საქართველოში კორონავირუსი მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.