ავტორი:

"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო" - რას აცხადებენ კომპანია "ფოლადის სახლში"?

"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო" - რას აცხადებენ კომპანია "ფოლადის სახლში"?

შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს სამი ადამიანიდან გადარჩენილებს შორის ერთ-ერთი კომპანია “ფოლადის სახლის” თანამშრომელია. როგორც კომპანიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ხევსურეთში “ფოლადის სახლიდან” მათი მხოლოდ ერთი თანამშრომელი იყო წასული, რომელიც ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მძიმედ დაშავებული 33 წლის ქალია, რომელიც მის მეგობართან ერთად იყო ტურით ხევსურეთში.

"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო, რომელიც რეანიმაციაშია, ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა ქალი გადარჩება. ის ხევსურეთში მეგობართან ერთად იყო, სამწუხაროდ, ეს მეგობარი გარდაიცვალა", - გვითხრეს კომპანიაში.

ნახეთ ვიდეო

"შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება" -   ლევან რატიანი

"რუსეთი კონფლიქტის მხარეა და არა გვერდითი დამკვირვებელი" - გიორგი კანაშვილი ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და "ცხინვალი 1920"-ის შესახებ

"შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს" - ბიძინა ივანიშვილის განცხადება