლის შემდეგ, ეს სიტყვები ამიხდა.

- ჩვეულებრივმა თბილისელმა ბიჭმა მსოფლიოში აღიარებული ულამაზესი ავტომობილების ხატვა რა მიზნით დაიწყე?

- ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, დამკვეთი კომპანიის წარმომადგენელმა შემთხვევით მოჰკრა თვალი ჩემს ნამუშევრებს, რომლებიც მაგიდაზე მეწყო. დაათვალიერა და მკითხა, ხომ არ მექნებოდა სურვილი, მემუშავა იმ დროისათვის ცნობილ იტალიელ არქიტექტორთან, მაქსიმილიანო პუქსისთან, რომელიც იმ პერიოდში თბილისში იმყოფებოდა. მისი მეთვალყურეობით თბილისში აშენდა რიყის პარკში მდებარე თეატრი და მუზეუმი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა. მუშაობა თავიდან ვიზუალიზატორად დავიწყე 3D ობიექტების შექმნაზე, შემდეგ საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებაც მომეცა. იმ პერიოდში დეიდაჩემის ხელფასი 150 ლარი იყო. მე - 550 ლარი ავიღე. მაშინ ეს დიდი ფული იყო. ამის შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, მაგრამ გამოცდაზე ჩამჭრეს (იცინის). ჩავაბარე ქართულ-ევროპულ ტექნიკურ და ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, არქიტექტურის სპეციალობაზე. პარალელურად ვმუშაობდი.

ვინაიდან ბევრი პროგრამა კარგად ვიცოდი, კონკურსის ფარგლებში იტალიაში გამგზავნეს, როგორც საუკეთესო სტუდენტი. სწორედ ამ გამგზავრებით დაიწყო ჩემს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები. ჩემი მასწავლებელი გახლდათ ელიო როზენბერგი, რომელმაც მირჩია, მსოფლიო მასშტაბის კონკურსში - Red Fot Awards-ში მიმეღო მონაწილეობა. გამარჯვების შემთხვევაში სატრანსპორტო დიზაინის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში მოვხვდებოდი. უნდა შემექმნა პროექტი, რომელიც დაეხმარებოდა ჩემს ქვეყანას. რადგან საქართველო შავიზღვისპირეთშია და ნაკლებადაა იახტები, შევქმენი ნახევრად იახტა, ნახევრად მანქანა. ანუ იახტაში ინტეგრირებული ელექტრონული მანქანა, რომელიც იახტის ნაწილი იყო. ჩემი აზრით, არცთუ ისე კარგი პროექტი იყო, მაგრამ გავიმარჯვე. არადა, არარეალურად მიმაჩნდა 874 მონაწილეს შორის გამარჯვება. წავედი ტურინში პირველ კურსზე სასწავლებლად. იქ 3 წელი ვსწავლობდი. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმდენად დაკავებული ვიყავი, ქალაქის დათვალიერების დროც არ მქონდა. პარალელურად ვმუშაობდი. ყოველი ჩვენი პრეზენტაცია ძალიან მაღალ დონეზე ტარდებოდა, რადგან სამომავლოდ პროექტები, რაზეც ვმუშაობდით, შესაძლოა, ვინმეს ეყიდა.

როგორ ფიქრობ, როგორი მანქანები ივლიან 2030 წლის შემდეგ?

- ისეთი, რომლის ტარებაც ადამიანებს აღარ მოუწევთ. ყველაფერი ავტომატიზებული იქნება. შეიყვან კოორდინატებს და თვითონ მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე. ეს უკვე იქნება რობოტი და არა მანქანა. 15-20 წლის შემდეგ, ძრავა ბიოლოგიურ ენერგიაზე იქნება შექმნილი. ამაზე უკვე მუშაობენ. ბიოორგანიზმებს შეეძლებათ ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს იქნება ნახევრად რობოტი, ნახევრად ბიოლოგიური მანქანა... იხილეთ სრულად

მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გლდანში ახალრეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა - LIVE ადგილიდან