ახალი კორნოვირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის (ვიქტორ სანიკიძის დედა) ოჯახის სამი წევრი - ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილნი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინშია. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სწორედ ვიქტორ სანიკიძის დედაა.
ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.