თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.
რატიანის თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.
"გუშინ შემოიყვანეს 3 მდედრობითი სქესის პაციენტი. გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის კრიტიკული. 2 მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით.
აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტები სასწრაფო წესით შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია.
მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანია „თრეველერ.ჯის“ ეკუთვნოდა.
(((((((((((((((((((((((((((( რა უბედურებაა რა საშნელებაა ((((((((((((((((((((((((
საშინელი ტრაგედიაა. ეს სამგზავრიდ გადაკეთებული სატვირთოები ყველგან ხიფათის შემცველია. ასეთ სამგზავროებში მაქსიმუმ 12 სავარძელია. იგივე სიდიდის სატვირთოებს კი 20-22 ადგილიანებად აკეთებენ. ავარიაც რომ არ მოხდეს ისეც ტანჯვაა ამ მარშრუტკებით მგზავრობა. სალონში უჰაერობა და სივიწროვეა. მძღოლები სისტემატიურად არღვევენ მოძრაობის წესებს. სიგარეტს ეწევიან და გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობენ, ხოლო ჰიგიენის ნორმების დაცვაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.არსად ასე მასიურად არ იყენებენ ამ გადაკეთებულ სატვირთოებს სამგზავროდ, როგორც საქართველოში. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს მათი სამგზავროდ ექსპლუატაცია. საშიშია. ბოლოს და ბოლოს სირცხვილია, თვალი ევროპისკენ გეჭიროს და ამ კარტოფილის საზიდ სატვირთოებს სამგზავროდ იყენებდე.