ავტორი:

"ახლა ძალიან ნუ გადამირბენთ.." - ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში წაიყვანა

"ახლა ძალიან ნუ გადამირბენთ.." - ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში წაიყვანა

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ მამა პანსიონატში წაიყვანა. ნანიკოს ამის შესახებ "ფეისბუქში" წერს. ნანიკო აღნიშნავს, რომ მის მამას ალცჰაიმერის დაავადება აქვს.

"ვისაც ჩემზე უფრო გიყვართ მამაჩემი, გელოდებით ყიფშიძის 16 ნომერში. თქვენ გექნებათ იზოლირებული ოთახი და ტელევიზორი, კვება თავისთავად. მამას ალცჰაიმერი აქვს.ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით.

ვისაც შეხება არ ქონია ამ დიაგნოზთან, რთულად გაიგებს მის ხასიათს, რომელიც ფაზებით ხასიათდება. თავიდან შეუმჩნევლად მიდის ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ ჩიხში ხარ!

დღეს მამაჩემისთვის ხან მისი და ვარ, ხან მეუღლე, ხანაც სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი...

“უკანასკნელ ცნობებში” ნახა თითქოს მისმა დამ ქონება დაუყადაღა. ჩემი შვილი ლილუ “რა ლამაზი ქალია"

მე ქვეშ-ქვეშა ვარ.

გიორგი გახარია მის ოთახში ატარებს ბრიფინგებს.და ა.შ .

ჰოო დისტანციურად “საყვარლობაა”და ასევე დისტანციურად მისი მოვლა ჯოჯოხეთი! მამას, თუნდაც მომვლელთან ერთად სახლში მარტო დატოვება რისკია! დამალული გასაღები, ასანთი, პულტები, გამოკეტილი ოთახი. ჩემთან ინტენსიური რეკვა, ღამე, ამიტომ წავიყვანე პანსიონატში, სადაც “მისნაირები” ცხოვრობენ.

ახლა მამაჩემი თავს არაჩეულებრივად გრძნობს, მღერის, უკრავს, ცეკვავს, ლექსებს კითხულობს, ქალი მოსწონს, ქალებს მოსწონთ, ლექციებს კითხულობს, რთული პაციენტები ყავს, ოპერაციებს გეგმავს და რაც მთავარია, ხელფასი აქვს. ის დღეს ბედნიერია და ამისთვის დიდი მადლობა მაიას ეს - მაიაკოვსკის ქართულ-რუსული ლექსი, დაკვრა და მედიცინაა მისი მთავარი ვნება.

ახლა ძალიან ნუ გადამირბენთ", - წერს ნანიკო და პოსტა მამის ვიდეოსაც ურთავს.