მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას და ეს გველეშაპი გზებზეა გაწოლილი" - მწერალი გურამ მეგრელიშვილი შატილის ტრაგედიას ეხმაურება
"სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას და ეს გველეშაპი გზებზეა გაწოლილი" - მწერალი გურამ მეგრელიშვილი შატილის ტრაგედიას ეხმაურება

მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი შა­ტილ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ასეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"სიკ­ვდი­ლის გვე­ლე­შა­პი შე­მო­ეხ­ვია ქვე­ყა­ნას. დღე­ნი­ა­დაგ ითხოვს ახალ­გაზ­რდე­ბის სის­ხლს და ჩვენც, გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ალალ­ბედ­ზე და შემ­თხვე­ვი­თო­ბით, ვუგ­ზავ­ნით ბი­ჭებს და გო­გო­ებს.

გა­უბ­რა­ლოვ­და სიკ­ვდი­ლი, გა­უბ­რა­ლოვ­და გლო­ვაც. მახ­სოვს, ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რომ გა­ი­გებ­დნენ, სა­ი­დან არ მი­დი­ო­და ხალ­ხი მი­სა­სამ­ძიმ­რებ­ლად, ბე­ბი­ა­ჩე­მი ტე­ლე­ვი­ზორს არ ჩარ­თავ­და ხოლ­მე, ხმამ არ შე­ა­წუ­ხოს ვინ­მე, სამ­ხი­ა­რუ­ლო არა­ფე­რი აჩ­ვე­ნო­ნო.

ამ შე­გუ­ე­ბამ, ამ უგლო­ვე­ლო­ბამ და გულ­ცი­ვო­ბამ სხვი­სი ჭი­რის მი­მართ, ის მო­ი­ტა­ნა, რომ აღარც სხვი­სი გვტკი­ვა და აღარც სა­კუ­თა­რის გვე­ში­ნია, გვგო­ნია, რომ გვე­ლე­შა­პი მხო­ლოდ სხვის შვი­ლებს და ნა­თე­სა­ვებს მო­ი­თხოვს. არ ვფრ­თხი­ლობთ და არ ვუფრ­თხილ­დე­ბით.

მომ­წონს ამე­რი­კე­ლე­ბის ტრა­დი­ცია, გლო­ვის დღეს მთე­ლი ქა­ლა­ქი რომ იკ­რი­ბე­ბა ფო­ტო­ებ­თან, ან­თე­ბენ სან­თლებს, უსამ­ძიმ­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს და გლო­ვო­ბენ და ლო­ცუ­ლო­ბენ. ღმერ­თს იქა­უ­რი სიკ­ვდი­ლის გვე­ლე­შა­პის მო­ცი­ლე­ბას სთხო­ვენ ხოლ­მე და კი­დევ უფრო ფრთხი­ლო­ბენ, სა­კუ­თარ­ზეც და სხვი­სა­ზეც.

სიკ­ვდი­ლის გვე­ლე­შა­პი შე­მო­ეხ­ვია ქვე­ყა­ნას და ეს გვე­ლე­შა­პი გზებ­ზეა გა­წო­ლი­ლი".

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ათა­სო­ბით კი სხე­უ­ლის მძი­მე/მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბებს იღებს. უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა შა­ტი­ლის გზა­ზე მოხ­და, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 17 ადა­მი­ა­ნი, 3 კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვე­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ავა­რი­ებ­ში გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა კი საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. 2020 წლის მხო­ლოდ 2 კვარ­ტალ­ში (იან­ვარ-ივ­ნი­სი) სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე 2 270 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას 203 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 2 982 კი და­შავ­და.

იხი­ლეთ 2017-2019 წლე­ბის სტა­ტის­ტი­კა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
46

მერე, არ იცით ვინ არის ეგ სიკვდილის გველეშაპი? მაფიოზური პოლიტიკურ-ბიზნეს კლანები და საპატრიარქო!!! აი ვინ კლავს და ახრჩობს ქვეყანას, სანამ არ აღიარებთ ამას, არაფერი არ შეიცვლება, თუმცა ალბათ უკვე გვიანია...

rasa
38

სახელმწიფომ უნდა ქნას რამე ამის წინააღმდეგ. ხალხს ფაქტია რომ არ გვაქვს ჯერ თვითშეგნება. როგორც 'რემენის' გადაკრობა ისწავლა ხალხმა, ისე უნდა ვისწავლოთ რაღაცეები. რეგულაციები დააწესეთ! სამარშრუტოებს რამე უყავით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას და ეს გველეშაპი გზებზეა გაწოლილი" - მწერალი გურამ მეგრელიშვილი შატილის ტრაგედიას ეხმაურება

"სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას და ეს გველეშაპი გზებზეა გაწოლილი" - მწერალი გურამ მეგრელიშვილი შატილის ტრაგედიას ეხმაურება

მწერალი გურამ მეგრელიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას. დღენიადაგ ითხოვს ახალგაზრდების სისხლს და ჩვენც, გადარჩენისთვის, ალალბედზე და შემთხვევითობით, ვუგზავნით ბიჭებს და გოგოებს.

გაუბრალოვდა სიკვდილი, გაუბრალოვდა გლოვაც. მახსოვს, ახალგაზრდის გარდაცვალებას რომ გაიგებდნენ, საიდან არ მიდიოდა ხალხი მისასამძიმრებლად, ბებიაჩემი ტელევიზორს არ ჩართავდა ხოლმე, ხმამ არ შეაწუხოს ვინმე, სამხიარულო არაფერი აჩვენონო.

ამ შეგუებამ, ამ უგლოველობამ და გულცივობამ სხვისი ჭირის მიმართ, ის მოიტანა, რომ აღარც სხვისი გვტკივა და აღარც საკუთარის გვეშინია, გვგონია, რომ გველეშაპი მხოლოდ სხვის შვილებს და ნათესავებს მოითხოვს. არ ვფრთხილობთ და არ ვუფრთხილდებით.

მომწონს ამერიკელების ტრადიცია, გლოვის დღეს მთელი ქალაქი რომ იკრიბება ფოტოებთან, ანთებენ სანთლებს, უსამძიმრებენ ერთმანეთს და გლოვობენ და ლოცულობენ. ღმერთს იქაური სიკვდილის გველეშაპის მოცილებას სთხოვენ ხოლმე და კიდევ უფრო ფრთხილობენ, საკუთარზეც და სხვისაზეც.

სიკვდილის გველეშაპი შემოეხვია ქვეყანას და ეს გველეშაპი გზებზეა გაწოლილი".

  • საქართველოში ავტოკატასტროფების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით კი სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს. უკანასკნელი შემთხვევა შატილის გზაზე მოხდა, სადაც ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის საუნივესიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ავარიებში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი საკმაოდ შემაშფოთებელია. 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

იხილეთ 2017-2019 წლების სტატისტიკა

"პირი გამოირეცხეთ ყველამ, ვიდრე ჩვენზე რამეს იტყვით! ძალიან არ მინდოდა წლობით შვილის დატოვება, მაგრამ..." -  რას წერს ქართველი ბარონესა ემიგრანტ ქალებზე?

როგორ ცხოვრობს თაკო გაჩეჩილაძე და როგორ ზრდის ორ შვილს - ქართველი მომღერლისა და  ბულგარელი მუსიკოსის ოჯახური ფოტოები

"მარტო თუ ხარ, შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი, უნდა ელოდო 1 წელი როდის გავა, იმიტომ რომ თეას ასე ნებავს..." - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი წულუკიანზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"