ტურისტული კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
როგორც ის წერს, უმძიმეს ავარიაში საუკეთესო მეგობრები დაკარგა და ამით "მისი სიცოცხლეც დამთავრდა".
"გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო...
ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას, 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც" - წერს ბოლოთაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი კრიტიკულად მძიმეა. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
კაი კაცო, იქნებ ისე შეგვცოდებოდი პასუხიც არ მოგვეთხოვა, რომ არა შენ წარსულზე სტატიები.
ეხ შალვა, შალვა შენც მაგრად მეცოდები, მაგრამ გადარეული მძღოლები რომ გყავდა და ბევრი უკმაყოფილო ტურისტი (ჩემი ჩათვლით) ესეც ხომ იცი. თორემ შენ რომ არავის სიკვდილი გინდოდა ამაში ეჭვი ვის ეპარება.