ავტორი:

ლოტო "იმედზე" გადადის

ლოტო "იმედზე" გადადის

სულ მალე, 25 აგვისტოდან, "ლოტო 6/42"-ის და ყოველდღიური ლოტო "5/35 -ოქროს ბურთის" გათამაშებები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. „იმედზე“ ლოტოების პირველი გათამაშება სამშაბათს ტირაჟიანი "ლოტო 6/42"-ის ეთერით დაიწყება.

"ლოტო 6/42" ტრადიციულ დღეებში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რვა საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე გავა. ლოტო "5/35-ოქროს ბურთის" გათამაშება კი "იმედის" ეთერში ყოველდღე 19:45 საათზე გაიმრთება.

უცვლელი რჩება "საქართველოს ეროვნული ლატარიის" ტირაჟიანი ლოტოების "ლოტო 6/42“-ის და "5/35 -ოქროს ბურთის" თამაშის წესები, ბილეთების შეძენა კი ტრადიციულად შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და ონლაინ კომპანიის საიტზე www.lotto.ge-ზე.

ასევე უცვლელია ბილეთების ღირებულებაც: "ლოტო 6/42"-ის ბილეთის ფასი 2 ლარი, ხოლო „5/35 -ოქროს ბურთის“ ბილეთის მხოლოდ 1 ლარია. და რა თქმა უნდა, უცვლელია საპრიზო ფონდებიც - „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია, ხოლო „5/35 ოქროს ბურთის“ 200 000 ლარზე მეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით კომპანიის საინფორმაციის ცენტრს 0322 007700 ან იხილეთ ინფორმაცია www.lotto.ge.

მოგების იმედით შევხვდებით "იმედზე".

R

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება