სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ
2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

2020 წლის ბო­ლოს თბი­ლი­სი­დან-ბა­თუმ­ში 4 სა­ათ­ში ჩახ­ვალთ. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "ფე­ის­ბუქ გვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"იცით, რომ დღეს გავ­ხსე­ნით ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა და წელს მთლი­ა­ნო­ბა­ში ვხსნით 70 კი­ლო­მეტრ გზას.ყვე­ლა­ზე საგ­რძნო­ბი მა­გა­ლი­თი რომ გი­თხრათ, 2020 წლის ბო­ლოს თბი­ლი­სი­დან-ბა­თუმ­ში 4 სა­ათ­ში ჩახ­ვალთ.

ასე­ვე, იცით, რომ რი­კოთ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ვა­შე­ნებთ 96 ხიდ­სა და 53 გვი­რაბს.რო­გორც კი რი­კო­თის პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა, ჩვენ ხა­რის­ხობ­რი­ვად ახალ ქვე­ყა­ნას მი­ვი­ღებთ" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ვიცე-პრე­მი­ერ­თან, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მაია ცქი­ტიშ­ვილ­თან ერ­თად გახ­სნა.

პრო­ექ­ტი, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი გა­რან­ტი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და და 133 მლნ. ლარი შე­ად­გი­ნა, ხოლო მსოფ­ლიო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის წილი პრო­ექ­ტში 50 მლნ ლა­რია.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის 13-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი დღეს გა­იხ­სნა, ეს არის ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა, რო­მე­ლიც არის პირ­ველ რიგ­ში ხა­შურ­ლე­ბის­თვის და რა თქმა უნდა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს 13-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, რომ­ლის­გა­ნაც 11 კი­ლო­მეტ­რი არის სრუ­ლად 4 ზო­ლი­ა­ნი, 2 კი­ლო­მეტ­რი დრო­ე­ბით, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე არის 2 ზო­ლი­ა­ნი, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. რა­ტომ? ეს არის ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ხა­შურ­ში რა ხდე­ბო­და ეკო­ლო­გი­უ­რად, მოძ­რა­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ხა­შუ­რი იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სატ­რან­ზი­ტო ქა­ლა­ქი. დღეს ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რა­ტო­მაა და რა­ტომ ვჩ­ქა­რობ­დით წვი­მა­ში ამის გახ­სნას, დღეს უკვე გზა გახ­სნი­ლია და და­სავ­ლე­თი-აღ­მო­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნულ მა­გის­ტრალ­ზე ადა­მი­ა­ნებს აღარ მო­უ­წევთ ხა­შუ­რის გავ­ლა. ხა­შურ­ლე­ბის­თვის ეს რა არის?

პირ­ველ რიგ­ში ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს იყო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ხა­შურ­ში, სა­ცო­ბებს თავი, რომ და­ვა­ნე­ბოთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რა თქმა უნდა, ეკო­ლო­გი­აც. აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის 13-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი დღეს გა­იხ­სნა, ეს არის ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა, რო­მე­ლიც არის პირ­ველ რიგ­ში ხა­შურ­ლე­ბის­თვის და რა თქმა უნდა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ახლა შვე­ბუ­ლე­ბე­ბის სე­ზო­ნია და ყვე­ლა ვმოძ­რა­ობთ, ვხე­დავთ რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნულ მა­გის­ტრალ­ზე, წელს ჩვენ უკვე გავ­ხსე­ნით ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლი­თი გზის 19 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, ისე­ვე, რო­გორც ჯა­პა­ნა-ლან­ჩხუ­თის 12 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, მაგ­რამ წელს არის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი გახ­სნა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში 70 კი­ლო­მეტ­რი გა­იხ­სნე­ბა და ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც აქამ­დე ყო­ფი­ლა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

რო­გორც კი რი­კო­თი დას­რულ­დე­ბა, ჩვენ ხა­რის­ხობ­რი­ვად მი­ვი­ღებთ ახალ ქვე­ყა­ნას, ეს იქ­ნე­ბა სულ სხვა მო­ბი­ლო­ბა, ეს იქ­ნე­ბა სულ სხვა ხა­რის­ხობ­რი­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა და ამას აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ წელს ამ 70 კი­ლო­მეტ­რის ძი­რი­თა­დი მო­ნაკ­ვე­თე­ბი რა არის, ეს არის ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა, ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლი­თი გზა სრუ­ლად და ჯა­პა­ნა-ლან­ჩხუ­თის გზა. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე მუ­შა­ო­ბა და 2022 წლის­თვის ჩვენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზის 13 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი­დან 11.5 კმ-ზე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და 4 ზო­ლი­ა­ნი გზა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი 1.5 კმ-ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი დრო­ე­ბით იმოძ­რა­ვებს 2-ზო­ლი­ან გზა­ზე. გზის 1.5 კმ-იან მო­ნაკ­ვეთ­ზე და­მა­ტე­ბი­თი 2 ზო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა და ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზის 13 კი­ლო­მეტ­რი 4-ზო­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზა აგა­რა-ზემო ოსი­ა­უ­რის ბოლო მო­ნაკ­ვეთ­ზე იწყე­ბა და არ­სე­ბულ გზას სუ­რამ­ში მო­წყო­ბილ ახალ კვანძთან უერ­თდე­ბა. ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე აშენ­და 420-მეტ­რი­ა­ნი ხიდი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ბურ­ჯე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

შე­მოვ­ლი­თი გზა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ტვირ­თავს ხა­შურს სა­ცო­ბე­ბის­გან, ტრან­ზი­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა კი, სრუ­ლად ახალ გზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ხა­შუ­რის შე­მოვ­ლი­თი გზის სა­შუ­ა­ლე­ბით მგზავ­რო­ბის დრო 40-50%-ით შემ­ცირ­დე­ბა და ახა­ლი გზით სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის დრო ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­ნა­ხევ­რდე­ბა. გარ­და ამი­სა, გზის შე­სა­ბა­მის მო­ნაკ­ვე­თებ­თან, მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი, უსაფრ­თხო სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბი გა­მარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რათა მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია შეძ­ლოს.

ახა­ლი შე­მოვ­ლი­თი გზის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბას ვე­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე ასუნ­სი­ონ სან­ჩეს რუ­ი­სი და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის რე­გი­ო­ნუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მა­ჩიე ჩურა და­ეს­წრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ

2020 წლის ბოლოს თბილისიდან-ბათუმში 4 საათში ჩახვალთ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას "ფეისბუქ გვერდზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"იცით, რომ დღეს გავხსენით ხაშურის შემოვლითი გზა და წელს მთლიანობაში ვხსნით 70 კილომეტრ გზას.ყველაზე საგრძნობი მაგალითი რომ გითხრათ, 2020 წლის ბოლოს თბილისიდან-ბათუმში 4 საათში ჩახვალთ.

ასევე, იცით, რომ რიკოთზე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ვახორციელებთ, ვაშენებთ 96 ხიდსა და 53 გვირაბს.როგორც კი რიკოთის პროექტი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ" - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ხაშურის შემოვლითი გზა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. მოგეხსენებათ ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურლებისთვის ეს რა არის?

პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი, რომ დავანებოთ უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა, ეკოლოგიაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის.

ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნა, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე.

როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას, ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზით საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება. გარდა ამისა, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს.

ახალი შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას ვეროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა დაესწრნენ.

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე