საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც არხის თანამშრომლები "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, მიზეზი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ შესული ზარია.
ამ დროისთვის პირველი არხის შენობის გარეთა პერიმეტრზე ათობით თანამშრომელი იმყოფება.
ტელეკომპანიასთან პოლიცია მუშაობს.