ავტორი:

"როგორ მიხაროდა 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი“ - შატილის გზაზე გარდაცვლილი დებ მარუაშვილების ახლობლის უმძიმესი წერილი იტალიიდან

"როგორ მიხაროდა 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი“ - შატილის გზაზე გარდაცვლილი დებ მარუაშვილების ახლობლის უმძიმესი წერილი იტალიიდან

შატილის გზაზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს. საბედისწერო ტური, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და სამი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის, ტრაგიკული აღმოჩნდა უამრავი ოჯახისთვის. მომხდარის სიმძიმეს ისიც ემატება, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულებში ერთი ოჯახის წარმომადგენლებიც არიან. დაიღუპნენ დედა-შვილი ნუცა ყანადაშვილი და მისი დედა. საბედისწერო მიკროავტობუსში იყვნენ დები - მედეა და ხატია დევსურაშვილები. მედეა ადგილზე დაიღუპა, მისი და კი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ავარია ემსხვრეპლნენ დები - ხათუნა და ირმა მარუაშვილებიც, საუბედუროდ, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილების მამიდაშვილი ნატალია მარუაშვილი, რომელიც წლებია იტალიაში ემიგრანტია, მომხდარს სოციალურ ქსელში უმძიმესი პოსტით გამოეხმაურა.

"სულ ხომ ერთად იყავით და ახლაც ერთად წახვედით იმიერ სოფელში, ჩემო გულებო. აწი, ვის დაურეკო, ხათო, ვის ვკითხო რჩევები? ვინ დამირეკვს, ვინ გამამხნევებს, ვინ მეტყვის, ნატ, ნუ გეშინია. როგორ გიხაროდათ ჩემო, დაიკოებო, საბუთს ვაკეთებ და საახალწლოდ მოვდივარ-მეთქი. თქვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ახლა სად მოვიდე, ჩემო ლამაზებო. ახლა სად დამელოდებით, ჩემო სულის და გულის ნაწილებო, ჩემო სისხლო და ხორცო. ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით სულ, ჩემო დაიკოებოოო, რატომ გამამწარეთ ასე, რატომ არ დამელოდეთ. როგორ მიხაროდა ჩემს დებს ვნახავ, 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი. ახლა რა ვქნა უთქვენოდ, თქვენს საფლავს ჩავეხუტო მარტო? თქვენი სილამაზე მიწაში უნდა დამალოთ, ჩემო სიხარულებო, როგორ მიმძიმს უთქვენობა, რომ იცოდეთ, მიმძიმს, რომ ვერ დაგიტირებთ ახლოს, ვერ ჩაგეხუტებით საბოლოოდ, მიმძიმს იმის გაფიქრებაც, რომ ვერასოდეს შეგეხებით და ვერ მოგეფერებით. მეც მინდა თქვენთან, ჩემო ლამაზო დაიკოებო, რატომ არ დამელოდეთ, რატომ? მიყვარხარ ხათო, მიყვარხარ ირმუ, ძალიან და უზომოდ, ჩემი უდიდესი ტკივილი ხართ, რომელიც, არასოდეს განელდება, ძალიან მენატრებით", - წერს გარდაცვლილების ახლობელი ნატალია მარუაშვილი.

ფასდაკლება 2000-ზე მეტ ევროპულ შპალერზე - მიჰაუსში

ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება

"ყველა ის ქალი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, შეუძლია იყოს მშვიდად" - თეა წულუკიანი საკუთარ ბრძანებას განმარტავს