მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად არის, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხე­ბის წევ­რებს, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ სა­ზღვრის კვე­თი­სა და შემ­დგომ პრო­ცე­დუ­რებ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია პირ­და­პირ და­უ­კავ­შირ­და გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, უზ­რუ­ველ­ყოფს მათ სწრაფ დაბ­რუ­ნე­ბას, ეხ­მა­რე­ბა მგზავ­რო­ბა­სა და სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხის გა­დაჭ­რა­ში, რათა ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად და უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ.

პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია რო­გორც ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი და სხვა უწყე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბოთ მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბი.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან შე­მო­ვა. ასე­ვე შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან და სხვა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ის­რა­ე­ლი­და­ნაც ჩა­მოვ­ლენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს სა­ზღვარ­ზე ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დახ­ვდე­ბათ. მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი­რე­ბა, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, მაქ­სი­მუმ 24 სა­ათ­ში შეძ­ლე­ბენ კა­რან­ტი­ნის და­ტო­ვე­ბას და შემ­დეგ უკვე ყო­ველ 72 სა­ათ­ში ერთხელ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, რომ და­ეხ­მა­როს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს სა­ზღვრის კვე­თის პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ში, რათა მათ დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხონ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­თან ჩა­მოს­ვლა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

საქართველოს მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დახმარება აღმოუჩინოს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.

ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები

რა შეიძლებოდა გამხდარიყო შატილის გზაზე მიკროავტობუსის გადაჩეხვის მიზეზი? - ექსპერტების ვერსიები

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"