მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

მი­სი­ვე თქმით, მე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტთან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ი­წყოს.

"სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ ვლინ­დე­ბა, პი­რი­ქით, ჰე­მო­დი­ნა­მი­კის პა­რა­მეტ­რე­ბი სტა­ბი­ლუ­რი ხდე­ბა, წინა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­თან შე­და­რე­ბით.

კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვებ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­კეთ­და, იქაც არ ვლინ­დე­ბა უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა. აღ­დგე­ნი­ლია ჰე­მო­დი­ნა­მი­კა ერთ ქალ­ბა­ტონ­თან. და­ნარ­ჩენ 2 პა­ცი­ენ­ტთან ჰე­მო­დი­ნა­მი­კა არას­ტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ დოზა მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი დი­ლით სა­ა­თებ­თან გან­სხვა­ვე­ბით.

ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა მძი­მედ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ გვაქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ და­დე­ბით დი­ნა­მი­კას უნდა ვე­ლო­დოთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვი­დეს ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან, მე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ბე­დის­წე­რო ტურს ცო­ცხლად გა­და­ურ­ჩე­ნენ: 23 წლის ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და - მე­დეა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე.

"ბავ­შვე­ბი ჩემს თვალ­წინ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ... მათი დე­დის თხოვ­ნაა, ილო­ცოთ ხა­ტი­ას­თვის, რომ გა­დარ­ჩეს...ილო­ცეთ, რად­გან მე­დეა წა­იყ­ვა­ნა უფალ­მა და ხა­ტია მა­ინც და­მი­ტო­ვო­სო...რამ­ხე­ლა ტვირ­თი აქვს ამ ქალს... რა ცოდ­ვის დღე ტრი­ა­ლებს მათ ოჯახ­ში", - და­წე­რა სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში დევ­სუ­რაშ­ვი­ლე­ბის მე­ზო­ბელ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა მარი ჯა­ფა­რი­ძემ.

თა­მარ არ­ღვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი კი სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში წე­რენ, რომ და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა წარ­მო­შო­ბით ცხუ­მა­რის თე­მი­დან არის და მისი ერთ-ერთი ბოლო პოს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თია:

"შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ძალა არ გქონ­დეს, მაგ­რამ სხვის­თვის უნდა მო­ნა­ხო!"

ისი­ნიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­მა­რის­თვის ლოც­ვას სთხო­ვენ.

ნატა ძნე­ლა­ძე კი კომ­პა­ნია "ფო­ლა­დის სახ­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მელ­საც კო­ლე­გე­ბი ხა­ლი­სი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
0

ვლოცულობ მათ გადასარჩენად! დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება

ზურა
0

უფალს ვთხოვ გადაარჩინოს ეს გოგონები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ვინ არიან შატილის საზარელ ავტოკატასტროფას გადარჩენილები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამივე პაციენტთან გამოჯანმრთელების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

"სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.

კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა, იქაც არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილით საათებთან განსხვავებით.

ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"ბავშვები ჩემს თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ... მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს...ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო...რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს... რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში", - დაწერა სოცილაურ ქსელში დევსურაშვილების მეზობელმა, ჟურნალისტმა მარი ჯაფარიძემ.

თამარ არღვლიანის ახლობლები კი სოცილაურ ქსელში წერენ, რომ დაშავებული გოგონა წარმოშობით ცხუმარის თემიდან არის და მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი "ფეისბუქზე" ასეთია:

"შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო!"

ისინიც საზოგადოებას თამარისთვის ლოცვას სთხოვენ.

ნატა ძნელაძე კი კომპანია "ფოლადის სახლის" თანამშრომელია, რომელსაც კოლეგები ხალისიან და საინტერესო ადამიანად ახასიათებენ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან გ.მ.-ს ადვოკატი - "არასრულწლოვნები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან"

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რატომ ვერ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირის გამოყენება - რას ამბობს ადვოკატი?