ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-ის ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.