23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შემზარავი ავტოავარიის დროს დაღუპულ 17 ადამიანს შორის არის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი, ნუცა ყანადაშვილი.
როგორც მეგობრები ყვებიან, ნუცა მხატვარი იყო, საოცრად ნიჭიერი და ძალიან უყვარდა მოგზაურობა. დადებითად ახასიათებენ ნუცას დედასაც.
გარდაცვლილი დედა-შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო ისაკაძე:
"თმაპრუჟინა"
ასე ვეძახდი. ხვეულ თმაზე რამეს რომ დაადებდი ზამბარასავით ისროდა შორს. ორივე ვხალისობდით ამაზე.
ამ სიმაღლეზე რომ ვარებოდა რა გაიფიქრა ნეტავ, როგორ შეეშინდა ალბათ.
თან შვილი გვერდით.
მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა. პირიქით როგორ ვიფიქრებდი!
მაპატიეთ თუ ემოციებით შეგაწუხეთ!" - წერია ისაკაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.