შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულთა შორის 68 წლის დავით სისაურია, რომელიც კომპანია "სისაურის" დირექტორი გახლდათ. ის კუკიის დასახლებაში ცხოვრობდა და ჰყავდა ორი ქალიშვილი. მას "ნახალოვკაში", გადასასვლელ ხიდთან სახინკლე ჰქონდა. მიკროავტობუსში კომპანია "სისაურის" სხვა თანამშრომლებიც ისხდნენ, რომლებიც მასთან ერთად, ადგილზე დაიღუპნენ.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, იმ დღეს შატილში წასვლას მისი შვილი და შვილიშვილიც აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს. უბედურ შემთხვევაზე ოჯახი პასუხს ტურისტულ კომპანიას სთხოვს, რომელმაც უამინდობის მიუხედავად მაინც დაგეგმა და მოაწყო ტური ხევსურეთში და რისკზე წავიდა.