ავტორი:

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია

ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით თვენახევრის ჩვილი მოათავსეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ინფიცირებულები არიან ასევე თვენახევრის ჩვილის მშობლებიც.

ჩვილის დედა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, მამა კი სხვა კლინიკაშია მოთავსებული. მათივე ინფორმაციით, თვენახევრის ჩვილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

როგორც ცნობილია, ჩვილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია.

"3 დღის წინ ჯერ ჩვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, რისკის ჯგუფში მოხვდნენ მშობლები. მათ ტესტი აუღეს და ჩვენს თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დედაც, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს.

ჩვენთან მკაცრად არის წესები დაცული. ჩვენი თანამშრომლის ოთახში ვინც შედიოდა და ჰქონდა მასთან შეხება, რა თქმა უნდა, ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირება ვისაც ჩუტარდა, ყველას პასუხი უარყოფითია. ეპიდემიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, გარე კონტაქები ვისთანაც ჰქონდა, მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ“,- განაცხადა ზაალ კაპანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს