სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)
"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

ექსმი­ნის­ტრი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი პარ­ტი­ის ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტოს აზი­ა­რებს, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

საქ­მე იმა­შია, რომ ფო­ტო­ზე დმა­ნი­სი­სა და წალ­კის მოქ­მე­დი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, "ოც­ნე­ბა­ზე" გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ერ­თად არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

აპი­რე­ბენ თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ოქ­რი­აშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დმა­ნი­სი­სა და წალ­კის მოქ­მე­დი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნი კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს და­მო­უ­კი­დებ­ლად იყ­რის. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან აქ­ტი­ურ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებს უკვე მარ­თავს.

ოქ­რი­აშ­ვი­ლი ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია პარ­ლა­მენ­ტა­რია. 2004- 2013 წლამ­დე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გებ­ში იყო, ხოლო 2013 წლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­ში "გა­და­პორ­ტირ­და", თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­მა, რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ გაყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ოქ­რი­აშ­ვი­ლის გზე­ბი.

მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის, ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ, მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად სწო­რედ კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლის წარ­დგე­ნას გეგ­მავ­და, თუმ­ცა კო­ლე­გებს შო­რის ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც დე­პუ­ტატ­მა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

ასე­ვე ჩვენ­თვის, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დმა­ნი­სის მე­რია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ოქ­რი­აშ­ვი­ლის კად­რე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­ში აქ­ტი­უ­რად გეგ­მავს ჩარ­თვას. მას სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­შიც. ოქ­რი­აშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის გამო დმა­ნი­სის მერი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გე­ბი­და­ნაც კი გა­რი­ცხეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
263

როგორი ,,ერთგული"ყოფილა კახაბერი!!! თანაც ურცხვი!!! აი მალადეც!!!

ზურა
45

ასეთი ბარიგებითა და სხვადასხვა არაკაცებითაა დაკომპექტებული საქოცეთი. მალე მოვა დრო და წავლენ ყველანი ციხეში, კოჰაბიტირებულ სანაცეთთან ერთად !!! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

ექსმინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი პარტიის ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველ ფოტოს აზიარებს, რომელმაც გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ ფოტოზე დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, "ოცნებაზე" განაწყენებული ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად არიან გადაღებული.

აპირებენ თუ არა არჩევნებში გაერთიანებას ოქრიაშვილი და "ნაციონალები", ეს ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი მოახლოებულ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, პარლამენტის წევრი მოსახლეობასთან აქტიურ წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს.

ოქრიაშვილი ორ ათეულ წელზე მეტია პარლამენტარია. 2004- 2013 წლამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იყო, ხოლო 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში "გადაპორტირდა", თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროცესმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაყო მმართველი პარტიისა და ოქრიაშვილის გზები.

მოახლოებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის, ახალი კანონმდებლობით გაერთიანებულ, მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად სწორედ კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენას გეგმავდა, თუმცა კოლეგებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

ასევე ჩვენთვის, ცნობილი გახდა, რომ დმანისის მერია, რომელიც მთლიანად ოქრიაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პიარში აქტიურად გეგმავს ჩართვას. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდანაც კი გარიცხეს.

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"