მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?
"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. შსს-ს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 12 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტია. 3 ადა­მი­ა­ნი მძი­მე­დაა და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ორი ადა­მი­ა­ნი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­მი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილ­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

"ჩვენ რომ მო­ვე­დით, უკვე მომ­ხდა­რი იყო ავა­რია. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­სახ­ვე­ვი­დან გა­და­ვარ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­სახ­ვევ­ში, გზი­დან გა­და­სუ­ლი მან­ქა­ნა იდგა, სწო­რედ მას შე­ე­ჯა­ხა და გა­და­ვარ­და.

სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ახლა ვე­ლო­დე­ბით და­მა­ტე­ბით ძა­ლებს, რომ ცხედ­რე­ბი ამო­ვას­ვე­ნოთ. ალ­ბათ, რამე ტური იყო, უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რდაა, რო­გორც ვიცი, 17 და­ღუ­პუ­ლია და 3 გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა გონ­ზე იყო, რო­მე­ლიც სას­წრა­ფომ წა­იყ­ვა­ნა", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია შსს-მ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ - "112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბი­სოს სი­ახ­ლო­ვეს, შა­ტი­ლის გზა­ზე მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რის შე­დე­გა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ვარ­და კლდო­ვან ფერ­დობ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა. ად­გილ­ზე, ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბი­ან სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბიც.

სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მყო­ფი 12 მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა უსაფრ­თხო ტე­რო­ტო­რი­ა­ზე უკვე ამო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. გრძელ­დე­ბა ტრან­სპორ­ტში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის ძებ­ნი­სა და ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მგზავ­რთა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სხვა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია. 3 ადამიანი მძიმედაა დაშავებული, მათგან ორი ადამიანი უგონო მდგომარეობაშია. სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.

"ჩვენ რომ მოვედით, უკვე მომხდარი იყო ავარია. მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევიდან გადავარდა, როგორც ამბობენ, მოსახვევში, გზიდან გადასული მანქანა იდგა, სწორედ მას შეეჯახა და გადავარდა.

საშინელება ტრიალებს, ახლა ველოდებით დამატებით ძალებს, რომ ცხედრები ამოვასვენოთ. ალბათ, რამე ტური იყო, უმეტესობა ახალგაზრდაა, როგორც ვიცი, 17 დაღუპულია და 3 გადარჩენილი. ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა გონზე იყო, რომელიც სასწრაფომ წაიყვანა", - ამბობს თვითმხილველი.

მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. უწყების ცნობით, მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - "112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი... 30 წლამდე ასაკისანი არიან" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა

"ვრეკავდით და ვერავის დავუკავშირდით" - რას აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც, სავარაუდოდ, შატილის გზაზე გადაჩეხილი მიკროავტობუსი ეკუთვნოდა

ჯანდაცვის სამინისტრო ხევსურეთის ავარიაში დაშავებულების მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს