ავტორი:

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას ხელისუფლებაში ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას ხელისუფლებაში ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას, რომელსაც შსს-ს წინასწარი ინფორმაციით 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლების წარმოამდგენლები ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადენ.

ისინი სამძიმრის წერილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია: “უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.

ინტენსიურად მიმდინარებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას."

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე: შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ.

შსს-ს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა.

"სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. ოქრუაშვილი არ არის ყველასთან შეთანხმებული კანდიდატი", - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო - ხვიჩა მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოს ჰუმანურობისთვის მადლობა გადაუხადა

ოპოზიციის მემორანდუმი -  ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს